- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
NAFLD მჭიდრო კავშირშია შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკთან
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: მაკა ლომთათიძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: NAFLD Closely Tied to Diabetes Risk
NEW YORK (Reuters Health) – ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დავადების (NAFLD) მქონე პაციენტები იმყოფებიან შაქრიანი დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ; ახალი კვლევის თანახმად, რაც უფრო მძიმეა დაავადება (NAFL – რედ.), მით უფრო მაღალია აღნიშნული რისკი.
„გამოქვეყნებული ცნობები და მასშტაბური მეტა-ანალიზი გვაძლევს მტკიცებულებას, რომ NAFLD ასოცირდება შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის განვითარების, დაახლოებით, გაორმაგებულ რისკთან, სიმსუქნისა და სხვა მეტაბოლური რისკის ფაქტორების განურჩევლად,“ განაცხადა ჯოვანი ტარგერმა (Giovanni Targher), ვერონას უნივერსიტეტის ექიმმა (იტალია).
„რისკის მასშტაბი NAFLD-ის სიმძმის პარალელურია, ამგვარად, შორს წასული ღვიძლის ფიბროზის მქონე პაციენტები შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის განვითარების უფრო მაღალი რისკი ქვეშ იმყოფებიან,“ განუცხადა მან Reuters Health-ს ელ. ფოსტით.
ტარგერმა და მისმა კოლეგებმა გაანალიზეს 33 სადამკვირვებლო ხასიათის კვლევა, რომელიც მოიცავდა კავშირს NAFLD-სა და მოულოდნელად განვითარებული დიაბეტის რისკს შორის. კვლევათა უმეტესობა (27) ჩატარდა აზიაში, 2 კვლევა ჩატარდა შეერთებულ შტატებში, ხოლო დანარჩენი – ევროპაში.
ნახევარ მილიონზე მეტი კვლევის მონაწილეზე, რომელთაგან 154.314-ს (31%) კლვევის საწყის ეტაპზე დადასტურებული ჰქონდა NAFLD გამომსახველობითი კვლევით ან ბიოფსიით, საშუალოდ, დინამიკაში დაკვირვება მიმდინარეობდა 5 წელი, ამ დროის მანძილზე 27.953 მათგანს განუვითარგდა შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2.
26 კვლევის მონაცემების თანახმად, NAFLD-ის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ინციდენტური დიაბეტის განვითარების მნიშვნელოვნად მაღალი რისკი, აღნიშნული დაავადების არმქონე პაციენტებთან შედარებით. ჟურნალ Gut-ში მკვლევარების მიერ გამოქვეყნებული ცნობით, შემთხვევითი გამოკვლევის მოდელის თანახმად, საშიშროების კოეფიციენტი წარმოადგენდა 2.19-ს (95%-იანი ნდობის ინტერვალი, 1.9-დან 2.48-მდე).
მძიმე ფორმის NAFLD-ის მქონე პაციენტებში ინახა უფრო აქტიური რისკის ზრდა (HR, 2.69; 95% CI, 2.08 to 3.49; ცხრა კვლევა). ხუთ კვლევაზე დაყრდნობით, ღვიძლის ფიბროზის სიმძიმის ზრდასთან ერთად რისკმა საგრძლობლად იმატა (HR, 3.42; 95% CI, 2.29 to 5.11).
„თუმცა, საბოლოო დასკვნის გამოსატანად საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება,“ აღნიშნა ტარგერმა, „ამ მასშტაბური მეტა-ანალიზის შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჯანდაცვასა და კლინიკურ პრაქტიკაში გადაწყვეტილების მიღებაზე, ეს, ასევე, ხაზს უსმავს NAFLD-ის ეფექტური მკურნალობის შემუშავების აუცილებლობას, რაც, აგრეთვე, შეამცირებს NAFLD-ის ისეთი ექსტრაჰეპატური თანმხლები დაავადებებისა და გართულებების რიცხვს, როგორიცაა, მაგ.: შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2.“
„საერთო პათოგენეზისა და რისკის ფაქტორების გამო, კლინიკურად ყოველთვის მარტივი არ არის შაქრიან დიაბეტსა და NAFLD-ს შორის ურთიერთობის განსაზღვრა,“ ელ. ფოსტით განუცხადა Reuters Health-ს ექიმმა ნა ლიმ, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის (კოლუმბია) გასტროენტეროლოგმა და ჰეპატოლოგმა, რომელიც არ იყო ჩართული აღნიშნულ კვლევაში.
„ამ მეტაანალიზმა, არა მხოლოდ, აჩვენა NAFLD-ით დაავადებულ პაციენტებში დიაბეტის განვითარების მომატებული რისკი, მან, ასევე, გამოავლინა ამ რისკის კავშირი NAFLD-ის სიმძიმესთან მიმართებაში. აღნიშნულ დასკვნებზე დაყრდნობით, კლინიცისტებისთვის მნიშვნელოვანია NAFLD-ით დაავადებული პაციენტების მორიტონინგი შაქრიან დიაბეტზე’’-აღნიშნა მან.