SGLT2-ის ინჰიბიტორები დიაბეტოლოგიაში – ახალი ეპოქის დასაწყისი?
ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები წარმოადგენენ ანტიჰიპერგლიკემიური საშუალებების შედარებით ახალ კლასს, რომლებიც ამცირებენ სისხლში გლუკოზის დონეს შარდში მისი ექსკრეციის გაძლიერების გზით.[1] მოქმედების ამ მექანიზმმა, ასევე გლიკირებული ჰემოგლობინის შედარებით მოკრძალებულულმა დაქვეითებამ მეორე რიგის პრეპარატად გამოყენების შემთხვევაში, ზოგიერთ კლინიცისტში გამოიწვია იმედგაცრუება. თუმცა, 2015 წლიდან დაწყებულმა კვლევებმა კარდიოვასკულარული უსაფრთხოების შესახებ, გამოავლინა კარდიოვასკულარული სარგებელი, განსაკუთრებით გულის უკმარისობის დროს, ასევე