- September 6, 2022
Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.
REQUEST A QUOTE



ენდოკრინული საზოგადოების განახლებული კლინიკური გაიდლაინის მიხედვით, ყველა ჰირსუტიზმის მქონე, პრემენოპაუზაში მყოფ ქალს, უნდა ჩაუტარდეს კვლევა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) და სხვა გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად. სახელმძღვანელო გამოქვეყნდა ონლაინ 7 მარტს კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ჟურნალში, ანდროგენების სიჭარბისა და პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის საზოგადოების (AE-PCOS Society) და ენდოკრინოლოგიის ევროპული საზოგადოების თანასპონსორობით. ბოსტონის მასაჩუსეტსის მრავალპროფილური ჰოსპიტალის ექიმისა და გაიდლაინის

ორალური ინსულინი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში ჩატარებული რანდომიზებული, კონტროლირებული კლინიკური კვლევის შედეგებმა პირველად აჩვენა მისი ვარგისიანობის მტკიცებულება. Novo Nordisk-ის მეორე ფაზის კვლევის შედეგები გახანგრძლივებული მოქმედების ორალური ბაზალური ინსულინის -“I338”-ის მოქმედების შესახებ, რომლის წარმოებაც ამჟამად უკვე შეწყვეტილია, გამოქვეყნდა 21 იანვარს “ლანცეტის დიაბეტი და ენდოკრინოლოგია“-ში ინგ ჰალბერგისა და კოლეგების მიერ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი პრევენციისთვის ასპირინის გამოყენების შესახებ ჩატარებული კვლევების ახალმა მეტა-ანალიზმა არ გამოავლინა საერთო სარგებელი. მართალია, ასპირინის გამოყენება ასოცირდება კარდიოვასკულარული მოვლენების დაბალ რისკთან, მაგრამ გაზრდილია მასიური სისხლდენების რისკი და არ ვლინდება ზეგავლენა ავთვისებიანი სიმსივნეების რისკზე. ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნული შედეგების გამოყენების თაობაზე. „ასპირინის პირველადი პრევენციის მიზნით გამოყენების შესახებ არსებული მტკიცებულებების ანალიზი ბოლოს 5-6

ავთვისებიანი სიმსივნის და გულის დაავადებების პროფილაქტიკაში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და D3 ვიტამინის პოტენციურ ღირებულებაზე ისაუბრა ექიმმა ჯერალდ ჩოდაკმა. ეპიდემიოლოგიური კვლევებით ცნობილია, რომ ზემოთ აღნიშნული ორივე ნივთიერება ფლობს პოტენციურ ღირებულებას, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ არიან კარგად შესწავლილი რანდომიზებულ, პროსპექტულ კვლევებში. ექიმმა ჩოდაკმა წარმოადგინა კვლევა „Vital“-ის შედეგები. ეს არის პროსპექტული, რანდომიზებული კვლევა, რომელიც დაიწყო 2010 წელს

ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები წარმოადგენენ ანტიჰიპერგლიკემიური საშუალებების შედარებით ახალ კლასს, რომლებიც ამცირებენ სისხლში გლუკოზის დონეს შარდში მისი ექსკრეციის გაძლიერების გზით.[1] მოქმედების ამ მექანიზმმა, ასევე გლიკირებული ჰემოგლობინის შედარებით მოკრძალებულულმა დაქვეითებამ მეორე რიგის პრეპარატად გამოყენების შემთხვევაში, ზოგიერთ კლინიცისტში გამოიწვია იმედგაცრუება. თუმცა, 2015 წლიდან დაწყებულმა კვლევებმა კარდიოვასკულარული უსაფრთხოების შესახებ, გამოავლინა კარდიოვასკულარული სარგებელი, განსაკუთრებით გულის უკმარისობის დროს, ასევე

კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ჟურნალში გამოქვეყნებული მეტაანალიზის მონაცემების მიხედვით, ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებს, რომელთა მკურნალობა მიმდინარეობს სტანდარტულად ლევოთიროქსინის (LT4) შენაცვლებითი თერაპიით, ხშირად აღენიშნებათ ქოლესტეროლის მაღალი დონე, მიუხედავად სისხლში თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) ნორმალური მაჩვენებლისა. შრატის დაბალის სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) და საერთო ქოლესტეროლი (TC) წარმოადგენს თიროიდული ჰორმონის ცვლის ობიექტურ მარკერს. არ არის ცნობილი LT4-ით მკურნალობის ფონზე შრატის TSH