• საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
  • info@gaem.ge
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არაკომერციულ ორგანიზაციას

რეგისტრაცია

ასოციაციის როგორც სტანდარტული, ისე პარტნიორი წევრობისათვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია

    არსებობს შემდეგი სახის წევრობა:

  • სტანდარტული წევრობა

  • პარტნიორი წევრობა

  • საპატიო წევრობა

    ასოციაციის როგორც სტანდარტული, ისე პარტნიორი წევრი შეიძლება გახდეს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი პირი:

  • ექიმი ენდოკრინოლოგი

  • ნებისმიერი სხვა სპეციალობის  ექიმი

  • სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი

  • რეზიდენტი

  • ექთანი

სტანდარტული წევრობის უპირატესობები

  • ენდოკრინოლოგიის სფეროში არსებული სიახლეების ავტომატური გამოწერა ყოველთვიურად მეილზე
  • ასოციაციის საქმიანობისთვის თვალის დევნების შესაძლებლობა
  • ასოციაციის მიერ გამოცემულ გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან პირდაპირი წვდომა
  • ასოციაციის მიერ გამოცემულ პაციენტების საინფორმაციო ბუკლეტებთან პირდაპირი წვდომა
  • ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძებების შესახებ ინფორმირებულობა

პარტნიორული წევრობის უპირატესობები

  • სტანდარტულ წევრობის უპირატესობებთან ერთად პარნიორი წევრებს შეუძლიათ უშუალოდ ჩაერთონ ასოციაციის საქმიანობაში, მაგ., სამედიცინო ლიტერატურის თარგმნასა და რედაქტირებაში, ღონისძიებების ორგანიზებაში და ა.შ.
  • ასოციაციასთან შეთანხმებით პარტნიორ წევრებს შეუძლიათ განახორციელონ საკუთარი იდეები ასოციაციის ფარგლებში
  • ასოციაციის პარნიორ წევრებს გარანტირებული აქვთ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და ფასიანი ღონისძიებების შემთხვევაში ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით

ასოციაციაში გაწევრიანება, ამ ეტაპზე, უფასოა

ასოციაცია საპატიო წევრად ირჩევს და, შესაბამისად, საპატიო წევრობის მოწმობას გადასცემს იმ ექიმსა და/ან მეცნიერს, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის განვითარებაში

რეგისტრაცია

ასოციაციის როგორც სტანდარტული, ისე პარტნიორი წევრობისათვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია

© Copyright 2018 - gaem.ge