პროფესორი პიტერ ლანსბერგი

პროფესორი პიტერ ლანსბერგი

პროფესორი პიტერ ლანსბერგი, ლიპიდოლოგი
ჰოლანდიური ლიპიდების კლინიკების ქსელის (Dutch Lipid Clinic Network) დამფუძნებელი ინოვატორი და საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი ლიპიდოლოგიაში
გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორი
ამსტერდამი, ნიდერლანდები


საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია და მისი ვებ გვერდი ასახავს მნიშვნელოვან ეროვნულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ენდოკრინოლოგიის განვითარებას.  საქართველოს ენდოკრინოლოგებს უკვე აქვთ კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და ღირებული კლინიკური ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელოვანი პლატფორმა.
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ძალისხმევით საქართველოში ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო გაიდლაინები ქართულ ენაზე, ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობები, რაც განაპირობებს ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადების დონის ამაღლებას.
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია წარმოადგენს ბრწყინვალე მაგალითს იმისა, თუ რამხელა ცვლილებების განხორციელება შეუძლია მონდომებულ ენდოკრინოლოგთა მცირე გუნდს დროის შედარებით მცირე მონაკვეთში და შეზღუდული ბიუჯეტით. ვთვლი, რომ საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციცია უნდა იყოს მაგალითი მეზობელი ქვეყნებისთვის, რომ მიბაძონ მსგავს ინიციატივებს. მე მივესალმები ამ ქართულ ინიციატივას, რომელიც დაიწყო და გრძელდება ექიმ ნათია ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით და ხორციელდება მისი მონდომებული ენდოკრინოლოგების მცირე გუნდით და ვუსურვებ დიდ წარმატებებს!