გესტაციური დიაბეტი წლების შემდეგ გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ზრდის

გესტაციური დიაბეტი წლების შემდეგ გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ზრდის

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა რეზიდენტმა ენდოკრინოლოგმა: გვანცა მენოგნიშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Gestational Diabetes Carries CVD Risk Years Later

ქალებს, რომლებსაც გამოუვლინდათ გესტაციური დიაბეტი (GD), მოგვიანებით პერიოდში კორონარული არტერიების კალციფიკაციის გავითარების 40%-ით მეტი ალბათობა აქვთ ვიდრე მათ, ვისაც GD არასდროს ჰქონია, ამასთან გლიკემიის ნორმალური დონის მიღწევა არ ამცირებს ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების რისკს საშუალო ასაკში.

„ამ კვლევის ახალ აღმოჩენას წარმოადგენს ის, რომ გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებს  კორონარული არტერიების კალციფიციკაციის ორჯერ მეტი რისკი აქვთ იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ გესტაციური დიაბეტი, იმის მიუხედავად, რომ ორივე ჯგუფში ორსულობიდან მრავალი წლის შემდეგ სისხლში ფიქსირებოდა ნორმალური გლიკემიის მაჩვენებელი,“ როგორც წამყვანმა ავტორმა, ერიკა პ. განდერსონმა (Erica P. Gunderson), ფილოსოფიის დოქტორმა (PhD), მეცნიერების მაგისტრმა (MS), ფილოსოფიის მაგისტრმა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში (MPH), 25 წლამდე ზრდასრულთა პროსპექტული კოჰორტული კვლევის შესახებ საუბრისას აღნიშნა Circulation-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში (2021 წელი,  1-ელი თებერვალი, doi: 10.1161/CIRCULATIONAHA.120.0473200).

წინა კვლევებმა გამოავლინა გულის დაავადების უფრო მაღალი რისკი ქალებში, რომლებსაც ჰქონდათ გესტაციური დიაბეტი და მოგვიანებით განუვითარდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2. თუმცა ეს შედეგები არ განმარტავს, არსებობს თუ არა რისკი გესტაციური დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომელთა გლიკემიური დონე ორსულობის შემდეგ მოწესრიგდა. 2018 წელს ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის/ამერიკის გულის ასოციაციის ქოლესტერინის კლინიკური პრაქტიკის სახელმძღვანელო გაიდლაინებში მითითებულია, რომ ანამნეზში გესტაციური დიაბეტის არსებობა ქალებში ზრდის კორონარული არტერიების კალციფიკაციის (CAC) რისკს.

აღნიშნულ კვლევაში დამუშავდა 18-30 წლის ასაკის 1133 ქალის მონაცემი, რომლებიც ჩართული იყვნენ კორონარული არტერიის რისკის განვითარება მოზრდილებში – CARDIA კვლევაში. ისინი არ იყვნენ ავად შაქრიანი დიაბეტით 1985-1986 წლებში და მომდევნო 25 წლის განმავლობაში ანამნეზში ჰქონდათ, სულ მცირე, ერთი მშობიარობა. მათ გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი ჩაუტარდათ კვლევის დასაწყისში და ხუთჯერ – შედგომი კვლევის განმავლობაში ისევე, როგორც გესტაციური დიაბეტის სტატუსის შეფასება და კორონარული არტერიების კალციფიკაციის (CAC) შეფასება, სულ მცირე, ერთხელ წელიწადში 15, 20 და 25 წლის ასაკში (2001-2011).

CARDIA კვლევაში ჩართული იყო 18-30 ასაკის 5155 ახალგაზრდა შავკანიანი და თეთრკანიანი მამაკაცი და ქალი ოთხი განსხვავებული გეოგრაფიული ადგილიდან: ბირმინგემი, ალაბამა; ჩიკაგო; მინეაპოლისი და ოკლენდი, კალიფორნია. გამოკვლეული მოსახლეობის, დაახლოებით, 53% იყო შავკანიანი.

მშობიარობა გადატანილი ქალებიდან 139-ში (12%) გამოვლინდა GD. დაკვირვებისას მათი საშუალო ასაკი იყო 47.6 წელი, ხოლო GD-ით დაავადებულთა 25%-ს (34) განუვითარდა CAC, გესტაციური დიაბეტის არ მქონე ქალთა ჯგუფის 15%-თან (149/994) შედარებით.

განდერსონმა აღნიშნა, რომ კორონარული არტერიების კალციფიკაციის იგივე ფარდობითი რისკი ეხებოდა ქალებს, რომლებსაც ჰქონდათ გესტაციური დიაბეტი და განუვითარდათ პრედიაბეტი, ან მათ, ვისაც დინამიკაში კონტროლისას დაუდგინდათ შაქრინი დიაბეტი, ტიპი 2.

რისკები ნორმოგლიკემიის დროსაც არსებობს

GD-ის ჯგუფში კორონარული არფერიების კალციფიკაციის არსებობისათვის, ნორმოგლიკემიის ფონზე, მორგებული საშიშროების კოეფიციენტი (The Adjusted Hazard Ratio – HR) შეადგენდა 2.3-ს (95% ნდობის ინტერვალი, 1.34-4.09). მკვლევარებმა საშიშროების კოეფიციენტები, ასევე, გამოთვალეს პრედიაბეტისა და შემთხვევით გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტის შემთხვევებისათვის: 1.5 (95% CI, 1.06-2.24) GD-ის არმქონე ჯგუფში, ხოლო 2.1.(95% CI, 1.09-4.17) – GD-ის ჯგუფში – პრედიაბეტისთვის;  შემთხვევით გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტისთვის (= .003) კი, შესაბამისად, 2.2 (95% CI, 1.3-3.62) და 2.02 (95% CI, 0.98-4.19).

“ეს ნიშნავს, რომ გულის დაავადებების რისკი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს ანამნეზში გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში და შეიძლება არ შემცირდეს მაშინაც კი, თუ სისხლში შაქრის დონე წლების შემდეგაც ნორმის ფარგლებში შენარჩუნდება,“- აღნიშნა განდერსონმა, ეპიდემიოლოგმა და კაიზერის უფროსმა მკვლევარმა ჩრდილოეთ კალიფორნიის მუდმივმოქმედ განყოფილებაში (ოკლენდი).

„ჩვენი დასკვნების კლინიკურ შედეგს წარმოადგენს ის, რომ ანამნეზში გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებმა, შესაძლოა, სარგებელი მიიღონ ტრადიციული CVD (გულსისხლძარღვთა დაავადებების) რისკის ფაქტორების ტესტირების გაფართოებით – ე.ი. ჰიპერტენზიის, დისლიპიდემიისა და ჰიპერინსულინემიის დროს,“ აღნიშნა განდერსონმა, „ჩვენი დასკვნები ასევე მიანიშნებს, რომ რისკის კალკულატორებში გესტაციური დიაბეტის შეყვანა შეიძლება სასარგებლო აღნოჩნდეს CVD-ის რისკის განსაზღრისა და პრევენციისათვის.“

მტკიცებულებები უფრო ხშირი CVD-ის სკრინინგის აუცილებლობას ამყარებს

კვლევის შედეგები, შესაძლოა, გესტაციური დიაბეტის გრძელვადიანი ეფექტების შესახებ, დღეისათვის ყველაზე მყარ მონაცემებს წარმოადგენდეს, აღნიშნა პრაკაშ დედუანიამ (Prakash Deedwania), MD-მა, კალიფორნიის უნივერსიტეტის კარდიოლოგიის პროფესორმა (სან-ფრანცისკო). „ეს კვლევა ყველაზე ძლიერია იმ გაგებით, რომ ის დასპონსორებულია, მასში მონაწილეობდა ოთხი სხვადასხვა საზოგადოება შეერთებული შტატების სხვადასხვა ნაწილიდან, კვლევაში ინდივიდები ჩაერთვნენ ახალგაზრდა ასაკში და მიჰყვნენ მას, ამ ხანგრძლივ კვლევას ძალიან ცოტა პაციენტი გამოეთიშა.“ კვლევამ 25 წელი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პაციენტთა 72%-ზე აჩვენა დაკვირვების მონაცემები, რაც, დედუანიას აღნიშვნით, „შესანიშნავია“.

 „გესტაციური დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მკაცრი გამოკვლევის ჩატარება ადრეულ ეტაპზე – არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის, არამედ სხვა კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორების გამო – წარმოადგენს ამ კვლევის მნიშვნელოვან საკითხს, გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდგომი რისკის შესამცირებლად,“ დასძინა მან. კლინიკური გაიდლაინების არარსებობის გამო, დედუანიამ გესტაციური დიაბეტით დაავადებულ ქალებს CV რისკის ფაქტორების გამოკვლევა შესთავაზა 5-7 წელიწადში ერთხელ, რისკის პროფილის გათვალისწინებით, თუმცა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ პარამეტრები არ არის დადგენილი.

მომავალი კვლევა მიმართული უნდა იყოს გესტაციური დიაბეტისა და CVD-ის რისკებს შორის კავშირზე, აღნიშნა განდერსონმა. „საჭიროა კვლევების ჩატარება, CVD-ის შედეგებთან მიმართებაში, გესტაციური დიბეტის სიმძიმის უკეთ დასახასიათებლად, ასევე, ორსულობასთან დაკავშირებული კრიტიკული პერიოდების გამოვლენა, კარდიომეტაბოლური რისკის შესაცვლელად,“ ეს უკანასკნელი უნდა მოიცავდეს კვლევებს მთელი ორსულობის განმავლობაში, ჩასახვიდან ლაქტაციამდე. CVD-ის პირველადი პრევენციისათვის განხორცილებეული ჩარევები და  ცხოვრების წესის ცვლილების მნიშვნელობა, მშობიარობის შემდგომ პირველი წლის განმავლობაში, როგორც შაქრიანი დიაბეტის, ასევე, CVD-ის რისკების შემცირების უმაღლესი რელევანტურობით, დამატებით კვლევებს მოიხოვს,“ დასძინა მან.

მომავალმა კვლევებმა, შესაძლოა, ასევე შეისწავლოს ანთების როლი GD-CVD ურთიერთობაში, თქვა დედუანიამ. „ჩემი ჰიპოთეზა არის, და ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომ კორონარული არტერიების კალციფიკაციის არსებობა [სისხლში] ნორმალური გლუკოზის დონის მქონე პირებში, რომლებიც შეიძლება იყვნენ რისკის ქვეშ, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ანთების დასაწყისთან.“

განდერსონს და დედუანიას არ აქვთ საჯარო ფინანსური ურთიერთობები. კვლევა დააფინანსა დიაბეტისა და საჭმლის მომნელებელი და თირკმელების დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა და გულის, ფილტვებისა და სისხლის ეროვნულმა ინსტიტუტმა.