- September 6, 2022
Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.
REQUEST A QUOTE



სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნათია ვაშაყმაძემწყარო: ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE) ოფიციალური პოზიცია კორონა ვირუსული ინფექციის (COVID 19) აფეთქება საჭიროებს ენდოკრინოლოგის ჩართვას და ერთ-ერთ პირველ ხაზზე ყოფნას სხვა სპეციალობის ექიმებთან, მაგ., თერაპევტებთან, ინფექციონისტებთან და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს დაეხმარება ინფიცირებულ პაციენტებს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და COVID-19-თან დაკავშირებული უარყოფითი გამოსავლის თავიდან აცილებაში. დიაბეტის მქონე

ავტორი: Ted Bader, Hepatologist, MD, FACG ; თარგმანი: ნათია ვაშაყმაძე, ენდოკრინოლოგი, MD სტატიის PDF ვერსია სტატინებით ინდუცირებული ჰეპატოტოქსიკურობა მითია. სიტყვა „მითი“ გამოიყენება იმ ცრუ კოლექტიური წარმოდგენების აღსანიშნავად, რომელიც, მიუხედავად საწინააღმდეგო ფაქტობრივი მტკიცებულებისა, მაინც ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას. ლეგენდა ირწმუნება, რომ სტატინებით თერაპიასთან ასოცირებული ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) იზოლირებული მატება საზიანოა და უნდა იყოს თავიდან აცილებული. საიდან მომდინარეობს ეს ფაბულა?

ჩატარებული კვლევის მიხედვით, მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მქონე პაციენტებში ნანახია D ვიტამინის (25 -ჰიდროქსივიტამინ D) უფრო დაბალი დონე უმტკივნეულო დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მქონე, ნეიროპათიის არმქონე დიაბეტიან პაციენტებსა და ჯანმრთელ პირებთან შედარებით.. ეს კვლევა უნიკალურია სეზონური მზის სინათლის და ფიზიკური აქტივობის მკაცრი კონტროლის გამო. ,,პირველი შემთხვევაა, როცა კვლევაში კორექტირებულ იქნა ეს ფაქტორები [მზის სინათლე და ფიზიკური

მეცნიერებმა გამოავლინეს რამდენიმე ფერმენტი, რომლებიც სავარაუდოდ იცავენ თირკმელს დიაბეტური დაზიანებისგან და რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან აღნიშნული მდგომარეობის სამკურნალოდაც. კვლევა გამოქვეყნდა ონლაინ მაისის დასაწყისში, ჟურნალში „ Diabetes Care“. აღმოჩნდა, რომ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომელთაც დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის მიუხედავად, არ განუვითარდათ თირკმლის ქრონიკული დაავადება, აღენიშნებოდათ პირუვატ კინაზა M2-ის მაღალი კონცენტრაცია გლომერულებში – თირკმლის იმ სტრუქტრურებში,

ახალი კვლევის თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის დაბალი რისკის პაპილარული კიბოს აღწერისას სიტყვა ,,კიბოს’’ ამოღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების მქონე პაციენტების მიერ ნაკლებად აგრესიული მკურნალობის არჩევა და შეამციროს მათი შფოთვა. როდესაც დაავადების აღწერილობიდან სიტყვა „კიბოს“ ამოღების შემდეგ მონაწილეებს შესთავაზეს სამი ჰიპოთეზური სცენარი ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბოს შესახებ, ისინი უპირატესად ირჩევდნენ არაქირურგიულ ვარიანტებს, როგორიცაა აქტიური მეთვალყურეობა. მათ ასევე

ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმის დარღვევა წარმოადგენს ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების (ASCVD) მნიშვნელოვან და მოდიფიცირებად რისკის ფაქტორს. მრავალი კვლევითაა დადასტურებული, რომ ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს ცუდ კარდიოვასკულარულ გამოსავალს. რამდენადაც კარდიოვასკულარული დაავადება (CVD), მთელ მსოფლიოში, რჩება ავადობისა და სიკვდილობის მთავარ მიზეზად, დისლიპიდემიის მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ASCVD–ის რისკის პირველადი და მეორეული პრევენციისთვის.