- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
COVID-19-ის ეპოქაში D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია სამედიცინო საზოგადოებების მიერ
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: მედეა ამაშუკელი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: მედეა წერეთელი, ქეთევან ძაგანია
წყარო: Medical societies advise on Vitamin D in midst of COVID-19
მსოფლიოს ექვსი სამედიცინო საზოგადოება ხაზს უსვამს ცალკეულ პირებში D ვიტამინის დღიური რეკომენდებული დოზის გამოყენებას, განსაკუთრებით, ღია სივრცისთვის განკუთვნილ დროზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის გათვალისწინებით.
დადგენილებას – „გაერთიანებული გზამკვლევი D ვიტამინზე COVID-19-ის ერაში“- სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მხარს უჭერს ამერიკის ძვლისა და მინერალების კვლევის საზოგადოება (ASBMR), ენდოკრინული საზოგადოება და ამერიკის კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა ასოციაცია (AACE).
მათი აზრით, აუცილებელია რეკომენდაციების დაზუსტება კლინიცისტებისთვის. მთავარ რჩევას წარმოადგენს კანზე მზის პირდაპირი სხივების უშუალო ზემოქმედება დღეში 15-30 წუთის განმავლობაში, მზისგან დამწვრობის თავიდან აცილების გათვალისწინებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „D ვიტამინი უსაფრთხოა მისი გონივრული დოზებით მიღების შემთხევაში და მნიშვნელვანია ძვალ-კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობისათვის. D ვიტამინის დონეები, სავარაუდოდ, დაქვეითდება, რადგან პანდემიის განმავლობაში ადამიანები ამცირებენ აქტივობებს ღია სივრცეში (მზის ექსპოზიცია).”
დამატებით, „ხანდაზმულებისა და მოზრდილების უმეტესობას, D ვიტამინის ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად, შეუძლიათ მიიღონ 400-1000 სე დღეში, როგორც ეს რეკომენდებულია [შეერთებული შტატების] მედიცინის ინსტიტუტის გაიდლაინებით.“
განცხადების თანახმად, სამეცნიერო მონაცემები ნათლად უჭერს მხარს იმ სარგებელს, რასაც D ვიტამინი (კალციუმის მიღებასთან ერთად) თამაშობს მყარი ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებასა და ძვლის გამოფიტვის თავიდან არიდებაში.
აღნიშნული განცხადების მხარდამჭერ სხვა ორგანიზაციებს წარმოადგენს ევროპის კალცინირებული ქსოვილების საზოგადოება (ECTS), ოსტეოპოროზის ეროვნული ფონდი (NOF), ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდი (IOF).
D ვიტამინის როლი COVID-19-თან მიმართებაში
ბოლო თვეების განმავლობაში, COVID-19-ის პრევენციაზე D ვიტამინის გავლენა ინტენსიური მსჯელობის საგანს წარმოადგენს. ამჟამად, აღნიშნული საზოგადოებების ერთობლივი ძალისხმევით, შემუშავებულია მტკიცებულებებზე დამყარებული გზამკვლევი, რომელიც განმარტავს D-ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზის საკითხს.
პანდემიის განმავლობაში, სახლში დარჩენის რეკომენდაცია მოსახლეობის უმეტესობისთვის ნიშნავს ნაკლები დროის გატარებას ღია სივრცეში, შესაბამისად, D-ვიტამინის იმაზე ნაკლები რაოდენობით მიღებას მისი ძირითადი წყაროს, მზის სხივების დახმარებით, ვიდრე სხვა წყაროებიდან, როგორიცაა: შეზღუდული რაოდენობის ტიპის საკვები და საკვები დანამატები, განმარტავენ ასოციაციები.
თუმცა აღიარებენ, რომ D-ვიტამინის როლი COVID-19-თან მიმართებაში კვლავ ბუნდოვანი რჩება.
„არსებული მონაცემებით არ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ D ვიტამინის დანამატების მიღება დაგვეხმარება COVID-19-ის პრევენციასა ან მკურნალობაში; თუმცა, ჩვენი მითითება არ გამორიცხავს COVID-19-ზე D ვიტამინის პოტენციური ზემოქმედების შემდგომ შესწავლას,“ ნათქვამია გაერთიანებულ განცხადებაში.
ამ ეტაპზე არსებული მონაცემების მიხედვით, შესაძლოა D ვიტამინი გარკვეულ როლს ასრულებდეს იმუნური პასუხის გაძლიერებაში. წინა ნაშრომების იმ შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს აქტიური D ვიტამინის (1,25(OH)2D) მონაწილეობას იმუნურ პასუხში, „დამატებითი კვლევების წარმოება D ვიტამინის დანამატებზე COVID-19-ით ავადობასთან მიმართებაში, გამართლებულია,“ ნათქვამია განაცხადში.
„დღემდე არსებული კვლევები ობზერვაციული ხასიათისაა, არ ჩატარებულა რანდომიზებული კონტროლირებული კვლევები, რომლის მიხედვითაც შესაძლეელი იქნებოდა მყარი მიზეზ-შედეგობრივი ასოციაციის დადგენა. ობზერვაციულმა კვლევებმა გამოავლინა კავშირი D-ვიტამინის დაბალ დონესა და COVID-19-ით ავადობის მაღალ რისკს შორის.“
Medscape Medical News-მა უკვე გამოაქვეყნა D ვიტამინისა და COVID-19-ის ურთიერთკავშირის ამსახველი ობზერვაციული კვლევის შედეგები.
ბოლო პერიოდში, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ წარმოებული მტკიცებულებათა სწრაფი მიმოხილვის თანახმად (რომელიც ასევე გამოქვეყნდა Medscape Medical News-ის მიერ), ვერ მოიძებნა მტკიცებულება, რომ D ვიტამინის დანამატები აქვეითებს COVID-19-ით დაინფიცირების რისკს ან ავადობის სიმძიმეს.