ESE-ის განაცხადი ენდოკრინული პაციენტების COVID 19-ით ვაქცინაციასთან დაკავშირებით
„სტაბილური ენდოკრინული დაავადებების მქონე პაციენტთათვის რეკომენდაციები იგივეა, რაც ზოგადი პოპულაციისთვის“
ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ენდოკრინული დაავადებების მქონე პაციენტებს, მაგ., აუტოიმუნური თირეოიდიტის მქონე პირებს, გარკვეულ ქვეყნებში უარი ეთქვათ COVID 19-ით ვაქცინაციაზე. ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა გამოგვექვეყნებინა ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების შემდეგი განაცხადი:
კვლევები, რომლებიც ჩატარდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავტორიზებული იყო ისეთი ჯანდაცვის ავტორიტეტების მიერ, როგორიცაა EMA და FDA. ამ კვლევებში გამოიცადა პირველი ორი ვაქცინა და მოიცავდა 40.000 და 30.000 მოხალისეს, შესაბამისად, ასაკით 16-დან 75 წლამდე. მათ შორის იყვნენ პაციენტები შაქრიანი დიაბეტით, სიმსუქნით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, აივ ინფექციით, ფილტვის ქრონიკული დაავადებებით, ისევე როგორც ცერებროვასკულარული დაავადებებისა და ღვიძლის სტაბილური დაავადებების მქონე პირები. ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ისეთივე იყო ამ პაციენტებში, როგორც ჯანმრთელ ინდივიდებში. დამატებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირები, რომლებსაც არ აღენიშნებათ ვაქცინაციის უკუჩვენება, შესაძლებელია, რომ აიცრან mRNA COVID-19-ის ვაქცინით.
ამდენად, ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოება ხაზს უსვამს, რომ COVID 19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით სტაბილური ენდოკრინული პრობლემის მქონე პაციენტებში, როგორიცაა მაგ., აუტოიმუნური თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება, ადისონის დაავადება, ჰიპოფიზის ადენომა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2 და სიმსუქნე, რეკომენდაციები არ უნდა განსხვავდებოდეს ზოგადი პოპულაციისგან.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ვაქცინის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა მაგ., ცხელება, უნდა მოახდინონ გლუკოკორტიკოიდების დოზის გაზრდა, როგორც ამას აკეთებენ მწვავე დაავადებების და სტრესის დროს.
ანტონ ლუგერი, ESE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებასთან აფილირებულ საზოგადოებებთან (ECAS) ურთიერთობის ხელმძღვანელი
რობინ პიტერსი, ESE-ის კლინიკური კომიტეტის ხელმძღვანელი
ანდრეა ჯუსტინა, ESE-ის პრეზიდენტი
ოფიციალური ნებართვით თარგმნა GAEM-ის პრეზიდენტმა ნათია ვაშაყმაძემ
European Society of Endocrinology
Starling House, 1600 Bristol Parkway North, Bristol, BS34 8YU, UK Tel +44 1454 642247 info@euro-endo.org www.ese-hormones.org
President Andrea Giustina Milan, Italy. President-elect Martin Reincke Munich, Germany. Secretary Mónica Marazuela Madrid, Spain. Treasurer Djuro Macut Belgrade, Serbia. Executive Committee members: Felix Beuschlein Munich, Germany. Mirjam Christ-Crain Basel, Switzerland. Simona Glasberg Jerusalem, Israel. Riccarda Granata Torino, Italy. Beata Kos-Kudła Katowice, Poland. Robin Peeters Rotterdam, The Netherlands. Ex-Officio members: Nurse Representative Sherwin Criseno West Bromwich, UK. ECAS Representative Anton Luger Vienna, Austria. EYES Representative Ayse Zengin, Victoria, Australia. Registered in England and Wales No. 5540866. Registered Office: Redwood House, Brotherswood Court, Great Park Road, Almondsbury Business Park, Bradley Stoke, Bristol, BS32 4QW, UK. Company Limited by Guarantee. Registered Charity No. 1123492.