WHO-ის გენერალური დირექტორის მიმართვა COVID-19 დაკავშირებით  ლიდერების ვირტუალურ სამიტზე

WHO-ის გენერალური დირექტორის მიმართვა COVID-19 დაკავშირებით ლიდერების ვირტუალურ სამიტზე

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნათია ვაშაყმაძე
წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჩემო ძმებო და დებო,

ჩვენ გავერთიანდით რომ დავამარცხოთ ჩვენი დროის ჯანმრთელობის კრიზისი.

ჩვენ ვიბრძვით ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც გვემუქრება რომ გაგვყოს, დაგვაცალკევოს, თუკი ამის უფლებას მივცემთ.

უკვე თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანია ინფიცირებული და 20,000-ზე მეტმა დატოვა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება.

პანდემია ჩქარდება ექსპონენციალურად.

პირველი 100,000 შემთხვევა განვითარდა 67 დღეში, მეორე 100,00 შემთხვევა განვითარდა 11 დღეში, მესამე 100,000 შემთხვევას დასჭირდა 4 დღე, ხოლო მეოთხე 100,000-ს კი სულ რაღაც 2 დღე.

ყველა ქვეყანაში აგრესიული მოქმედებების გარეშე, მილიონობით ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.

დაგვრჩება სრული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ნარჩენები, რომლებსაც მხოლოდ დრო გვაჩვენებს.

თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ფასი რასაც საბოლოოდ გადავიხდით, დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რასაც ეხლა გავაკეთებთ.

ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც სჭირდება გლობალური პასუხი.

დღეს მე მაქვს 3 თხოვნა ჩვენს ძვირფას ლიდერებთან:

პირველი თხოვნაა ვიბრძოლოთ! ვიბრძოლოთ ძლიერად, ვიბრძოლოთ თავდადებით!

ვიბრძოლოთ თითქოს ჩვენი ცხოვრებაა ამაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს ასეც არის!

ერთადერთი გზა, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლეები, დავიცვათ სიცოცხლის უფლება, როგორც ასეთი და გადავარჩინოთ ეკონომიკა, ეს არის შევაჩეროთ ვირუსი.

არავითარი გამართლება, არავითარი სინანული!

დიდი მადლობა იმ მსხვერპლისთვის რაც თქვენმა მთავრობებმა და ხალხმა უკვე გაიღო.

ბევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო მკაცრი სოციალური და ეკონომიკური შეზღუდვები, დახურა სკოლები, ბიზნესები და მოუწოდა ხალხს, დარჩნენ სახლში.

ეს ქმედებები გარკვეულწილად დაწევს ეპიდემიის დუღილის ტემპერატურას, თუმცა სრულად ვერ ჩააცხრობს ეპიდემიის ცეცხლს.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი!

ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ავაშენოთ, გავაფართოვოთ, გამოვწვრთნათ და დავასაქმოთ ჯანდაცვის მუშაკები, რომ იპოვონ, გამოიკვლიონ, იზოლირება მოახდინონ და უმკურნალონ თითოეულ შემთხვევასა და თითოეულ კონტაქტს.

ეს არ არის ასარჩევი ვარიანტი, ეს არის აუცილებლობა. 

მეორე თხოვნაა, გავერთიანდეთ!  

არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია გადაჭრას ეს კრიზისი მარტომ.

ამ საქმეში ჩვენ ყველანი ერთად ვართ და აქედანაც გამოსვლა მხოლოდ ერთობლივად შეგვიძლია.

ეს ნიშნავს, რომ პარადიგმა იცვლება გლობალური სოლიდარობისკენ, გამოცდილების, ექსპერტიზის და რესურსების გაზიარებისკენ, ერთობლივი მუშაობისკენ, რომ საჭირო მასალებით მოხდეს ყველა ერის მომარაგება, რომელიც ამას საჭიროებს.  

გლობალურად პერსონალური დაცვის საშუალებების დეფიციტი პირველ ხაზზე მდგომ პირებს აყენებს დიდი საფრთხის ქვეშ და ამდენად ჩვენც ყველას გვაყენებს საფრთხის ქვეშ.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ერს, რომ გაზარდონ ადგილობრივი წარმოება, მოხსნან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა და ხელი შეუწყონ მასალების თანასწორად და სამართლიანად გადანაწილებას.

მესამე თხოვნაა, ავენთოთ!

გადააწყეთ ინდუსტრიული ძალები ამ მიზნების განსახორცილებელად.

ავენთოთ, რომ გლობალურად გაიზარდოს იმ საჭირო ნივთების წარმოება, რომელებიც ახლა გადაარჩენს სიცოცხლეებს;

ავენთოთ, რომ გავზარდოთ ინოვაციები ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების შესაქმნელად.

და ავენთოთ გლობალური მოძრაობისკენ, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს!

ის ქმედებები, რასაც ეხლა ავირჩევთ, განაპირობებენ შედეგებს, რომლებიც ათწლეულები გაგრძელდება.

COVID-19-მა იმდენი რამ წაგვართვა, თუმცა ამასთანავე მოგვცა კიდეც რაღაც: შესაძლებლობა, რომ ვიდგეთ ერთად, როგორც ერთი ორგანიზმი და ერთად ვებრძოლოთ საფრთხეს და ერთად შევქმნათ საერთო მომავალი.

ჩვენს შეიძლება ვსაუბრობდეთ სხვადასხა ენაზე და მივყვებოდეთ სხვადასხვა წესებს, თუმცა ჩვენ შექმნილი ვართ ერთი მასალისგან. ჩვენ ვართ ერთი – ადამიანის რასა.

ვიბრძოლოთ!

გავერთიანდეთ!

ავენთოთ!

და ჩვენი საერთო გადაწყვეტილება იყოს: მეტჯერ აღარასოდეს!

დიდი მადლობა!

26 მარტი, 2020