• საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
  • info@gaem.ge
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამედიცინო გაიდლაინები კლინიკური პრაქტიკისათვის  მუდმივად განვითარებადი დებულებებია, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს სპეციფიკურ კლინიკურ სიტუაციებში ეხმარება  სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა გაიდლაინები არ შეიძლება ჩაითვალოს მედიკოსის დამოუკიდებელი მსჯელობის შემცვლელად და  უნივერსალურ სამედიცინო რჩევად.

მოცემულ დოკუმენტებში წარმოდგენილი მასალების უმეტესი ნაწილი ეყრდნობა ლიტერატურულ მონაცემებს. საეჭვო საკითხებში გამოყენებულია პროფესიონალთა მოსაზრებები.  წინამდებარე გაიდლაინები  სამუშაო დოკუმენტებია, რომელებიც გამოქვეყნების მომენტისთვის მოცემულ სფეროში დაგროვილ ცოდნას ასახავს. ვინაიდან მოსალოდნელია ხშირი ცვლილებები, აუცილებელია მათი პერიოდული გადახედვა. პროფესიონალებს ეძლევათ რჩევა, ეს ინფორმაცია გამოიყენონ საკუთარ კლინიკურ მსჯელობასთან ერთად, და არა მის ნაცვლად. წარმოდგენილი რეკომენდაციები შესაძლოა ვერც აღმოჩნდეს ყველა სიტუაციისთვის ადექვატური. ამ გაიდლაინების მიხედვით მიღებული ნებისმერი გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ რესურსებსა და ინდივიდუალურ ვითარებას.

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა ქვემოთ მოყვანილი საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინები და კონსენსუსები. გზამკვლევების გამოცემა და სამედიცინო წრეებში გავრცელება მოხდება ეტაპობრივად.

© Copyright 2018 - gaem.ge