800 კალორიის შემცველი დიეტა შაქრიანი დიაბეტის რემისიის მისაღწევად

800 კალორიის შემცველი დიეტა შაქრიანი დიაბეტის რემისიის მისაღწევად

კლინიკური კვლევები, რომლებმაც აღმოაჩინა დაბალკალორიული დიეტების დადებითი ეფექტი ახლად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რემისიის მიღწევაში, საფუძვლად დაედო ინგლისში NHS-ის (ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა) საპილოტე პროგრამის დაწყებას მომავალი წლიდან.

დაბალკალორიული დიეტა დიაბეტის რემისიისთვის
დაგეგმილია ახლად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებისათვის დაბალკალორიული დიეტების შეთავაზება, დაავადების რემისიის მიღწევის მიზნით.
NHS-ის მიხედვით, მომავალი წლიდან ათასობით ადამიანს ექნება შესაძლებლობა მიიღოს დახმარება სიმსუქნესთან ბრძოლაში.
პაციენტებს, დაავადების რემისიის მისაღწევად, დაენიშნებათ დღეში 800 კალორიის შემცველი თხევადი დიეტა სამი თვის მანძილზე და შემდგომ პერიოდში დაკვირვება. 
რადიკალური მიდგომა მოჰყვა Diabetes UK-ის მიერ დაფინანსებულ კვლევას DiRECT (Diabetes Remission Clinical Trial – დიაბეტის რემისიის კლინიკური კვლევა),სადაც ძალიან დაბალკალორიულ კვებაზე მყოფი მონაწილეების თითქმის ნახევარმა 1წელიწადში მიაღწია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რემისიას. მონაწილეთა მეოთხედში მასის კლებამ შეადგინა15 კგ და მეტი, და მათგან86%-ში განვითარდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რემისია.
NHS-ის თქმით, უფრო ახალმა კვლევამ DROPLET (Doctor Referral of Overweight People to Low Energy Treatment – ექიმის მიერ ჭარბწონიანი პაციენტების გადამისამართება დაბალენერგეტიკულ მკურნალობაზე) აჩვენა მსგავსი მასის კლება სიმსუქნის მქონე პირებში. აღნიშნული მიდგომა თავდაპირველად იმუშავებს სატესტო რეჟიმში, სადაც ჩართული იქნება 5000-მდე პაციენტი. 

9 თვიანი პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს პაციენტებს:
მიაღწიონ ჯანსაღ წონას;
გაიუმჯობესონ კვება;
გაზარდონ ფიზიკური აქტივობის დონე.


DPP-ის (Diabetes Prevention Programme – დიაბეტის პრევენციის პროგრამა) ონლაინ ვერსია, რომელიც მოიცავს ტარებად ტექნოლოგიებსა და აპლიკაციებს, რომლებიც განკუთვნილია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რისკის მქონე პაციენტების დასახმარებლად, ასევე ხელმისაწვდომი იქნება იმ პირთათვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შეხვედრებზე დასწრებას ოჯახური თუ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო. 
NHS-ის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტის 10% იხარჯება დიაბეტის მკურნალობაზე, აღნიშნულ ინიციატივას შეუძლია დაზოგოს პირველადი ჯანდაცვის ხარჯები.
NHS-ის აღმასრულებელი დირექტორი, საიმონ სტივენსი ამბობს:„NHS გეგმავს პრაქტიკული აქტივობების გაზრდას ასობით და ათასობით ადამიანის დასახმარებლად, სიმსუქნით გამოწვეული მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, კიბოსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის თავიდან ასაცილებლად.NHS-ის გრძელვადიანი გეგმა გულისხმობს ადამიანების მხარდაჭერას საკუთარი ცხოვრების სტილის სამართავად, რითიც დაეხმარებიან საკუთარ თავს და NHS-ს.
რაც კარგია ჩვენი წელის გარშემოწერილობისთვის, ასევე კარგია ჩვენი ჯიბისთვის, რადგან უხშირესად თავიდან აცილებადი დაავადებების გამო გაწეული ხარჯები ძალიან მაღალია ყველა ჩვენთაგანისათვის, როგორც გადასახადების გადამხედლთათვის. თუმცა, ეს არ არის ის ბრძოლა, რომლის მოგებაცNHS-ს დამოუკიდებლად შეუძლია. NHSგააკეთებს კიდევ უფრო მეტს, თუ კვების ინდუსტრია მიიღებს ზომებს ზედმეტი კალორიების, შაქრისა და მარილის შესამცირებლად დამუშავებულ საკვებში, ნახევარფაბრიკატებსა და სწრაფი კვების პროდუქტებში.“
Diabetes UK-ის აღმასრულებელი დირექტორის, კრის ასკევის თქმით: „Diabetes UK DiRECT კვლევის პირველი წლის შედეგებმა აჩვენა, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ზოგიერთ პაციენტში, ინტენსიურ, დაბალკალორიულ წონის კლების პროგრამას, რომელიც ხორცელდებოდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუდმივი მხარდაჭერით, შეუძლია დაავადების გადაყვანა რემისიაში. მაშინ, როდესაც აღნიშნული ნოვატორული კვლევა აგრძელებს მისი დადებითი ეფექტების ხანგძლივობაზე დაკვირვებას, მოხარული ვართ, რომ ინგლისში NHS-მა ამ კვლევის საფუძველზე შექმნა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რემისიის საპილოტე პროგრამა.“
DiRECTკვლევის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარის, პროფესორ როი ტეილორის განმარტებით: „ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯიNHS-ისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებს სრულად გამოჯანმრთელდნენ.“

სტატია ქართულ ენაზე მოამზადა ენდოკრინოლოგმა ანა კობაიძემ

წყარო: Peter Russell. NHS to Trial800-Calorie Diet Aimed at Reversing Diabetes – Medscape – Nov 30, 2018.