შაქრის შემცვლელები იწვევენ სისხლში შაქრის ზრდას ნაწლავის ბაქტერიებზე ზემოქმედების გზით
ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაცია (EASD), 54-ე წლიური კონგრესი; 5 ოქტომბერი, 2018; ბერლინი, გერმანია. აბსტრაქტი #241 PDF
დაბალკალორიული დამატკბობლები ე.წ. შაქრის შემცველელები, როგორც ჩანს, არღვევს გლუკოზის ათვისებასა და კონტროლს ნაწლავის მიკრობიომის დარღვევის გზით – ავსტრალიელმა მკვლევარებმა პირველად წარმოადგინეს შედეგები, რომლის მიხედვითაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ხელოვნური დამატკბობლები შესაძლოა ცვლიდეს შაქრის დამწევი მედიკამენტების მოქმედებას.
ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის (EASD) 2018 წლის კონგრესზე წარმოდგენილ ჯანმრთელ ინდივიდებზე ჩატარებულ კვლევაში, რიჩარდ ლ. იანგმა, PhD, ნაწლავური ნუტრიენტების შემსწავლელი ჯგუფის უფროსმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ დაბალკალორიული დამატკბობლები ცვლის ნაწლავის ეკოსისტემას პათოგენური ბაქტერიების სასარგებლოდ, პლაცებოსთან შედარებით.
მეცნიერმა იუნგმა თქვა, რომ „2 კვირის განმავლობაში დამატკბობლების დამატება ზრდის გლუკოზის შეწოვასა და გლუკოზის მიმართ გლიკემიურ პასუხს და ამცირებს გლუკოზით განპირობებული ინკრეტინის, გლუკაგონის–მსგავსი პეპტიდი 1 (GLP-1), გამოთავისუფლებას.“ მან დაამატა, „იმედი მაქვს, დაგარწმუნეთ, რომ დამატკბობლები ცვლის ნაწლავის მიკრობიომსა და მის ფუნქციურ თვისებებს.“
Medscape Medical News –ის კითხვას, თუ არის შესაძლებელი დაბალკალორიულ ხელოვნურ დამატკბობლებს ჰქონდეს გავლენა დიაბეტის მედიკამენტების ეფექტურობაზე, მან უპასუხა, რომ „ეს სრულიად შესაძლებელია.“
მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პოსტერები აჩვენებს, რომ „ზოგიერთი GLP-1–ის რეცეპტორის აგონისტის გარკვეული ეფექტი ნამდვილად განპირობებულია მიკრობიომში ცვლილებებით, რაც არის ახლადაღმოჩენილი ფენომენი.“ აქვე დაამატა: „მე ვფიქრობ, მიკრობიომი კლინიცისტების მიერ ხშირად არ არის განხილული როგორც მექანიზმის გაანალიზების პირველი გზა.“
სესიის ერთ–ერთმა თავმჯდომარემ, ელენ ე. ბლააკმა, PhD, ცხიმის მეტაბოლიზმის ფიზიოლოგიის პროფესორმა, ნუტრიციოლოგიისა და ტრანსლაციური კვლევის სკოლიდან NUTRIM, მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ჰოლანდია, თქვა, რომ „შედეგები არის საინტერესო.“ მან აღნიშნა, რომ მოხარული იქნება იხილოს უფრო ხანგრძლივი დაკვირვების მონაცემები; თუმცა, დაამატა, რომ მნიშვნელოვანია საკითხი, თუ რა გამოიყენება პლაცებოს სახით ასეთ კვლევებში. „პლაცებოდ იღებთ დამატკბობლების შემცველ გამაგრილებელ სასმელებს?“ იკითხა მან. „მაშინ შედეგები იქნება განსხვავებული.“
ბლააკმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საჭიროა იყოს ბალანსი ხელონუვური დამატკბობლების გარკვეული რაოდენობით გამოყენების სასარგებლო ეფექტებსა, “რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ცხოვრების სტილის შეცვლას,“ რამდენადაც შეიძლება ხელი შეუწყოს წონის კონტროლს, და მათი ჭარბი მიღების შედეგად განვითარებულ პოტენციურ არასასურველ მოვლენებს შორის. „ამიტომ, ვფიქრობ, აქ არის ორი მხარე.“
კვლევამ თაგვებში აჩვენა, რომ დამატკბობლები არღვევს ნაწლავის მიკრობიომს
იანგმა თავისი მოხსენების დასაწყისში აღნიშნა, რომ „დამატკბობლების უმეტესობა არის ახალი შემოსული კვების ჯაჭვში და დაბალკალორიულ დამატკბობლად გამოსაყენებელი ხელმისაწვდომი პროდუქტების რიცხვი სწრაფად მატულობს.“ თუმცა, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით დაბალკალორიული დამატკბობლების მიღება ასოცირებული იყო გლიკემიის ცუდ კონტროლთან და მათი შემცველი გამაგრილებელი სასმელების მიღების მატებასთან ერთად იზრდება გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) დონეც.
Medscape Medical News–ის მიხედვით, გასული წლის შეხვედრაზე, იანგმა და მისმა გუნდმა აჩვენა, რომ დამატკბობლები, პლაცებოსთან შედარებით, ასოცირდებოდა 3–O–მეთილ–გლუკოზის შეწოვის 20%–ით, ხოლო პლაზმური გლუკოზის 24%–ის ზრდასთან (P <0.05 ორივესთვის) ჯანმრთელ ინდივიდებში. დაბალკალორიული დამატკბობლები, ასევე, ასოცირდებოდა GLP-1–ის დონის 34%–ით შემცირებასთან, პლაცებოსთან შედარებით (P <0.05).
თაგვებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალკალორიული დამატკბობლების დანამატებს შეუძლია გამოიწვიოს როგორც ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებები, ისე მიკრობული ნახშირწყლებთან დაკავშირებული მეტაბოლური გზების დარღვევა და ფეკალური მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების პროდუქციას ზრდა, თქვა იანგმა.
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებში ჩატარებული კვლევების უმეტესობა იყო შეზღუდული ხანგრძლივობის და არცერთი მათგანი არ აფასებდა გლუკოზის აბსორბციას, ამჟამინდელი ანალიზისთვის, იანგის თქმით, მისმა გუნდმა რანდომულად შეარჩია 40 არადიაბეტიანი ინდივიდი, ვისაც მიეცა 92 მგ სუკრალოზისა და 52 მგ კალიუმის აცესულფამის (რაც შეესაბამება დაახლოებით 1,2 ლ ტკბილ გამაგრილებელ სასმელს დღეში) შემცველი დაბალკალორიული დამატკბობელი ტაბლეტები, ან პლაცებო.
მონაწილეები იღებდნენ ტაბლეტებს 3–ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში, სტანდარტიზებულ საღამოს საკვებთან ერთად. სრული მონაცემები ხელმისაწვდომი იყო 16 პაციენტისთვის პლაცებოს ჯგუფში და 17 პაციენტისთვის დაბალკალორიული დამატკბობლების ჯგუფში. ორივე ჯგუფში იყვნენ მსგავსი პაციენტები, საწყისი და კლინიკური მახასიათებლებით.
დამატკბობლები ამცირებს „კარგ“ ბაქტერიებს, ზრდის „ცუდ“ ბაქტერიებს
მონაწილეების ნაწლავის მიკრობიომი შეფასდა განავლის ანალიზით, რომელიც შეგროვდა კვლევის დაწყებამდე და 2–კვირიანი მკურნალობის პერიოდის შემდეგ. მიზანი იყო, განსაზღვრულიყო, იწვევს თუ არა დაბალკალორიული დამატკბობლები ადამიანის ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებას ისე, რომ წარმოადგენდეს გლიკემიური ცვლილებების პრედიქტორს. იანგმა ახსნა, „ჩვენ დავინახეთ რამდენიმე განსხვავებული სახეობის გამრავლენა… იდეაში, ჩვენ ვნახეთ ჯანმრთელობასთან ასოცირებული ბაქტერიების კარგვა.“
აღინიშნებოდა როგორც Eubacterium cylindroides–ის დონის დაქვეითება, ისე სასარგებლო და ფერმენტაციის გამომწვევი Bifidobacterium–ის, Lactobacillus–ისა და Bacteroides–ის პოპულაციები, რაც კავშირშია გაზრდილ გლუკოზის შეწოვასთან (P ≤0.001, ყველასთვის). ასევე, აღინიშნებოდა Butyrivibrio–ის პოპულაციების რაოდენობის შემცირება, რაც კავშირშია GLP-1–ის გამოთავისუფლების შემცირებასთან (P ≤0.001).
„ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვნახეთ ისეთი ნაწლავური პათოგენების რიცხვის გაზრდა, რომლებიც ნორმალურ პირობებში მცირე რაოდენობითაა ან საერთოდ არ არის,“ თქვა იანგმა. უფრო კონრეტულად, გაიზარდა 11 ოპორტუნისტული ნაწლავის პათოგენის რაოდენობა, Klebsiella–ის, Porphyromonas–ისა და Finegoldia–ის ჩათვლით (P ≤0.001 ყველასთვის).
„ჯანმრთელ, არადიაბეტიან ინდივიდებში, დაბალკალორიული დამატკბობლების დანამატების მიღება მხოლოდ 2 კვირით საკმარისი იყო ნაწლავში ისეთი ბაქტერიების გამრავლებისთვის, რაც ჯანრთელ ინდივიდებში არ არის,“ ჯგუფმა დაასკვნა.
ფერმენტაციის გამომწვევი ბაქტერიული პოპულაციის შემცირება და ბაქტერიების მიერ ენერგიის წარმოქმნისთვის არსებულ გზებში ცვლილებები „იყო ორგანიზმის მიერ გლუკოზის რეგულაციის გაუარესების პრედიქტორები“, მათ დაამატეს. „ჩვენ შედეგები ადასტურებს კონცეფციას, რომ ამგვარი დამატკბობლები აუარესებს გლუკოზის კონტროლს ჯანმრთელ ინდივიდებში როგორც გლუკოზის ათვისებისა და გამოყენების რეგულაციის დარღვევის გზით, ისე ნაწლავური ბაქტერიების ბალანსის შეცვლით. აღნიშნული ხაზს უსვამს დიეტური დაბალკალორიული დამატკბობლების სისხლში გლუკოზის კონტროლზე გავლენის აქტუალობას კლინიკურ პრაქტიკაში.“
იანგმა თქვა, რომ ის და მისი კოლეგები გამოცდიან დაბალკალორიულ დამატკბობლებსა და მიკრობიომისა და გლიკემიურ ცვლილებებს შორის ასოციაციის ბუნებას „ჯანმრთელ და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ინდივიდებზე (ამგვარი პროდუქტების განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლები) ჩატარებული დაკვირვებების საფუძველზე.“
ეს კვლევა დაფინანსებული იყო ავსტრალიის ეროვნული ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევის საბჭოს მიერ. ავტორები უარყოფენ ფინანსურ კავშირებს.
სტატია ქართულ ენაზე მოამზადა ენდოკრინოლოგმა მერი დავითაძემ
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
წყარო: Sweeteners Disrupt Blood Glucose Via Effects on Gut Bacteria – Medscape – Oct 09, 2018.