- September 6, 2022
Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.
REQUEST A QUOTE



ოსტეოპოროზული მოტეხილობების ინციდენტობა ასაკთან ერთად იზრდება. შედეგად, ოსტეოპოროზული მოტეხილობების გლობალური გავრცელება მატულობს პოპულაციის დაბერებასთან ერთად. ოსტეოპოროზი მძიმე ტვირთს წარმოადგენს ხანდაზმულ ასაკში ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებლის თვალსაზრისით.

ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდის აღნიშნულ განაცხადში წარმოდგენილია მტკიცებულებათა საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები ასაკოვან მამაკაცებსა და ქალებში D ვიტამინის მიღების შესახებ.

65 წლის ქალი გამოცხადდა გეგმიურ ამბულატორიულ ვიზიტზე. მას ანამნეზში აღენიშნება პაროქსიზმული წინაგულთა ფიბრილაცია და ოსტეოპოროზი, რომელსაც მკურნალობს ბისფოსფონატებით. არ აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და არ წარმოადგენს ჰიპერთირეოზის სიმპტომებს. პულსი არის 80 დარტყმა წუთში. ფიზიკალური გასინჯვით გამოვლინდა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის მარცხენა წილის გადიდება. ელექტროკარდიოგრაფიის შედეგები ნორმალურია. შრატის თირეოტროპული ჰორმონის დონე 0,2 მსე/ლ-ია (რეფერენსული საზღვრები 0,5-4,5) და თავისუფალი თიროქსინის (T4) დონე 1,2 ნგ/დლ-ია (რეფერენსული საზღვრები 0,8-1,8). როგორ უნდა მოხდეს ამ პაციენტის შეფასება და მკურნალობა?

71 წლის ქალბატონი აღნიშნავს ადვილად დაღლას და მსუბუქ დეპრესიას. აქვს არტერიული ჰიპერტენზია, 4 წლის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების ოჯახური ანამნეზი. ფიზიკალური გასინჯვით ცვლილებები არ აღენიშნება, ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული არ არის. ლაბორატორიული გამოკვლევებით სისხლში ჰემოგლობინის დონე, კრეატინინი, კალციუმი და ერითროციტების დალექვის სიჩქარე ნორმალურია. თირეოტროპული ჰორმონის დონე არის 6,9 მსე/ლ (რეფერენსული საზღვრები 0,4-4,3), ხოლო თავისუფალი თიროქსინი (T4) – ნორმალური – 19 პმოლი/ლ (რეფერენსული საზღვრები 11-25). როგორ უნდა მოხდეს პაციენტის შემდგომი შეფასება და მისი სიმპტომების მართვა?

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) „დიაბეტის სამედიცინო მოვლის სტანდარტები“ მოიცავს ADA-ის მიმდინარე კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებს და ემსახურება დიაბეტის მოვლის, ზოგადი მკურნალობის მიზნებისა და გაიდლაინების, და მოვლის ხარისხის შესაფასებელი საშუალებების კომპონენტების მოწოდებას. ADA-ის პროფესიული პრაქტიკის კომისიის წევრები, ექსპერტთა მულტიდისციპლინური კომისია პასუხისმგებელია განაახლოს მოვლის სტანდარტები ყოველწლიურად, ან უფრო ხშირად. ADA-ის სტანდარტების, განცხადებებისა და ანგარიშების დეტალური, ასევე, ADA-ის კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციების მტკიცებულების შეფასების სისტემის აღწერისთვის (იხ. დამატებითი ცხრილი). მკითხველს შეუძლია გააკეთოს შენიშვნა მოვლის სტანდარტებთან დაკავშირებით ვებ-გვერდზე professional.diabetes.org/SOC.
ხანგრძლივად მიმდინარე კვლევის შედეგების მიხედვით, მეთფორმინი შესაძლოა არამხოლოდ აქვეითებდეს გლუკოზის დონეს სისხლში, არამედ ეხმარებოდეს პაციენტებს დაკლებული წონის შენარჩუნებაში. კერძოდ, DPP (დიაბეტის პრევენციის პროგრამა) კვლევაში მონაწილე პაციენტებიდან, რომლებმაც ერთ წელიწადში დაიკლეს საწყისი წონის 5% (მეთფორმინის, აქტიური ცხოვრების წესის, ან პლაცებოს ჯგუფებში რანდომიზების შემდეგ), მეთფორმინზე მყოფ პაციენტებში, რომლებმაც გააგრძელეს მეთფორმინის მიღება შემდგომი, ობზერვაციული DPPOS (დიაბეტი პრევენციის პროგრამის