- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
ჰიპოთირეოზის T3/T4 კომბინაციით მართვის ახალი კვლევები გამართლებულია
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა რეზიდენტმა ენდოკრინოლოგმა: გვანცა მენოგნიშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: New Trials on T3/T4 Combination for Hypothyroidism ‘Justified‘
ჰიპოთირეოზის მკურნალობაში კომბინირებული თერაპიის როლის ამჟამად არსებული გაურკვევლობის ფონზე, ენდოკრინოლოგიის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს კონსესუსი, რომლის თანახმად, აუცილებელია ახალი კლინიკური კვლევების ჩატარება ამ საკამათო საკითხის ახლებურად გადახედვისა და ახალი მონაცემების შეფასებისათვის, გენეტიკით დაწყებული, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მქონე სამკურნალო ფორმულაციების ჩათვლით.
ფარისებრი ჯირკვლის ამერიკული ასოციაციის (ATA), ფარისებრი ჯირკვლის ბრიტანული ასოციაციისა და ფარისებრი ჯირკვლის ევროპული ასოციაციის (ETA) ერთობლივი კონფერენციის შემდეგ ექსერტებმა დაასკვნეს: „ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ადგილი ახალი, კარგად დაგეგმილი, შესაბამისად აღჭურვილი კლინიკური კლვევისათვის, კომბინირებული თერაპიის შესახებ.“
„უფრო მეტიც, პაციენტენმა და ექიმებმა გამოავლინეს ძლიერი ინტერესი არსებული კლინიკური პრობლემის – ფარისებრი ჯირკვლის არსებული ჰორმონოთერაპიის სტანდარტით პაციენტების დაუკმაყოფილებლობის მიმართ,“ აღნიშნეს მათ.
არსებულ კვლევებს აქვს შეზღუდვები; კომბინირებული თერაპიის გამოყენება, ამავდროულად, ეკონომიურია
მრავალი ცდა ჩატარდა ხანმოკლე მოქმედების ლიოთირონინზე (LT3), ლევოთიროქსინის (LT4) სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში. ამასთანავე, ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ არსებული კვლევების ხარვეზებისა და უპასუხო კითხვების გადაჭრა აუცილებელია, განუცხადა Medscape Medical News-ს ჟაკლინ ჯონკლასმა (Jacqueline Jonklaas), მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორმა (MD, PhD).
„არსებულ T3-ზე ახალი კვლევების მზადებისათვის საკმარისი საბაბი არსებობდა გამომდინარე იქედან, რომ კვლევები არ იყო ძლიერი და ჰქონდა სხვა პრობლემები, როგორიცაა: ნარჩენი სიმპტომების მქონე პაციენტების არჩევა, კვლევის ხანმოკლე მიმდინარეობა და T3-ის დღეში ერთხელ მიღება,“ განმარტა კონკლასმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის განყოფილების მედიცინის პროფესორმა (ვაშნგტონი).
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული მტკიცებულებებით, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა კომბინირებული თერაპიის დანიშვნის დროს.
„უშუალო დასკვნა… კლინიცისტისათვის არის ის, რომ სანამ ჩვენ არ გვექნება კომბინირებული თერაპიის აშკარა სარგებელი, საჭიროა დამატებითი სიფრთხილე, რომ არ გამოვიყენოთ ის უნივერსალურად, ასევე, ისეთი სიმპტომების შემთხვევაში, რომლებიც, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა მდგომარეობებმა,“ აღნიშნა მან.
„ასევე, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა არ გამოვიყენოთ არაფიზიოლოგიური დოზები (მაღალი დოზები), ვაწარმოოთ გვერდითი მოვლენების მონიტორინგი და შევწყვიტოთ მკურნალობა, თუ პაციენტი არ იღებს სარგებელს,“ განაცხადა მან.
წინა თოთხმეტმა კლინიკურმა კვლევამ ვერ აჩვენა კომბინირებული თერაპიის მუდმივი სარგებელი, თუმცა პაციენტები აგრძელებენ შეტყობინებას ამ მეთოდის სარგებლის შესახებ. უახლესი მტკიცებულებების განსახილველად და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად მოწვეულ იქნა ერთობლივი კონფერენცია.
შეხვედრის შედეგად, ექსპერტებმა დაადგინეს ყველაზე მნიშვნელოვანი 10 საკითხი, რაც პროდუქტიული იქნებოდა კლინიკური კვლევის წარსამართად.
დეტალები სრულად გამოქვეყნებულია Thyroid-ში, ATA-ის ოფიციალურ ჟურნალსა და ETA-ის ფარისებრი ჯირკვლის ევროპულ ჟურნალში.
გახანგრძლივებული გამოთავისუფლების T3, პაციენტების მიერ მოხსენებული შედეგები
შეთანხმებულ მთავრ თემებს შორი არის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების T3-ის პრეპარატის შეფასების საჭიროება. ამ პრეპარატმა, შესაძლოა, გადალახოს მოცირკულირე T3-ის იმ ‘ფლანგვასთან’ ასოცირებული შეშფოთება, რაც ვითარდება ორალური ტაბლეტირებული ფორმულაციის მიღებისას და რომლითაც ვერ მიიღწევა ჯანმრთელ პირებში არსებული, შედარებით, სტაბილური დონე, აღნიშნა ჯონკლასმა.
„ერთსულოვანი იყო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ როდესაც/თუ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების T3 პრეპარატი გახდება ხელისაწვდომი და გაივლის წინასწარ ტესტირებას, ჩატარებული ახალი კვლევები ნამდვილად გამართლდება,“ აღნიშნა მან.
ახლახან დაიწყო იმ ახალი პროდუქტის წინასწარი ტესტირება, რომელიც პოტენციურად უზრუნველყოფს T3-ის მუდმივ გამოყოფას, აღნიშნა ჯონკლასმა.
პაციენტების მიერ მოხსენებული შედეგები აღარებულია არსებითად მნიშვნელოვან ფაქტორად მკურნალობის ეფექტურობის სრულყოფილად შეფასებაში, ასევე, ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ამ შედეგებზე ხაზაგსმა მნიშვნელოვანი იქნება კომბინირებული თერაპიის ნებისმიერ შემდგომ კვლევაში.
„შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვანია პაციენტებისათვის, უნდა ჩაითვალოს მკურნალობის წარმატების მთავარ საზომად,“ განაცხადა ჯონკლასმა.
„ასევე, პაციენტისგან უპრატესობის მინიჭრება თერაპიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საზომია,“ თქვა მან.
ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია კვლევები ჩატარდეს იმ პაციენტებზე, რომლების ახსენებენ ნარჩენ სიმპტომებს LT4-ით მონოთერაპიის დროს.
არსებობს მტკიცეულებები, რომ გენეტიკურმა ფაქტორებმა, შესაძლოა თავისი როლი ითამაშოს ჰიპოთირეოზის მკურნალობის პასუხზე, კვლევები უნდა ჩატარდეს დეიოდინაზური ფერმენტების გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებზე, რადგას ენ ფერმენტები თამაშობს საკვანძო როლს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გააქტიურებასა და ინაქტივაციაში.
მნიშვნელოვანია ის, რომ „ყველა ამ მოსაზრების გათვალისწინება მოხდება იმის მიუხედავად, შეისწავლება ამჟამად არსებული T3, თუ ახალი გახანგრძლივებული გამოთავისუფლების T3,“ აღნიშნა ჯონკლასმა.
მიმდინარე რეკომენდაციები კომბინირებული თერაპიისათვის
ექსპერტები თანხმდებიან, რომ სანამ ასეთი კლინიკური კვლევები გვაძლევს უკეთს შედეგებს, უნდა მოხდეს LT4-ით თერაპიის ყურადღებით ოპტიმიზაცია, სანამ კლინიცისტები კომბინირებულ თერაპიას განიხილავენ.
ფაქტორები, რომლებიც გამორიცხავს კომბინირებულ თერაპიას, მოიცავს იმ სამედიცინო მდგომარეობებს, რომლებმაც შესაძლოა პაციენტი დააყენოს რისკის ქვეშ. ეს ეხება ორსულობას; ორსულებს არ უნდა ჩაუტარდეთ კომბინირებული თერაპია, ადეკვატურ T4-ზე ნაყოფის განვითარების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღნიშნა ჯონკლასმა.
„ასევე, თუ კომბინირებულ თერაპიას სარგებელი არ მოაქვს პაციენტისთვის, ის უნდა შეწყდეს, დოზის ზრდა არ უნდა მოხდეს იმ ნიშნულზე მეტად, რაც ითვლება ფიზიოლოგურად,“ დაასკვნა მან.
ჯონკლასი არ ადასტურებს შესაბამის ფინანსურ ურთიერთობებს.