• საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
  • info@gaem.ge
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
    • April

      5

      2019
    • 2319
    • 0
    პრემენოპაუზურ ქალებში ჰირსუტიზმის მართვის განახლებული გაიდლაინი

    პრემენოპაუზურ ქალებში ჰირსუტიზმის მართვის განახლებული გაიდლაინი

    ენდოკრინული საზოგადოების განახლებული კლინიკური გაიდლაინის მიხედვით,  ყველა  ჰირსუტიზმის მქონე, პრემენოპაუზაში მყოფ ქალს, უნდა ჩაუტარდეს კვლევა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) და სხვა გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად. სახელმძღვანელო გამოქვეყნდა ონლაინ  7 მარტს კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის  ჟურნალში, ანდროგენების სიჭარბისა და პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის საზოგადოების (AE-PCOS Society) და ენდოკრინოლოგიის ევროპული საზოგადოების თანასპონსორობით. ბოსტონის მასაჩუსეტსის მრავალპროფილური ჰოსპიტალის ექიმისა და გაიდლაინის

    • April

      2

      2019
    • 2764
    • 0
    რამდენად რეალურია ტაბლეტირებული ინსულინის გამოყენების  შესაძლებლობა?!

    რამდენად რეალურია ტაბლეტირებული ინსულინის გამოყენების შესაძლებლობა?!

    ორალური ინსულინი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში ჩატარებული რანდომიზებული, კონტროლირებული კლინიკური კვლევის შედეგებმა პირველად აჩვენა მისი ვარგისიანობის მტკიცებულება. Novo Nordisk-ის მეორე ფაზის კვლევის შედეგები გახანგრძლივებული მოქმედების ორალური ბაზალური ინსულინის -“I338”-ის მოქმედების შესახებ, რომლის წარმოებაც ამჟამად უკვე შეწყვეტილია, გამოქვეყნდა 21 იანვარს “ლანცეტის დიაბეტი და ენდოკრინოლოგია“-ში ინგ ჰალბერგისა და კოლეგების მიერ.

    • March

      15

      2019
    • 3035
    • 0
    SGLT2-ის ინჰიბიტორები დიაბეტოლოგიაში – ახალი ეპოქის დასაწყისი?

    SGLT2-ის ინჰიბიტორები დიაბეტოლოგიაში – ახალი ეპოქის დასაწყისი?

    ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები წარმოადგენენ ანტიჰიპერგლიკემიური საშუალებების შედარებით ახალ კლასს, რომლებიც ამცირებენ სისხლში გლუკოზის დონეს  შარდში  მისი ექსკრეციის გაძლიერების გზით.[1] მოქმედების ამ მექანიზმმა, ასევე გლიკირებული ჰემოგლობინის შედარებით მოკრძალებულულმა დაქვეითებამ მეორე რიგის პრეპარატად გამოყენების შემთხვევაში, ზოგიერთ კლინიცისტში გამოიწვია იმედგაცრუება. თუმცა, 2015 წლიდან  დაწყებულმა კვლევებმა კარდიოვასკულარული უსაფრთხოების შესახებ, გამოავლინა კარდიოვასკულარული სარგებელი, განსაკუთრებით გულის უკმარისობის დროს, ასევე

    • March

      12

      2019
    • 2581
    • 0
    ჰიპოთირეოზისას ქოლესტეროლის დონე მაღალია თიროქსინით ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად

    ჰიპოთირეოზისას ქოლესტეროლის დონე მაღალია თიროქსინით ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად

    კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ჟურნალში გამოქვეყნებული მეტაანალიზის მონაცემების მიხედვით, ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებს, რომელთა მკურნალობა მიმდინარეობს სტანდარტულად ლევოთიროქსინის (LT4) შენაცვლებითი თერაპიით, ხშირად აღენიშნებათ ქოლესტეროლის მაღალი დონე, მიუხედავად სისხლში  თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) ნორმალური მაჩვენებლისა. შრატის დაბალის სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) და საერთო ქოლესტეროლი  (TC) წარმოადგენს თიროიდული ჰორმონის ცვლის ობიექტურ მარკერს. არ არის ცნობილი LT4-ით მკურნალობის ფონზე შრატის TSH

© Copyright 2018 - gaem.ge