- September 6, 2022
Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.
REQUEST A QUOTE



გაიდლაინი შეგიძლიათ გახსნათ და ჩამოტვირთოთ PDF ფაილის სახით: ETA/EUGOGO გრეივსის ორბიტოპათიის მართვის გაიდლაინი (2016) საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ ითარგმნა და გამოიცა ETA/EUGOGO ერთობლივი გაიდლაინი გრეივსის ორბიტოპათიის მართვის შესახებ. გაიდლაინი ითარგმნა ევროპის თირეოიდული ასოციაციისა (ETA) და გამომცემლობა KARGER-ის ოფიციალური ნებართვით. ამ გაიდლაინის სამიზნე აუდიტორიაა ექიმები, რომლებიც მუშაობენ გრეივსის ორბიტოპათიის მქონე პაციენტებთან. ამ დოკუმენტში ხაზგასმულია

მკვლევარების თქმით, იაპონიაში, დაბალი რისკის მქონე ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული მიკროკარცინომის (PMCs) დროს აქტიური დაკვირვების სტრატეგიის აღიარებისა და დამკვიდრების 20 წლიან ისტორიას ბევრი რამ აქვს სათქმელი დანარჩენი მსოფლიოსთვის. აქტიური დაკვირვების სტრატეგია თავდაპირველად შემოთავაზებული იყო ქალაქ კობის კუმას საავადმყოფოში. ამჟამად ამ მიდგომას იყენებს კლინიკის ენდოკრინოლოგების და ქირურგების დიდი ნაწილი, თუმცა აღიარებას დასჭირდა დრო, განმარტავენ კუმას საავადმყოფოს ქირურგიის
ჩიკაგო, ილინოისი – ახალი კვლევის თანახმად, მეთფორმინით მკურნალობამ შესაძლოა გააუმჯობესოს ორსულობის გამოსავალი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში, მაგრამ არ ახდენს გესტაციური დიაბეტის პრევენციას და მისი შორეული ეფექტები ნაყოფზე გაურკვეველია. ტონი შეტელიგ ლიოვიკმა, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსისტეტის ექიმმა, 20 მარტს ენდო 2018-ზე, ენდოკრინოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე, წარმოადგინა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის – PregMet 2-ის შედეგები.

ონკოლოგები და ენდოკრინოლოგები დიდი ხნის მეგობრები არიან, რამდენადაც მათი საქმიანობა მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული თანამედროვე სამედიცინო ისტორიაში. ერთ დროს ენდოკრინული დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეების მსგავსად, მოკლე ხანში იწვევდნენ სიკვდილს. მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდა ინსულინი, თიროიდული ჰორმონები და გლუკოკორტიკოიდები, დაავადებებმა ქრონიკული სახე მიიღო ანუ შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, პაციენტებს შეუძლიათ ათწლეულებით გაიხანგრძლივონ სიცოცხლე, შექმნან ოჯახები და მიაღწიონ პროფესიული ზრდისა

ლევოთიროქსინი სინთეზური თიროქსინია, რომელიც, როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპიის ძირითადი ფორმა, რუტინულად გამოიყენება ჰიპოთირეოზის მართვისას. ჰიპოთირეოზი გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7%-ში [1]. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლევოთროქსინი ყველაზე ხშირად დანიშვნადი მედიკამენტი იყო, რომელმაც რაოდენობრივად გადააჭარბა დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის დაავადებების დროს გამოყენებად პრეპარატებს. [2]. ლევოთიროქსინის გამოყენებისას მონიტორინგი ხდება სისხლის თირეოიდული ტესტებით, რომლის

პროფესორი პიტერ ლანსბერგი, ლიპიდოლოგი ჰოლანდიური ლიპიდების კლინიკების ქსელის (Dutch Lipid Clinic Network) დამფუძნებელი ინოვატორი და საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი ლიპიდოლოგიაში გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ამსტერდამი, ნიდერლანდები საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია და მისი ვებ გვერდი ასახავს მნიშვნელოვან ეროვნულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ენდოკრინოლოგიის განვითარებას. საქართველოს ენდოკრინოლოგებს უკვე აქვთ კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და ღირებული კლინიკური ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელოვანი