პაციენტები, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, უნდა შემოწმდნენ B12 ვიტამინის დეფიციტზე
ბრიტანელმა მკვლევარებმა, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ პაციენტთა უმეტესობა არ იყო გამოკვლეული და ათიდან ერთს აღენიშნებოდა B12 ვიტამინის დეფიციტი, გამოთქვეს აზრი, რომ დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, რეგულარულად უნდა მოხდეს B12 ვიტამინის დონის შემოწმება, პერიფერიული ნერვების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით.
მეტფორმინი არის ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ პირველი რიგის მედიკამენტი, ის ასოცირებულია B12 ვიტამინის დეფიციტს რაც თავის მხრივ ზრდის პერიფერიული ნეიროპათიის განვითარების რისკს.
არც ისე კარგად ცნობილი გვერდითი ეფექტი
2018 წლის გლაზგოში ჩატარებულ ენდოკრინოლოგიის საზოგადოების BES კონფერენციაზე, მკვლევარებმა წარადგინეს 150-ზე მეტ ქალზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ამ ქალების 64% არ იყო შემოწმებული B12 ვიტამინის დეფიციტზე. მეტიც, პაციენტების თითქმის 10%-ს აღმოაჩნდა B12 ვიტამინის დეფიციტი და აქედან მხოლოდ 6% იტარებდა მკურნალობას.
ექიმი ქაენთ მულა, ნოთინგემის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან, რომელიც უძღვებოდა კვლევას, ბრიტანეთის მედსქეიფის ახალ ამბებში აღნიშნავს, რომ B12 ვიტამინის შემოწმება არ ხდება ფართოდ, რადგან “ის არ არის კარგად ცნობილი გვერდითი ეფექტი“.
მისი აზრით „მხოლოდ ენდორკინოლოგებმა იციან ამის შესახებ“. ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ დიაბეტის მქონე პაციენტს განუვითარდა ნერვის დაზიანება ამას უკავშირებენ დიაბეტის არსებობას.
ამჟამად, არ არსებობს ოფიციალური გაიდლაინები B12 ვიტამინის დონის სკრინინგისთვის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, თუმცა ბრიტანეთის ჰემატოლოგიის ასოციაცია რეკომედაციას უწევს B12 ვიტამინის დონის შემოწმებას, დეფიციტზე ძლიერი კლინიკური ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
B12 ვიტამინის დამატებითი შემოწმება
ექიმ მულას სურს, რომ დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ მეტფორმინს ხშირად შემოწმდნენ B12 ვიტამინის დეფიციტზე და ეს შეტანილი იყოს გაიდლაინებში.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ დეფიციტის მკურნალობა ხდება ადეკვატურად რათა თავიდან ავიცილოთ ნერვის შეუქცევადი დაზიანება“ – მან კომენტარი გააკეთა ახალ ამბებში.
ამით ხაზი გაუსვა, რომ „მეტფორმინი არის საუკეთესო სამკურნალო საშუალება ტიპი 2 დიაბეტისთვის და კვლევის შედეგების გამო პაციენტებმა არ უნდა თქვან უარი მის მიღებაზე, არამედ ექიმებმა უნდა გაუწიონ მონიტორინგი B12 ვიტამინის დონის შემოწმებას უფრო რუტინულად, რათა ნებისმიერი დეფიციტის მკურნალობა მოხდეს დროულად.
ექიმ მულას სურს, რომ პაციენტებს ჩაუტარდეთ კვლევა B12 ვიტამინ-ზე მეტფორმინის მკურნალობის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ.
მან უამბო ბრიტანეთის მედსქეიფის ახალ ამბებს, რომ კონფერენციაზე კვლევის რამდენიმე მიმართულებამ აჩვენა, რომ თუ პაციენტს აქვს B12 ვიტამინის დეფიციტი დიაბეტის განვითარებამდე ეს გავლენას ახდენს ცხიმოვან ქსოვილზე და ზრდის ინსულინის რეზისტენტობის განვითარების რისკს.
ამის შემდეგ მან დაამატა: “თუ ჩვენ დავუნიშნავთ მათ მეტფორმინს და ეს გააუარესებს B12 ვიტამინის დეფიციტს, ამით ჩვენ ვერ მოვიგებთ“.
კვლევის დეტალები
კვლევის პირველ ნაწილში, მკვლევარებმა შექმნეს ნოტინგემის ერთ-ერთ ოჯახის ექიმთან დარეგისტრირებული პაციენტების მონაცემების მიმოხილვა, რომლებსაც დიაგნოსტირებული ჰქონდათ ტიპი 2 დიაბეტი და იღებდნენ მეტფორმინს.
მათ კვლევაში ჩართეს ყველა ქალი, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ წამალი, როგორც 500 მგ ტაბლეტის ან 500 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით, რის შედეგადაც გამოვლინდა ანალიზის ჩატარებისთვის ხელმისაწვდომი 157 პაციენტი.
ექიმმა მულამ ახსნა, რომ არ არსებობდა რაიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ისინი ფოკუსირდნენ მხოლოდ ქალ პაციენტებზე, ეს მოხდა მხოლოდ კვლევის გასამარტივებლად.
ქალების საშუალო ასაკი იყო 63.4 წელი.
მეტფორმინის ყველაზე ხშირი დოზა იყო 2000 მგ დღეში დაწამლის მიღების საშუალო ხანგრძლივობა იყო 6.4 წელი. პაციენტების 60 % იღებდა მეტფორმინის ყველაზე მაღალ დოზას საშუალოდ 6.6 წლის განმავლობაში.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს,რომ პაციენტების 64 %-ს არ ქონდა შემოწმებული B12 ვიტამინის დონე. 6.4%-ს უკვე დიაგნოსტირებული იყო B12 ვიტამინის დეფიციტით და უტარდებოდათ ჩანაცვლებითი ინექციები.
კვლევის შემდეგ ეტაპზე მათ გააგზავნეს წერილები და სისხლის ანალიზის ნიმუშები პაციენტების სისხლი საერთო ანალიზის, B12 ვიტამინი-ს დონის და შინაგანი ფაქტორის განსასაზღვრად.
კვლევაში მონაწილე პაციენტების ნაწილს ჩატარებული ანალიზების საფუძველზე აღარ დასჭირდა მომდევნო თვეში ყოველწლიური შემოწმების ჩატარება.
კვლევის შედეგები
გუნდმა აღმოაჩინა, რომ პაციენტების 72.2% რეგულარულად იტარებდა სისხლის ანალიზებს. ამან გამოავალინა, რომ 5 პაციენტს ჰქონდა B12 ვიტამინის დეფიციტი და აქედან 3 პაციენტს ასევე ჰქონდა ანემია.
კვლევის პირველი და მეორე ფაზების შედეგების დაჯამებით გამოვლინდა, რომ ქალების 9,6%-ს აღენიშნებოდა B12 ვიტამინის დეფიციტი.
კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, პრაქტიკა უკვე შეიცვალა იმ კონკრეტულ სამედიცინო ცენრებში და დიაბეტის მქონე ყველა პაციენტის ყოველწლიური შემოწმების დროს განისაღვრება B12 ვიატმინი-ს დონე.
თუმცა, ფაილა რაილი-ბრიტანეთის კვლევის კომუნიკაციის ოფიცერმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის მედსქეიფის ახალ ამბებში ელექტრონული ფოსტის საშუალებით; „ძალიან მნიშვნელოვანია ექიმებმა იცოდნენ რა კავშირია მეტფორმინის მიღებასა და B12 ვიტამინის დეფიციტის გაზრდილ რისკს შორის“. თუმცა წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ B12 ვიატმინის რუტინული შემოწმება არ იქნებოდა ხარჯთეფექტური ან კლინიკურად სასარგებლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყენებდნენ ამ წამლებს.
„ეს კონკრეტული კვლევა მხოლოდ ერთ სამედიცინო ცენტრზე დაკვირვებით ჩატარდა, ამიტომ, ამ ეტაპზე, არ არის საკმარისი მტკიცებულება არსებული თანამედროვე გაიდლაინების გადასახედად“.
მკვლევარები გეგმავენ აუდიტის გაფართოებას, უფრო ფართე კოჰორტაზე დაყრდნობით თავიანთი კვლევის შედეგების გასამყარებლად.
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტმა სალომე აფრიდონიძემ
წყარო: Liam Davenport. B12 Deficiency ‘Should Be Tested in Metformin Patients’ – Medscape – Nov 22, 2018.