
2018 წ. გრეივსის ჰიპერთირეოზის მართვის გაიდლაინის შეჯამება
გახსენი PDF ჰიპერთირეოზით მიმდინარე გრეივსის დაავადება ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია თირეოტროპინის (TSH) რეცეპტორების მასტიმულირებელი ანტისხეულებით (TRAb). ჯერ კიდევ 1940-იან წლებში, ჰიპერთირეოზის თანამედროვე მკურნალობის სამივე კომპონენტი ხელმისაწვდომი იყო: ანტითირეოიდული მედიკამენტები და რადიოაქტიური იოდით თერაპია, როგორც უკანასკნელი ინოვაციები, და თირეოიდექტომია, რომელიც საუკუნის დასაწყისიდანვე გამოიყენებოდა. მრავალი წლის განმავლობაში კლინიკური კვლევები ცდილობდა, გადაეჭრა დილემა, თუ მკურნალობის რომელი










