
რამდენად რეალურია ტაბლეტირებული ინსულინის გამოყენების შესაძლებლობა?!
ორალური ინსულინი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში ჩატარებული რანდომიზებული, კონტროლირებული კლინიკური კვლევის შედეგებმა პირველად აჩვენა მისი ვარგისიანობის მტკიცებულება. Novo Nordisk-ის მეორე ფაზის კვლევის შედეგები გახანგრძლივებული მოქმედების ორალური ბაზალური ინსულინის -“I338”-ის მოქმედების შესახებ, რომლის წარმოებაც ამჟამად უკვე შეწყვეტილია, გამოქვეყნდა 21 იანვარს “ლანცეტის დიაბეტი და ენდოკრინოლოგია“-ში ინგ ჰალბერგისა და კოლეგების მიერ.




