ვოლფრამის (DIDMOAD) სინდრომი
ვოლფრამის სინდრომი პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლის უპირველეს გამოვლინებას წარმოადგენს ბავშვთა ასაკში განვითარებული არააუტოიმუნური შაქრიანი დიაბეტი და მხედველობის ნერვის ატროფია. აღნიშნული სინდრომისთვის ასევე დამახასიათებელია უშაქრო დიაბეტი, ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება მის სრულ დაკარგვამდე, საშარდე სისტემის მხრივ პრობლემები, ჰიპოგონადიზმი, ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დარღვევები. ვოლფრამის სინდრომის მეორე სახელწოდება – DIDMOAD სინდრომი, მის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი დაავადებების (Diabetes Insipidus, Diabetes