სიმსუქნე, როგორც COVID 19-ით გამოწვეული პნევმონიის უდიდესი რისკი, ასაკისა და სქესის შემდეგ
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა თამთა შარაძემრედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: მედეა წერეთელი, ნათია ვაშაყმაძე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, სხეულის მასის ინდექსის (BMI) ზრდასთან ერთად, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, დისლიპიდემიისა და მწეველობის მიუხედავად, მძიმე პნევმონიის განვითარების შანსი (ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებით) პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა. ძირითადი შედეგი იყო ხაზოვანი კორელაცია სხეულის მასის