მეთფორმინი შესაძლოა ხელს უშლიდეს წონის ხელახლა მატებას მისი თავდაპირველი კლების შემდეგ
ხანგრძლივად მიმდინარე კვლევის შედეგების მიხედვით, მეთფორმინი შესაძლოა არამხოლოდ აქვეითებდეს გლუკოზის დონეს სისხლში, არამედ ეხმარებოდეს პაციენტებს დაკლებული წონის შენარჩუნებაში. კერძოდ, DPP (დიაბეტის პრევენციის პროგრამა) კვლევაში მონაწილე პაციენტებიდან, რომლებმაც ერთ წელიწადში დაიკლეს საწყისი წონის 5% (მეთფორმინის, აქტიური ცხოვრების წესის, ან პლაცებოს ჯგუფებში რანდომიზების შემდეგ), მეთფორმინზე მყოფ პაციენტებში, რომლებმაც გააგრძელეს მეთფორმინის მიღება შემდგომი, ობზერვაციული DPPOS (დიაბეტი პრევენციის პროგრამის