
ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ზომა არ არის კავშირში მის ავთვისებიანობასთან
ფარისებრი ჯირკვლის დიდი ზომის კვანძები ასიმპტომურ პაციენტებში იგივე სიხშირით ავლენენ ავთვისებიანობას და ცრუ უარყოფით შედეგს ასპირაციული ბიოფსიით გამოკვლევისას, როგორიც გვხვდება მცირე ზომის კვანძების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე მხოლოდ კვანძის ზომა ვერ იქნება ქირურგიული ჩარევის ჩვენება ახალ მეტა-ანალიზზე დაყრდნობით. “აღნიშნულიდან გამომდინარე ქირურგიული ჩარევა ციტოლოგიურად კეთილთვისებიანი დიდი ზომის კვანძების დროს არ არის რეკომენდირებული, თუ მას თან არ ახლავს




