ფიზიკური აქტივობის განახლებული რეკომენდაციები ტიპი 2 დიაბეტის დროს

ფიზიკური აქტივობის განახლებული რეკომენდაციები ტიპი 2 დიაბეტის დროს

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ინგა აფხაზავა
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Update on Advice for Physical Activity in Type 2 Diabetes

სპორტული მედიცინის ამერიკულმა კოლეჯმა (ACSM) შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მქონე პაციენტებისთვის გამოსცა ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობის ახალი რეკომენდაციები, რომელიც წარმოადენს ACSM-ისა და ამერიკის დიაბეტის ასოციაციის 2010 წლის პოზიციის ერთობლივი განცხადების განახლებას.

გაიდლაინი გამოქვეყნებულია Medicine & Science in Sports & Exercise-ის თებერვლის გამოცემაში.

„კონსენსუსის ეს განცხადება წარმოადგენს მიმდინარე მტკიცებულებების მოკლე შეჯამებას, რომელშიც გაფართოებული და განახლებულია წინა რეკომენდაციები,“ განმარტეს ავტორებმა.

გასული ათწლეულის განმავლობაში ჩატარდა „საკმაოდ დიდი რაოდენობით“ კვლევა ვარჯიშთან მიმართებაში ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, დასძინეს მათ, ხოლო დიაბეტის პრევალენტობა სტაბილურად გაიზარდა.

განახლებული რეკომენდაციები „გაფართოვება მოიცავს ფიზიკურ აქტივობას – ადამიანის მოძრაობის უფრო ფართო ყოვლისმომცველი განმარტება, ვიდრე დაგეგმილი ვარჯიში – და  მჯდომარე დროის შემცირებას,“ აღნიშნავენ ავტორები.

 „უახლესი გაიდლაინები გამოიყენება დიაბეტით დაავადებულთა უმეტესობისთვის, ახალგაზრდების ჩათვლით, რამდენიმე გამონაკლისისა და ცვლილების გარდა,“ განაცხადა ACSM-ის პრესრელიზში ფილოსოფიის დოქტორმა და წამყვანმა ავტორმა ჯილ ა. კანალიმ (Jill A. Kanaley).

მთავარი არის ის, რომ „ყველა ადამიანი [ტიპი 2 დიაბეტით], უნდა ჩაერთოს რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში, შეამციროს მჯდომარე დრო და არააქტიურ პერიოდი დატვირთოს ხშირი აქტივობის ეპიზოდებით,“ განაცხადა კანალიმ, მისურის უნივერსიტეტის კვებისა და ვარჯიშის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა (კოლუმბია).

„ვარჯიშს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ტიპი 2 დიაბეტის მართვაში, ხოლო ვარჯიშები შეიძლება შეიცვალოს ადამიანების შესაძლებლობის შესაბამისად,“ ხაზგასმით აღნიშნა მან.

„წონის დაკლების მსურველმა შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მქონე პაციენტებმა უნდა განიხილონ ზომიერი აქტივობის ვარჯიშები 4-5-ჯერ კვირაში,“ დასძინა მან.

ექვსი ძირითადი რჩევა ფიზიკური აქტივობის შესახებ ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზრდასრულებისთვის

კონსენსუსის განცხადება იძლევა 6 ძირითად რჩევას ფიზიკური აქტივობის შესახებ ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზრდასრულებისთვის. ესენია:

  • რეგულარული აერობული ვარჯიში აუმჯობესებს გლიკემიის მართვას; მეტა-ანალიზით გამოვლინდა ნაკლები ყოველდღიური ჰიპერგლიკემიური ეპიზოდები და A1c-ის შემცირება 0.5-0.7% ით.
  • გლიკემიის მართვისა და ინსულინის დონის შემცირებისათვის უმჯობესია მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის უსაფრთხოდ შესრულება, ვიდრე დაბალი და ზომიერი ინტენსივობის ვარჯიში. მაღალი ინტენსივობის ვარჯიში, როგორც წესი, იწვევს ძვლის მინერალური სიმკვრივის, არტერიული წნევის, ლიპიდური პროფილის, ჩონჩხის კუნთების მასისა და ინსულინისადმი მგრძნობელობის გაუმჯობესებას 10-დან 15 პროცენტამდე.
  • კვების შემდეგ ვარჯიში, როგორიცაა სადილის შემდეგ გასეირნება ჩვეული ტემპით, გამოირჩევა სისხლში გლიკემიის სტაბილიზაციით.
  • მჯდომარე დროის შემცირება ფიზიკური აქტივობის მცირე „დოზებით“ წყვეტებით, რამაც შესაძლოა მსუბუქად შეამციროს კვების შემდგომი გლუკოზისა და ინსულინის დონეები, განსაკუთრებით, ინსულინრეზისტენტობის და მაღალი სხეულის მასის ინდექსის მქონე ადამიანებში.
  • ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით ადამიანებმა, რომლებიც იღებენ ინსულინს, ან ინსულინის სეკრეციის მასტიმულირებელ აგენტებს, უნდა გაზარდონ ნახშირწყლების მიღება, ან შეამცირონ ინსულინის დოზა, თუ ეს შესაძლებელია.
  • ადამიანები, რომლებიც იღებენ ბეტა-ბლოკერებს ვარჯიშის ინტენსივობის გასაზომად არ უნდა იხელმძღვანელონ გულის მონიტორის მონაცემებით. ვარჯიშის შეგრძნებაზე თვალყურის სადევნებლად, მათ შეუძლიათ სიმძლავრის გამოყენების შესახებ რჩევა ჰკითხონ სერტიფიცირებულ პროფესიონალს.

სხვა რეკომენდაციები

კონსენსუსის განცხადება ასევე აჯამებს სიფრთხილის ზომებს, რომლებიც უნდა მიიღონ ადამიანებმა ტიპი 2 დიაბეტის გართულებებით (როგორიცაა ნეიროპათია, რეტინოპათია, ნეფროპათია და ჰიპერტენზია).

მოქნილობისთვის განკუთვნილი დაბალი ინტენსივობის ვარჯიშები დაეხმარება მჯდომარე ცხოვრების ტიპის ადამიანებს ფიზიკურ აქტივობებში გათვითცნობიერებაში, წერს კონსესუსის ჯგუფი. ბალანსის ვარჯიშები შეიძლება სასარგებლო იყოს ხანდაზმულთათვის.

წონის კლებამ 5%-ზე მეტად შესაძლოა დადებითად იმოქმედოს A1c-ის, ლიპიდებისა და არტერიული წნევის დონეზე. კვირაში 4-5-მდე ზომიერმა ვარჯიშმა შეიძლება შეამციროს ვისცერული ცხიმი.

ტიპი 2 დიაბეტის მქონე ახალგაზრდებში ჩატარებული კვლევების თანახმად, გლიკემიის მართვისათვის აქტიურ ფიზიკურ ცხოვრების წესთან ერთად მეტფორმინის გამოყენების სარგებელი არ აღემატებოდა მხოლოდ მეტფორმინით მიღებულ შედეგებს. ფიზიკური აქტივობის მიზნები ერთი და იგივეა როგორც დიაბეტის მქონე, ისე მის არმქონე ახალგაზრდებისთვის.

შაქრიანი დიაბეტის მქონე ორსულებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშებში, მინიმუმ, 20-დან 30 წუთამდე, კვირის უმეტეს დღეებში.

ვარჯიშის პროგრამაში მონაწილეობამ ბარიატრიულ ოპერაციამდე და მის შემდეგ შესაძლოა გაამყაროს ქირურგიული მკურნალობის შედეგები.

კანალიმ განაცხადა, რომ მიიღო გრანტი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტიდან. დანარჩენი ავტორების ფინანსური ინტერესები მოცემულია სტატიაში.