
ჰიპოპარათირეოზი ფარისებრზე ოპერაციის შემდგომი ჰიპოკალცემიისა და კუნთების მტკივნეული კრამპების მთავარი მიზეზია
რა არის ჰიპოპარათირეოზი? – ჰიპოპარათირეოზი ეწოდება ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებას. პარათირეოიდული ან ფარისებრახლო ოთხი მცირე ზომის ჯირკვალი მდებარეობს ფარისებრი ჯირკვლის უკან. ეს ჯირკვლები გამოიმუშავებენ პარათირეოიდულ ჰორმონს (PTH), რომელიც აკონტროლებს სისხლში კალციუმის დონეს. ჰიპოპარათირეოზის დრო ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ფარისებრახლო ჰორმონს. ამის გამო სისხლში კალციუმის დონე მკვეთრად ქვეითდება. კისერზე (ფარისებრ ან ფარისებრ ახლო ჯირკვლებზე) ჩატარებული
