- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
ახალი, პოტენციურად უსაფრთხო ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ეკატერინე ჯანჯარია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: A New, Potentially Safer Birth Control Pill
2021 წლის 16 აპრილს, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ახალი ორალური კონტრაცეპტივი (OC) ნექსთსტელისი (Nextstellis), რომელიც აერთიანებს ახალ ესტროგენს – ესტეტროლს და ცნობილ პროგესტინს – დროსპირენონს (სრული განმარტება: ფლორიდის უნივერსიტეტი მწარმოებლისგან იღებს კვლევის დაფინანსებას, გასულ წლებში მე [კაუნიცი] ვიყავი კომპანიის კონსულტანტი). ახალი OC შეიცავს 14.2 მგ ესტეტროლს და 3 მგ დროსპირენონს, ამავე რაოდენობის დროსპირენონს შეიცავს სხვა, ხშირად დანიშნული კონტრაცეპტივები.
თითქმის ყველა ამჟამად გამოყენებული OC შეიცავს ეთინილ ესტრადიოლს, სინთეზურ და ძლიერ ესტროგენს. ეთინილ ესტრადიოლისგან განსხვავებით, ესტეტროლი ბუნებრივად გვხვდება და ახალ OC–ში გამოყენებული ესტეტროლი წარმოებულია მცენარეული წყაროდან. ადრე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ესტეტროლით და დროსპირენონით შემუშავებულ ორალურ კონტრაცეპტივებს მნიშვნელოვნად ნაკლები გავლენა ქონდა კოაგულაციის მარკერებზე, ვიდრე ეთინილ ესტრადიოლ-დროსპირენონის, ან ეთინილ ესტრადიოლ-ლევონორგესტრელის OC-ებს.
მიმდინარე მე-3 ფაზის კლინიკურმა კვლევებმა, რომელიც ჩატარდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, დაადგინა, რომ ესტეტროლ-დროსპირენონის კომბინირებულ OC–ს აქვს ჩასახვის საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც შედარებულია ამჟამინდელ OC–ებთან და არის კარგად ასატანი, აქვს ნაცნობი, ამ ეტაპზე გამოყენებადი ორალური კონტრაცეპტივების მსგავსი სისხლდენის პროფილი. მე-3 ფაზის კვლევებში, ახალმა ესტეტროლ–დროსპირენონის OC–ებმა მინიმალური გავლენა მოახდინა ტრიგლიცერიდებზე, ქოლესტერინზე, ან გლუკოზას დონეზე.
შესაბამისი კანდიდატებისათვის დანიშნვისას, მილიონობით ქალისთვის OC წარმოადგენს კონტრაცეფციის უსაფრთხო საშუალებას. კომბინირებული ესტროგენ-პროგესტინის OC-ის გამოყენების დროს, უსაფრთხოების მთავარი პრობლემა დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის (VTE) უფრო მაღალ რისკთან, რაც ხაზს უსვამს, ესტროგენ-პროგესტინის კომბინირებული OC-ის, დასაკრავი პლასტირის, ან რგოლების არდანიშვნის მნიშვნელობას ქალებში, მაღალი საწყისი VTE-ის რისკით.
შესაძლებელია, რომ ეს ახალი ესტეტროლ-დროსპირენონის OC უფრო ნაკლებად ზრდის VTE-ის რისკს, ვიდრე ჩვეულებრივი, ეთინილ ესტრადიოლით შემუშავებული OC. ორალური კონტრაცეპტივების მომხმარებლებში ვენური თრომბოემბოლია იშვიათ მოვლენას წარმოადგენს; ამგვარად, ახალი ესტეტროლ-დროსპირენონის აბის უსაფრთხოების პოტენციური უპირატესობა, ძველ ფორმულებთან შედარებით, არ გახდება ნათელი, სანამ ქალების ფართო პოპულაციაში პოსტმარკეტინგული ეპიდემიოლოგიური კვლევებით შედარებული არ იქნება VTE-ის განვითარების რისკი ესტეტროლის OC-სა და ეთინილ ესტრადიოლის OC-ს შორის.