- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
რამდენად უსაფრთხოა ბისფოსფონატებისგან შესვენება ოსტეოპოროზის დროს?
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა რევმატოლოგმა: რუსუდან ბიბილაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: How Safe Is a Drug Holiday From Bisphosphonates for Osteoporosis?
მკვლევარებმა აღმოაჩინეს თეძოს მოტეხილობის მცირედ მომატებული რისკი პაციენტებში ბისფოსტონატ რიზედრონატით ხანგრძლივი მკურნალობის (≥3 წელი) შემდგომ ორწლიანი „წამლისგან შესვენების“ შემდეგ, ალენდრონატის მომხმარებელ პაციენტებთან შედარებით.
ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ბისფოსფონატებით თერაპიის დროებით შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ ბარძაყის ყელის მოტეხილობის რისკი თანაბარია ზემოთ ხსენებული ორივე ბისფოსფონატის შემთხვევაში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რიზედრონატით ნამკურნალები პაციენტების ხელახალი შეფასება უნდა მოხდეს მედიკამენტის დროებით შეწყვეტიდან 2 წლამდე ვადაში.
ონტარიოში (კანადა) ჩატარებული ხანდაზმული პაციენტების მიკერძოების გათვალისწინების კოჰორტული კვლევის შედეგები მოხსენებულ იქნა ამერიკის ძვლისა და მინერალების კვლევის საზოგადოების (ASBRR) მიერ წინა შემოდგომაზე ჩატარებულ ყოველწლიურ შეხვედრაზე.
ფარმაციის დოქტორის, ბრაუნის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (როდეს კუნძული) ფილოსოფიის დოქტორის კალინ ნ. ჰეიესის (Kaleen N. Hayes) ხელმძღვანელობით ჩატარებული სრული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ონლაინ Annals of Internal Medicine-ში 10 იანვარს.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული შედეგები არ მიუთითებს ალენდრონატით თერაპიის უპირატესობაზე, რიზედრონატთან შედარებით,“ ყურადღებას ამახვილებენ მკვლევარები, რამდენადაც სხვადასხვა კვლევით ნანახი იქნება მოტეხილობის თანაბარი რისკი სხვადასხვა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ორივე მედიკამენტს.
„ალენდრონატით, ან რიზედრონატით [ორი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ბისფოსფონატი] თერაპიის დაწყებაზე გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი,“ აღნიშნავენ ისინი და დასძენენ, რომ პაციენტებმა შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ რიზედრონატს, ვინაიდან ის ხელმისაწვდომია როგორც თვეში ერთხელ მისაღები დოზით, ასევე, კვირაში ერთხელ მისაღები გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმულით, რომელიც გამოყენებისას არ საჭიროებს უზმოდ ყოფნას.
„წამლისგან შესვენების,“ დაახლოებით, 2 წლის ფონზე, ჩვენ აღმოვაჩინეთ მცირე განსხვავება ბარძაყის ყელის მოტეხილობასთან რიზედრონატისა და ალენდრონატის თერაპიების დროებით შეწყვეტის კავშირებს შორის,“ შეაჯამეს ჰეიესმა და კოლეგებმა.
სამზე მეტი წლის განმავლობაში რიზედრონატისგან „შესვენება“ დაკავშირებული იყო ბარძაყის ყელის მოტეხილობის 18%-იან ფარდობით და 0.6%-იან აბსოლუტურ ზრდასთან, ალენდრონატისგან „შესვენებასთან“ შედარებით.
„წამლისგან შესვენებასთან დაკავშირებით კლინიკური გადაწყვეტილების მიღებაზე მეტი ინფორმაციისთვის, მომავალ კვლევებით უნდა მოხდეს ოსტეოპოროზის თერაპიის დაწყებისა და განახლების დროის განსაზღვრა, მკურნალობის საწყისი ხანგრძლივობისა და ტიპის, პაციენტის მახასიათებლებსა და ბარძაყის ყელის მოტეხილობის ფარდობითი რისკის [ბარძაყის ძვლის ატიპიურ მოტეხილობის საწინააღმდეგოდ] საფუძველზე,“ შეაჯამეს მათ.
ბარძაყის ყელის მოტეხილობის რისკი რიზედრონატისგან vs ალენდრონატისგან შესვენების დროს
ბისფოსფონატების ხანგრძლივად მიღება დაკავშირებულია ქვედა ყბის ოსტეონეკროზის, ან ბარძაყის ძვლის ატიპიურ მოტეხილობის იშვიათ რისკთან. ამავდროულად, ბისფოსფონატების თერაპიული ეფექტი გრძელდება მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგაც.
ალენდრონატის Fracture Intervention Trial Long-Term Extension (FLEX) კვლევაზე დაფუძნებული გაიდლაინების მიხედვით, მოტეხილობის დაბალი რისკის მქონე პაციენტებისთვის „წამლისგან შესვენება“ რეკომენდებულია ბისფოსფონატებით მკურნალობის დაწყებიდან 3-5 წელიწადში, ხოლო განმეორებითი შეფასება უნდა მოხდეს 2-დან 3 წლის შემდეგ. თუმცა რიზედრონატი ხასიათდება უფრო ხანმოკლე ნახევრად-დაშლის პერიოდით, ამგვარად, უზრუნველყოფს უფრო ხანმოკლე დაცვას მოტეხილობისგან.
ონტარიოს ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებით ჰეიესმა და თანამოაზრეებმა მოახდინეს 65 წელზე ახალგაზრდა 60.000 პაციენტის იდენტიფიცირება, რომლებიც, სულ მცირე, 3 წლის განმავლობაში იღებდნენ ალენდრონატს, ან რიზედრონატს და ანამნეზში აღენიშნებოდათ „წამლისგან შესვენების“ სამწლიანი ეპიზოდი, 2000 და 2020 წლებს შორის.
მათ გამორიცხეს პაციენტები მოტეხილობით, ან ისინი, რომელებმაც მედიკამენტის დროებით შეწყვეტიდან 120 დღის განმავლობაში მიმართეს მოხუცთა თავშესაფარს, ასევე ის პაციენტები, რომლებმაც ბისფოსფონატების მიღება შესაძლოა შეწყვიტეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და არა წამლისგან შესვენების მიზნით.
პაციენტების, დაახლოებით, ნახევარი (55%) იღებდა რიზედრონატს, ხოლო 45% იღებდა ალენდრონატს.
მიკერძოების ქულების გამოყენებით, მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს რიზედრონატის მომხმარებელი 25.077 პაციენტი, იმავე რაოდენობის ალენდრონატის მომხმარებელ პაციენტთან.
პაციენტების უმრავლესობას წარმოადგენდნენ თეთრი რასის ქალები (82%).
პაციენტებმა მედიკამენტის დროებით მიღების შეწყვეტა დაიწყეს, საშუალოდ, 81 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც ბისფოსფონატებს იღებდნენ, საშუალოდ, 5.9 წლის განმავლობაში.
წამლისგან სამწლიანი შესვენების განმავლობაში ბარძაყის ყელის მოტეხილობა დაფიქსირდა 50.154-დან 915 პაციენტში.
აღნიშნული წარმოადგენდა წლის განმავლობაში ბარძაყის ყელის მოტეხილობის 12.4 შემთხვევის ექვივალენტს ყოველ 1.000 პაციენტზე, რიზედრონატისგან შესვენების შემთხვევაში, და დროის იმავე მონაკვეთში ბარძაყის ყელის მოტეხილობის 10.6 შემთხვევის ექვივალენტს ყოველ 1.000 პაციენტზე, ალენდრონატისგან შესვენების შემთხვევაში (საფრთხის კოეფიციენტი [HR], 1.18).
ალენდრონატისგან შესვენებასთან შედარებით, რიზედრონატისგან შესვენების შემთხვევაში, ბარძაყის ყელის მოტეხილობის რისკი არ იყო მნიშვნელოვნად მაღალი 1 წლის (HR 1.03), ან 2 წლის განმავლობაში (HR 1.14).
თუმცა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობის რისკმა მნიშნელოვნად იმატა წამლისგან შესვენების 2-დან 3 წლამდე პერიოდში რიზედრონატის შემთხვევაში, ალენდრონატით თერაპიის დროებით შეწყვეტის საწინააღმდეგოდ (HR, 1.34).
რიზედრონატის დროებით მიღების შეწყვეტის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში, ალენდრონატისგან შესვენებასთან შედარებით, ოსტეოპოროზული მოტეხილობის ჯამურ რისკში მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა (მათ შორის ბარძაყის ყელის, მალების, მენჯის, ნეკნების, წინამხრის ჩათვლით) (HR, 1.07).
კვლევას მხარს უჭერდნენ კანადის ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტი და კლინიკური შეფასების მეცნიერთა ინსტიტუტი (CIHR). ჰეიესმა მხარდაჭერა მიიღო CIHR-ის სადოქტორო კვლევის პრემიით. ავტორებმა უარყვეს რელევანტური ფინანსური ურთიერთობების არსებობა.