წონის ხშირი ცვალებადობა დაკავშირებულია სიკვდილობის გაზრდილ რისკთან
სხეულის წონის ხშირი მატება და კლება ასოცირებულია ნაადრევი სიკვდილის გაზრდილ რისკთან; თუმცა უახლესი კვლევებით აღმოჩნდა, რომ წონის ფლუქტუაციას გააჩნია გარკვეული უპირატესობები დიაბეტის თავიდან აცილებისთვის, სიმსუქნის მქონე პირებში.
,,ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ წონის ფლუქტუაციას შუძლია ადამიაანის სიკვდილის რისკი გაზარდოს,’’ ამბობს წამყვანი ავტორი ჰაკ სი იანგი, MD, PhD, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯისა და სეულის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, ენდოკრინული საზოგადოების მიერ მოწოდებულ განცხადებაში. ,,თუმცა, ამავდროულად დავასკვენით, რომ წონის კლებას, როგორც წონის ცვალებადობის შედეგს, დიდი წვლილი აქვს სიმსუქნის მქონე ადამიანებში დიაბეტის განვითრების რისკის შემცირებაში’’.
პროსპექტული კვლევა, რომელიც ონლაინ გამოქვეყნდა 29 ნოემბერს ენდოკრინული საზოგადოების ,,კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ჟურნალში’’, მოიცავდა 3678 მონაწილეს (56% ქალები) ,,კორეული გენომისა და ეპიდემიოლოგიის კვლევაში’’, რომელთაც თვალყურს ადევნებდნენ 16 წლის განმავლობაში და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდებოდა მათი ჯანმრთელობის შესახებ რეპორტების წარდგენა.
კვლევის განმავლობაში სხეულის წონის შეფასებებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორების, კორეგირების შემდეგ, ASV-ის (მომდევნო საშუალო ცვლადი), თითო ერთეულით გაზრისას, რომელიც წარმოადგენს წონის ხშირი ფლუქტუაციის საზომს, სიკვდილობის რისკი საგრძნობლად იმატებდა ([HR] 1,46; P< .001).
თუმცა, საწყისი შედარებით დაბალი სხეულის მასის ინდექსის მქონე (სმი <25 კგ/მ2) პაციენტებში წონის ფლუქტუაცია ასოცირებული აღმოჩნდა დიაბეტის განვითარების გაზრდილ სიხშირესთან (HR 1,36; P= .003), მაშინ როდესაც უფრო მაღალი საწყისი სხეულის მასის ინდექსის (>25 კგ/მ2) მქონე პაციენტებში, ASV-ის თითო ნიშნული ასოცირებული იყო დიაბეტის განვითარების რისკის დაქვეითებასთან (HR 0,76; P= .014). ამ კვლევით კიდევ ერთხელ დასტურდება ე.წ. სიმსუქნის პარადოქსი, რომლის მიხედვითაც დოზა-დამოკიდებული კავშირი არსებობს დაბალ სხეულის მასის ინდექსსა და მაღალ სიკვდილობას შორის.
თუმცა წონის მერყეობასა და კარდიოვასკულარულ რისკებს შორის პირდაპირი ასოცაციის არსებობა არ დასტურდება.
,, სხეულის წონის ხშირ ცვალებადობის აღმოაჩნდა დადებითი ეფექტი შაქრიანი დიაბეტის განვითარების სიხშირეზე სიმსუქნის მქონე პაციენტებში, ხოლო უარყოფითი ეფექტი იყო ნანახი იმ პირებში, რომელთა სმი იყო < 25 კგ/მ2,’’ აღნიშნეს მათ.
,,შესაბამისად, სხეულის წონის ფლუქტუაცია შესაძლოა გამოსადეგი საშუალება იყოს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების წინასწარი პროგნოზირებისთვის, როგორიცაა დიაბეტი და სიკვდილობა.’’
უკანასკნელი აღმოჩენები წონის ფლუქტუაციასთან დაკავშირებით, მნშვნელოვან მტკიცებულებებს მატებს საერთო მონაცემებს, რომლებიც უკვე კორეულ პოპულაციასაც მოიცავს. ,,აღნიშნულმა კვლევამ, წინა მონაცემებს ახალი ინფორმაცია შემატა კორეული პოპულაციის შესახებ, რომელიც მანამდე ძირითადად დომინირებული იყო თეთრკანიანთა შესახებ მონაცემებით,’’ თქვეს ავტორებმა.
სხეულის წონის ფლუქტუაცია ე.წ. „იო იო ეფექტი“ ასევე საზიანოა ჯანმრთელი ადამიანებისთვის
წინა კვლევების მიხედვით მწეველობა და პრეკლინიკური დაავადების არსებობა მნიშვნელოვანი თანმხლები ფაქტორებია, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით წონის ხშირი ცვალებადობა ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული სიკვდილობის მაღალ მაჩვენებლთან არამწეველ, ჯანმრთელ ინდივიდებში (HR, 1.66; P = .001).
,,სხეულის წონის ხშირი ცვალებადობისა და გაზრდილი სიკვდილობის ურთიერთკავშირი შეინიშნა არა მხოლოდ კარდიოვასკულური რისკების მქონე მონაწილეებში, არამედ ჯანმრთელებშიც,’’ ამბობენ ავტორები.
დაახლოებით 80% პირებისა, რომლებიც ახერხებენ წონის დაკლებას, ან ისევ ინაზღაურებენ მას ან კიდევ მეტად იმატებენ, შიმშილისა და მაძღრობის ჰორმონების დისბალანსის გამო, როგორც აღწერილია ენდოკრინული საზოგადოების მიერ 2017 წელს დაბეჭდილ სამეცნიერო სტატიაში და მოწოდებულია მედსკეიპის სამედიცინო სიახლეების მიერ.
ამ ახალი მონაცემების მიხედვით წონის ფლუქტუაცია იწვევს სხეულის არაჯანსაღ მდგომარეობაში ჩაყენებას, თუმცა ზუსტი მექანიზმები არაა ბოლომდე გარკვეული, ამბობენ იანგი და კოლეგები.
,,თუმცა სხეულის წონის ფლუქტუაციის კლინიკური საფრთხეების პათოფიზიოლოგიური მექანიზმები ჯერჯერობით არაა ბოლომდე ცნობილი, შესაძლოა ენერგიის ხარჯვის დარღვევები და ნეიროენდოკრინული სიგნალები თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს,’’ აღნიშნავენ ისინი.
მედსქეიფის სამედიცინო სიახლეების მიერ ამ წელს მოწოდებული კვლევის შედეგების მიხედვით – ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირებისათვის, წონის ფლუქტუაცია დაკავშირებულია კარდიოვასკულური მოვლენების გაზრდილ რისკთან, როგორიცაა ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი და სიკვდილი, სტაბილური წონის მქონე პაციენტებთან შედარებით.
კვლევამ მიიღო მხარდაჭერა კვლევითი პროგრამიდან, რომელიც დაფინანსებული იყო დაავადების კონტროლისა და პრევენციის კორეული ცენტრების მიერ.
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტმა ნუკა ჭელიძემ
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
წყარო: Body Weight Swings Linked to Increased Mortality Risk – Medscape – Dec 05, 2018.