საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით ა.წ. 24 ნოემბერს სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება „D ვიტამინის ვორქშოპი“
აღნიშნულ შეხვედრაზე ლექციები წაიკითხა D ვიტამინისა და ოსტეოპოროზის საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტმა, ამსტერდამის საუნივერსიტეტი კლინიკის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა პოლ ლიფსმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, პაციენტების ისტორიები წარადგინეს და ლექციები წაიკითხეს ქართველმა კლინიცისტებმაც.
სამიზნე აუდიტორია იყო: ენდოკრინოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და რევმატოლოგები
ღონისძიებისთვის ასოციაციის მიერ ითარგმნა და გამოიცა Endocrine society-ის D ვიტამინის დეფიციტისა და IOM-ის D ვიტამინით და კალციუმით თერაპიის გაიდლაინები, გაიმართა ნათარგმნი გაიდლაინის პრეზენტაცია და ასევე 2010 წლიდან დღემდე გამოცემული გაიდლაინების მიმოხილვა.
ასოციაციის მიერ გამოიცა და აუდოტორიაში დარიგდა D ვიტამინისა და კალციუმის შემცველობის შესახებ პაციენტების საინფორმაციო ბუკლეტი
ღონისძიების დასრულებისას გაიცა დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატები, ასევე მადლობის სერთიფიკატები გადაეცა გაიდლაინების მთარგმნელთა და რედაქტორთა გუნდს.
ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას.