• საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
  • info@gaem.ge
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
    • September

      3

      2019
    • 5866
    • 0
    სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი

    სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი

    71 წლის ქალბატონი აღნიშნავს ადვილად დაღლას და მსუბუქ დეპრესიას. აქვს არტერიული ჰიპერტენზია, 4 წლის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების ოჯახური ანამნეზი. ფიზიკალური გასინჯვით ცვლილებები არ აღენიშნება, ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული არ არის. ლაბორატორიული გამოკვლევებით სისხლში ჰემოგლობინის დონე, კრეატინინი, კალციუმი და ერითროციტების დალექვის სიჩქარე ნორმალურია. თირეოტროპული ჰორმონის დონე არის 6,9 მსე/ლ (რეფერენსული საზღვრები 0,4-4,3), ხოლო თავისუფალი თიროქსინი (T4) – ნორმალური – 19 პმოლი/ლ (რეფერენსული საზღვრები 11-25). როგორ უნდა მოხდეს პაციენტის შემდგომი შეფასება და მისი სიმპტომების მართვა?

    • September

      3

      2019
    • 2168
    • 0
    ხანდაზმულები: დიაბეტის სამედიცინო მოვლის სტანდარტები – ADA 2019

    ხანდაზმულები: დიაბეტის სამედიცინო მოვლის სტანდარტები – ADA 2019

    ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) „დიაბეტის სამედიცინო მოვლის სტანდარტები“ მოიცავს ADA-ის მიმდინარე კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებს და ემსახურება დიაბეტის მოვლის, ზოგადი მკურნალობის მიზნებისა და გაიდლაინების, და მოვლის ხარისხის შესაფასებელი საშუალებების კომპონენტების მოწოდებას. ADA-ის პროფესიული პრაქტიკის კომისიის წევრები, ექსპერტთა მულტიდისციპლინური კომისია პასუხისმგებელია განაახლოს მოვლის სტანდარტები ყოველწლიურად, ან უფრო ხშირად. ADA-ის სტანდარტების, განცხადებებისა და ანგარიშების დეტალური, ასევე, ADA-ის კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციების მტკიცებულების შეფასების სისტემის აღწერისთვის (იხ. დამატებითი ცხრილი). მკითხველს შეუძლია გააკეთოს შენიშვნა მოვლის სტანდარტებთან დაკავშირებით ვებ-გვერდზე professional.diabetes.org/SOC.

    • May

      10

      2019
    • 3258
    • 0
    მეთფორმინი შესაძლოა ხელს უშლიდეს წონის ხელახლა მატებას მისი თავდაპირველი კლების შემდეგ

    მეთფორმინი შესაძლოა ხელს უშლიდეს წონის ხელახლა მატებას მისი თავდაპირველი კლების შემდეგ

    ხანგრძლივად მიმდინარე კვლევის შედეგების მიხედვით, მეთფორმინი შესაძლოა არამხოლოდ აქვეითებდეს გლუკოზის დონეს სისხლში, არამედ ეხმარებოდეს პაციენტებს დაკლებული წონის შენარჩუნებაში. კერძოდ, DPP (დიაბეტის პრევენციის პროგრამა) კვლევაში მონაწილე პაციენტებიდან, რომლებმაც ერთ წელიწადში დაიკლეს საწყისი წონის 5% (მეთფორმინის, აქტიური ცხოვრების წესის, ან პლაცებოს ჯგუფებში რანდომიზების შემდეგ), მეთფორმინზე მყოფ პაციენტებში, რომლებმაც გააგრძელეს მეთფორმინის მიღება შემდგომი, ობზერვაციული DPPOS (დიაბეტი პრევენციის პროგრამის

    • April

      25

      2019
    • 2966
    • 0
    ETA/EUGOGO გრეივსის ორბიტოპათიის მართვის გაიდლაინი (2016)

    ETA/EUGOGO გრეივსის ორბიტოპათიის მართვის გაიდლაინი (2016)

    გაიდლაინი შეგიძლიათ გახსნათ და ჩამოტვირთოთ PDF ფაილის სახით: ETA/EUGOGO გრეივსის ორბიტოპათიის მართვის გაიდლაინი (2016) საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ ითარგმნა და გამოიცა ETA/EUGOGO ერთობლივი გაიდლაინი გრეივსის ორბიტოპათიის მართვის შესახებ. გაიდლაინი ითარგმნა ევროპის თირეოიდული ასოციაციისა (ETA) და გამომცემლობა KARGER-ის ოფიციალური ნებართვით. ამ გაიდლაინის სამიზნე აუდიტორიაა ექიმები, რომლებიც მუშაობენ გრეივსის ორბიტოპათიის მქონე პაციენტებთან. ამ დოკუმენტში ხაზგასმულია

    • April

      25

      2019
    • 2822
    • 0
    ფარისებრი ჯირკვლის დაბალი რისკის კიბოს დროს აქტიური დაკვირვების სტრატეგია: გაკვეთილები იაპონიიდან

    ფარისებრი ჯირკვლის დაბალი რისკის კიბოს დროს აქტიური დაკვირვების სტრატეგია: გაკვეთილები იაპონიიდან

    მკვლევარების თქმით, იაპონიაში,  დაბალი რისკის მქონე ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული მიკროკარცინომის (PMCs)  დროს აქტიური დაკვირვების სტრატეგიის აღიარებისა და დამკვიდრების 20 წლიან ისტორიას ბევრი რამ აქვს სათქმელი დანარჩენი მსოფლიოსთვის. აქტიური დაკვირვების სტრატეგია თავდაპირველად შემოთავაზებული იყო ქალაქ კობის კუმას საავადმყოფოში. ამჟამად ამ მიდგომას იყენებს კლინიკის ენდოკრინოლოგების და ქირურგების დიდი ნაწილი, თუმცა აღიარებას დასჭირდა დრო, განმარტავენ კუმას საავადმყოფოს ქირურგიის

    • April

      19

      2019
    • 2806
    • 0
    მეთფორმინმა შესაძლოა მოახდინოს ორსულობის გართულებების პრევენცია პოლიცისტური  საკვერცხეების სინდრომის დროს

    მეთფორმინმა შესაძლოა მოახდინოს ორსულობის გართულებების პრევენცია პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს

    ჩიკაგო, ილინოისი  –  ახალი კვლევის თანახმად, მეთფორმინით მკურნალობამ შესაძლოა გააუმჯობესოს ორსულობის გამოსავალი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში, მაგრამ არ ახდენს გესტაციური დიაბეტის პრევენციას და  მისი შორეული ეფექტები  ნაყოფზე  გაურკვეველია. ტონი შეტელიგ ლიოვიკმა, ნორვეგიის მეცნიერებისა  და ტექნოლოგიის უნივერსისტეტის ექიმმა, 20 მარტს  ენდო  2018-ზე,  ენდოკრინოლოგიური  საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე, წარმოადგინა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის –  PregMet 2-ის შედეგები.

© Copyright 2018 - gaem.ge