ენდოკრინოპათიები კიბოს მკურნალობის შემდეგ: წარმატების უარყოფითი მხარეები
ონკოლოგები და ენდოკრინოლოგები დიდი ხნის მეგობრები არიან, რამდენადაც მათი საქმიანობა მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული თანამედროვე სამედიცინო ისტორიაში. ერთ დროს ენდოკრინული დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეების მსგავსად, მოკლე ხანში იწვევდნენ სიკვდილს. მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდა ინსულინი, თიროიდული ჰორმონები და გლუკოკორტიკოიდები, დაავადებებმა ქრონიკული სახე მიიღო ანუ შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, პაციენტებს შეუძლიათ ათწლეულებით გაიხანგრძლივონ სიცოცხლე, შექმნან ოჯახები და მიაღწიონ პროფესიული ზრდისა