მეტი, ვიდრე მარცვლების გროვა: ყავის ეფექტები ჯანმრთელობაზე

მეტი, ვიდრე მარცვლების გროვა: ყავის ეფექტები ჯანმრთელობაზე

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა რეზიდენტმა: ნინო გუჯაბიძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: More Than Just a Hill Beans: The Health Effects of Coffee

სტატუსიდან გამომდინარე, ყავა, როგორც ყველაზე მოხმარებადი სასმელი მსოფლიოში, დიდი ხანია მკვლევარებისთვის წარმოადგენს შესწავლის საგანს.

ვოლტერ ვილეტის (Walter C. Willett), MD-ის, DrPH-ის, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  სკოლის ეპიდემიოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის პროფესორისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მედიცინის პროფესორის თანახმად, იმის განმსაზღვრელი მრავალი ადრეული მცდელობა, თუ როგორ მოქმედებს ეს ჭიქა ყავა ჩვენს ჯანმრთელობაზე, შეჩერდა არსებული კვლევების დიზაინის ხარვეზების გამო.

„ყავის შესახებ ნაშრომის გამოქვეყნება, თითქმის, რიტუალია ეპიდემიოლოგებისთვის,“ ამბობს ვილეტი. „ერთმნიშვნელოვნად, დროთა განმავლობაში კვლევების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ  ახლა თითქმის ყველა კვლევა პროსპექტული და უფრო მასშტაბურია, ხოლო შემდგომი დაკვირვება – უფრო ხანგრძლივი.“

ამან, თავის მხრივ, შეცვალა ჩვენი წარმოდგენები ადამიანის ჯანმრთელობაზე ყავის ეფექტების შესახებ.

„კიბოს რისკთან და კარდიოვასკულარულ დაავადებებთან მიმართებაში, ყავის შესახებ კონსესუსი, რომ არ არსებობს გაზრდილი რისკი არაგადამდები დაავადებებისა და არის კარდიომეტაბოლური რისკებისთვის სარგებლის მიღების დიდი ალბათობა, წარმოიშვა 1970-80-იან წლებში,“ აღნიშნა მან.

როგორც ვილეტი და მისი კოლეგები აღნიშნავენ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, ყავის ჩვეული მოხმარება (დაახლოებით, 3-5 ჭიქა დღეში) მყარად დაკავშირებულია სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების პრევენციასთან, ყავა მოქმედებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე, როგორც კოფეინის მიწოდების მძლავრი სისტემა, ასევე – დიეტურ ქვაკუთხედზე, რომელსაც გააჩნია მრავალი უნიკალური და მომგებიანი თვისება.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე დამარწმუნებელი მონაცემი, თუ რა სარგებელს გვთავაზობს ყავა.

ყველა მიზეზით სიკვდილობა

ბოლო ათწლეულის მანძილზე, მოსახლეობის რამდენიმე ფართომასშტაბიანი ანალიზის საფუძველზე, ინახა დამაჯერებელი მონაცემები იმის შესახებ, რომ ყავის დალევა ამცირებს ყველა მიზეზით სიკვდილობას. აღნიშნული კავშირის შესახებ ცნობები მოგვაწოდეს მკვლევარებმა იაპონიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან, რაც ცხადი იყო ეთნიკური სტრატიფიკაციის შემდგომაც.

2019 წლის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ყავის მომხმარებლების სიკვდილობა მცირდება ისეთი რისკის ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ასაკი და წონა. სარგებელი დაფიქსირდა მათში, ვინც მოიხმარს დღეში 8-ზე მეტ ჭიქა ყავას კოფეინით, თუ კოფეინის გარეშე, დაფქულს თუ არა დაფქულს, ასევე – ისეთი გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე მომხმარებლებში, რომლითაც ხდება კოფეინის ნელი ან სწრაფი მეტაბოლიზმის კოდირება.

დიაბეტი

ყოველდღიურად მოხმარებული ყოველი ფინჯანი ყავა ხელს უწყობს დიაბეტის განვითარების რისკის 7%-ით შემცირებას. პირიქით, 4 წლის მანძილზე ყავის მოხმარების შემცირება უკავშირდება შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მომატებულ რისკს. ყავის დამცველობითი ეფექტები ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც მისი მიღება ხდება ლანჩის დროს.

ყავის დადასტურებული დიაბეტის საწინააღმდეგო ეფექტის შესაჯამებლად შემოთავაზებულია სხვადასხვა ბიოლოგიური გზა. ყავის ორივე სახეობა, კოფეინით ან მის გარეშე, ამცირებს ღვიძლისმიერ ინსულინრეზისტენტობას და გვიცავს გლუკოზასადმი ტოლერანტობის გაუარესებისგან. დამატებითმა ანალიზმა ყავის მოხმარება, ასევე, დააკავშირა ადიპოციტებისა და ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებასთან, ცხიმის მასის შემცირებასა და ლიპიდური მეტაბოლიზმის სასარგებლო მოდულაციასთან.

სარგებელი შეიძლება მივიღოთ ყავის უნიკალური კომპოზიციური თვისებებისგან, აღნიშნა მერილინ კორნელისმა (Marilyn Cornelis), პრევენციული მედიცინის ასოცირებულმა პროფესორმა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლის კვების განყოფილებიდან, რომლის კვლევაც ორიენტირებული იყო გენეტიკის როლზე ყავის მოხმარებისას.

„ყავა შეიცავს პოლიფენოლებს, რომელიც მითვის უნიკალურია, უფრო კონკრეტულად – ქლოროგენის მჟავას,“ განუცხადა კორნელისმა Medscape Medical News-ს. სინამდვილეში, ყავა წარმოადგენს პოლიფენოლების მთავარ წყაროს კვების რაციონში. პოლიფენოლი დაკავშირებულია გარკვეულ სარგებელთან გლუკოზის კონტროლზე, რაც, შესაძლოა, ემყარებოდეს იმ პოზიტიურ კავშირებს, რასაც ყავასა და ტიპი 2 დიაბეტს შორის ვხვდებით.“

კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული სისტემების განხილვ

ყავის მოყვარულებს კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების გაცილებით დაბალი ალბათობა აქვთ, ყველაზე მეტი სარგებელი გამოვლინდა მათში, ვინც რეგულარულად მოიხმარს დღეში 3-დან 5 ჭიქამდე ყავას. პროსპექტული კვლევების მეტა-ანალიზმა გვიჩვენა, რომ ყავის მოხმარება ამცირებს კორონარული დაავადების, გულის უკმარისობის და წინაგულების ფიბრილაციის რისკს.

ყავის რეგულარული დალევა არ ახდენს გავლენას არტერიულ წნევაზე და, რეალურად, შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზიის რისკის შემცირება. ამის მიზეზად შეიძლება დასახლდეს ქლოროგენის მჟავა, რომელიც იწვევს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მნიშვნელოვან დაქვეითებას.

ყავის მოხმარებამ შეიძლება შეამციროს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ (LDL) ქოლესტეროლის დაჟანგვა, ანთების მარკერებისა და კარდიოვასკულარულ დაავადებებთან დაკავშირებული ისეთი ცილოვანი მარკერების დონე, როგორიცაა ლეპტინი და ქიტინაზა-3-ის მსგავსი ცილა-1.

ნაკლებად არის განსზღვრული, თუ რამდენად ამცირებს ყავის მოხმარება ინსულტის განვითარების რისკს. 2014 წლის მეტა-ანალიზის შედეგებით, აღნიშნული ასოციაცია სუსტია, თუმცა ბოლო დროს ჩატარებული კვლევის მეტა-ანალიზმა გამოავლინა, რომ ინსულტის რისკი 21%-ით შემცირდა იმ ადამინებში, რომლებიც მოიხმარდნენ დღეში 3-დან-4 ჭიქამდე ყავას.

ყავის გავლენა ქოლესტეროლზე ძლიერ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება მისი მიღება. გაუფილტრავ ყავაში (მაგალითად, ფრანგული პრესი) განსაკუთრებით მაღალია კაფესტოლის შემცველობა, რომელსაც „ადამიანის კვების რაციონში ყველაზე ძლიერ ქოლესტეროლის დონის ასამაღლებელ  ნაერთს“ უწოდებენ. 2020 წლის კვლევაში კორნელისმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გაუფილტრავი ექსპრესსოს ფორმულაციამ გამოიწვია LDL-ის დონის მატება, თუმცა აღნიშნული ეფექტი არ დაფიქსირდა იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ სტანდარტულ დაფქულ ყავას.

კიბო

ყავის კიბოს შემთხვევების შემცირების პოტენციალმა დიდი ყურადღება მიიპყრო ლიტერატურაში. ამ თემასთან დაკავშირებით 2020 წლის 28 მეტა-ანალიზის მიმოხილვით,  ყველაზე ძლიერი ასოციაცია დაფიქსირდა ენდომეტრიუმისა და ღვიძლის კიბოსთან. ვილეტმა მოიხსენია ბრავისა და კოლეგების 2017 წლის კვლევა, რომლის მიხედვით, ყავის მოხმარების მატებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდა ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების რისკი, რაც მან ჩვენს ჯანმრთელობაზე ყავის სარგებლის „ყველაზე მნიშვნელოვან, შედარებით ახალ მტკიცებულებად“ მიიჩნია. იმის მიუხედავად, რომ ენდომეტრიუმის კიბოს მაჩვენებლების შემცირება გამოიწვია ყავამ როგორც კოფეინით, ასევე, მის გარეშე, ჰეპატოცელულარულ კარცინომის განვითარებაზე გავლენა მხოლოდ პირველს აქვს.

შებრუნებული ასოციაცია დაფიქსირდა ყავის მოხმარებასა და ესტროგენ-რეცეპტორის ნეგატიური და პოსტმენოპაუზურ მკერდის კიბოს, მელანომის, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის,  პირის ღრუსა და ხახის კიბოს,  კოლორექტალურ კიბოსა და პროსტატის როგორც ლეტალურ, ისე ლოკალურ კიბოს განვითარების რისკებს შორის.

ნევროლოგიური და ფსიქიატრიული ეფექტები

ადამიანის თავის ტვინზე ყავის ქრონიკული მოხმარების ეფექტების შემსწავლელი პირველი ფართომასშტაბური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყავის ყოველდღიური მოხმარება იწვევს ისეთ ფუნქციურ ცვლილებებს, როგორიცაა კონცენტრაციის გაძლიერება, მოტორული კონტროლის გაუმჯობესება, სიფხიზლე, იმ პირებთან შედარებით, რომლებიც არ მოიხმარენ ყავას. სხვა შედეგების მიხედვით, ყავასა და გაუმჯობესებულ კოგნიტურ ფუნქციას შორის კავშირი ვერ მოიძებნა.

ყავის განწყობის ასამაღლებელ თვისებებს, შესაძლოა, თავისი როლი ქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების შემსუბუქებაში. ყავის მოხმარების როგორც დაბალი, ასევე, მაღალი დონე იწვევს დეპრესიის შედარებით მნიშვნელოვან შემცირებას მომხმარებლების, დაახლოებით, 30%-ში. ერთ-ერთ კვლევაში თვითმკვლელობის რისკი, დაახლოებით, 45%-ით შემცირდა მათში, ვინც იღებდა 2-დან 3-მდე და 4, ან მეტ ფინჯან ყავას მათთან შედარებით, ვინც იღებდა კვირაში 1, ან ნაკლებ ჭიქას.

ყავის მოხმარებას, ასევე, გვთავაზობენ სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული მდგომარეობისგან თავის დასაცავად. ნაჩვენებია, რომ ყავის მოყვარულებს, მსუბუქი შემეცნებითი დისფუნქციით, აღენიშნებათ დემენციის რისკის დაქვეითება, ან გვიანი დაწყება. ყავის მოხმარება, ასევე, სტაბილურად ამცირებს პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს და შეიძლება ჰქონდეს გარკვეული როლი ლუის სხეულის (Lewy body) ჩამოყალიბების პრევენციაში.

აღნიშნული ეფექტები შეიძლება განპირობებული იყოს ყავის, როგორც კოფეინის მიმწოდებელი სისტემის როლით, რომელსაც აქვს ცნობილი ნეიროპროტექტორული თვისებები და, სეროტონინისა და დოფამინის აქტივობის შეცვლის გზით, გავლენას ახდენს მოკლევადიან განწყობაზე. აღსანიშნავია, რომ უკოფეინო ყავამ არ აჩვენა დამცავი უნარი პარკინსონის დაავადებისა და თვითმკვლელობის რისკის დროს, ან კოგნიტური მუშაობის გაუმჯობესებაზე.

ღვიძლის დაავადება

2017 წლის მეტა-ანალიზის მიმოხილვამ, რომელიც იკვლევდა ყავის გავლენას ჯანმრთელობის მრავალ გამოსავალზე, ყველაზე მაღალი პოზიტიური ასოციაცია გამოავლინა ღვიძლის დაავადებებთან.

ყოველდღიურად ყავის მოხმარების 2 ჭიქით  გაზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს ალკოჰოლური ციროზისა და მასთან დაკავშირებული სიკვდილობის მაჩვენებელს. ყავის მომხმარებლები არა მხოლოდ მნიშვნელოვნად ამცირებენ არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების (NAFLD) განვითარების რისკს, არამედ ისინი მეტად არიან დაცული ღვიძლის ფიბროზისგან, თუ მათ უკვე აღენიშნებათ NAFLD. ყავა, ასევე, აფერხებს ღვიძლის დაავადების პროგრესირებას C ჰეპატიტის მქონე პაციენტებში.

არსებობს აღნიშნული ეფექტების განხორციელების მრავალი პოტენციური მექანიზმი. ყავა არის კოფეინის გამტარი, რომელიც ქსოვილების რემოდელირებას ასტიმულირებს ადენოზინის რეცეპტორების ანტაგონისტის მეშვეობით, რითაც, პოტენციურად, აფერხებს ღვიძლის ფიბროზის განვითარებას, ასევე, ზღუდავს კოლაგენის დაგროვების უნარს ღვიძლში.

რატომ ყავა?

წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ყავას ადამიანის ჯანმრთელობის მრავალი მიმართულებით გაუმჯობესების უნარი აქვს, დამკვიდრდა მაღალი ხარისხის მონაცემების საფუძველზე. თუმცა, გაცილებით მეტი შრომა იქნება საჭირო იმის დასადგენად, იმ 1000-ზე მეტი ცნობილი  ნაერთიდან, რომელსაც შეიცავს ყავა, რომელი იწვევს აღნიშნულ ეფექტებს.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყავა არის თესლი და თესლის მთავარი ფუნქციაა დაიცვას ცოცხალი მცენარის ემბრიონი ჩანასახში,“ ამბობს ვილეტი. „ამრიგად, თესლი შეიცავს მრავალ კომპონენტს, რომელსაც აქვს ანტიოქსიდაციური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები, ხოლო ყავის თესლში უჩვეულოდ მაღალია პოლიფენოლების და სხვა ანტიოქსიდანტების შემცველობა. ეს შეიძლება იყოს ყავის აშკარა სარგებლის მიზეზი, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული.“

თუმცა, ყავის მოხმარებას თან ახლავს სხვადასხვა რისკი. კოფეინის შემცველ ყავას, პოტენციურად, შეუძლია გაზარდოს გლაუკომის რისკი, არტერიული წნევა და გულისცემა იმ ადამიანებში, ვინც არ გამოიყენებს მას [რეგულარულად, რედ.]; ის, ასევე, აქვეითებს ძილის ხარისხს და იწვევს შფოთვას, დისფორიას და, იშვიათ შემთხვევებში, ფსიქოზურ ან მანიაკალურ სიმპტომებს. ორსულობის დროს კოფეინის მიღება უნდა შემცირდეს ან შეწყდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მოხმარება დაკავშირებულია ახალშობილის მცირე მასასთან, ან ორსულობის შეწყვეტასთან. ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ყავა არ არის ერთნაირი. თქვენი ადგილობრივი მაღაზიის ქსელის უაღრესად შაქრიანი ყავა არ არის იგივე, რაც გაფილტრული ცხელი შავი ყავის ჭიქა.

ასევე, ყავის გავლენა ჯანმრთელობაზე გაურკვეველია კონკრეტულ პოპულაციებში, აღნიშნა კორნელისმა.

„ჩვენ ნამდვილად არ ვიცით კოფეინის გავლენა ბავშვების განვითარებად ტვინზე ან ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.“

უმეტესობა ჩვენგანს შეუძლია გააგრძელოს ყავით ტკბობა ყოველგვარი შფოთვის გარეშე.

„ვფიქრობ, ექიმებს შეუძლიათ იმ პაციენტების გადარწმუნება, რომლებიც ღელავენ  ყავის მოხმარებასთან დაკავშირებით,“ თქვა ვილეტმა.

სიხარულის ეს ჭიქები შეიძლება ბევრად მეტს აკეთებდეს, ვიდრე უბრალოდ ბიძგის მიცემა არის ყოველდღიურ ცხოვრებაში.