ჰოსპიტალიზაციისას სისხლში გლუკოზის დონე COVID 19-ის სიმძიმის პრედიქტორია

ჰოსპიტალიზაციისას სისხლში გლუკოზის დონე COVID 19-ის სიმძიმის პრედიქტორია

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: მედეა წერეთელი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: მედეა წერეთელი, ნათია ვაშაყმაძე

ესპანეთში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით ჰოსპიტალიზაციისას ჰიპერგლიკემია COVID 19-ით დაავადებულ, არაკრიტიკულ პაციენტებში, დაავადების დამძიმებისა და სიკვდილის პრედიქტორია, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა პაციენტს დიაბეტი ვირუსით ინფიცირებამდე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეისათვის ყველაზე მასშტაბური კვლევა 23 ნოემბერს გამოქვეყნდა მედიცინის ჟურნალში  და რომლის ავტორებიც  ესპანეთის ხუან რამონ  ხიმენესის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელი ფრანჩესკო ჰავიერ კარასკო-სანჩესი და მისი კოლეგები არიან.

კვლევაში ჩართული იყო ესპანეთის 109 საავადმყოფო. კვლევა ჩატარდა 11.000-ზე მეტ კოვიდ დადებით პაციენტზე რომლებიც ესპანეთის საავადმყოფოებში შემოვიდნენ 2020-ის მარტიდან 2020-ის მაისამდე. მათი არაკრიტიკულიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე დამძიმებისა და  სიკვდილობის მთავარი დამოუკიდებელი წინასწარმეტყველი საავადმყოფოში შემოსვლისას ჰიპერგლიკემია აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა პაციენტს შაქრიანი დიაბეტი თუ არა.   

კვლევის თანახმად, სისხლში გლუკოზის  მაღალი დონის მქონე პირებში სიკვდილობა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ნორმალური მაჩვენებლების მქონე პაციენტებში (41,4% Vs15,7%). მათ ასევე, სხვებთან შედარებით, მეტად სჭირდებოდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ინტენსიური თერაპიის განყოფილება (ICU).

“ამ შედეგებმა გვიჩვენა მარტივი და პრაქტიკული გზა COVID-19-ით დაავადებულ, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სიკვდილის რისკის სტრატიფიკაციისთვის. ამდენად, ჰოსპიტალიზაციისას ჰიპერგლიკემიას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, უნდა მოხდეს დროული აღმოჩენა და სათანადო მკურნალობა, რათა გაუმჯობესდეს COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შედეგები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ შაქრიანი დიაბეტი “. – წერენ კარასკო-სანჩესი და მისი კოლეგები.

დასკვნები ადასტურებს წინა რეტროსპექტიულ კვლევებს,ეს კვლევა დღემდე ჩატარებულ კვლევებს შორის ყველაზე დიდია და დიდი რაოდენობით პაციენტებს მოიცავს. კვლევის შედეგები შესაბამისობაშია წინა კვლევის შედეგებთან.  „ყველა დასკვნა სხვა გამოკვლევების იდენტურია “, – ამბობს   კარასკო-სანჩესი.

მისივე თქმით, კვლევის შედეგის შესწავლისას მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა,  „თუ როგორ მოქმედებს ჰიპერგლიკემია დიაბეტის არ მქონე პოპულაციაში და [რომ] გლუკოზის დონე 140-ზე მეტი [მგ/დლ] … ზრდის სიკვდილის რისკს”.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მსუბუქ ჰიპერგლიკემიასაც და არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე

ესპანელ მედიკოსთა კვლევა წინა ობზერვაციული კვლევებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ჰიპერგლიკემიას იგი იკვლევს საავადმყოფოში შემოყვანისთანავე და არა საავადმყოფოში ყოფნის დროს, რაც გამორიცხავს ნებისმიერი სტაციონარული მკურნალობის გავლენას, მაგალითად დექსამეტაზონს, აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლში გლუკოზის განსაზღვრა ესპანეთში ყველა პაციენტისთვის რუტინულია, ისევე, როგორც ეს შეერთებულ შტატებსა და სხვაგან, დიაბეტის დიაგნოზის არმქონე პაციენტებში გლუკოზის მსუბუქად მომატებული დონე შეიძლება მნიშვნელოვნად არც ჩაითვალოს.

“შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ვიწყებთ ჰიპერგლიკემიის კონტროლისა და მკურნალობის პროტოკოლს ჰოსპიტალიზაციის პერიოდში. ხოლო დიაბეტის არ მქონე პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონე <180 მგ/დლ და მეტიც, ჩვეულებრივ, უგულებელყოფილია. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს სწორი დინამიკაში დაკვირვების ხაზი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პერიოდში. “

”ამ კვლევის შემდეგ გავიგეთ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პოპულაციას … პაციენტებს , რომელთაც თავიდანვე უვითარდებათ ჰიპერგლიკემია”, – თქვა მან.

კვლევაში ჩართული იყვნენ პაციენტები, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ დიაბეტი დადასტურებული. ამ კვლევამ ვერ შეძლოა ადრე არსებული არადიაგნოსტირებული დიაბეტისა და  მწვავე “სტრესული ჰიპერგლიკემიის“ ერთმანეთისგან გარჩევა.

არადა, ჰოსპიტალიზაციის დროს საჭიროა ორივეს მართვა, – აცხადებს ესპანელი მედიკოსი. “სამწუხაროდ, სტაციონარში გლუკოზის მართვა არაერთგვაროვანია. ესპანეთის შინაგანი მედიცინის საზოგადოების დიაბეტის სამუშაო ჯგუფი მუშაობს სპეციფიკურ პროტოკოლებზე “, – განუცხადა კარასკო-სანჩესმა Medscape Medical News– ს.

ყველა მიზეზით სიკვდილობა, რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობა მაღალია ჰიპერგლიკემიის დროს   

რეტროსპექტული, მულტიცენტრული გამოკვლევა დაფუძნებულია  11,312 მოზრდილი პაციენტის მონაცემებზე, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19 109 საავადმყოფოში და რომლებიც დაფიქსირდნენ ესპანეთის SEMI-COVID-19 რეესტრში, 2020 წლის 29 მაისისთვის. მათი საშუალო ასაკი გახლდათ 67 წელი, აქედან 57% იყო კაცი , 19% -ს ჰქონდა დიაბეტის დიაგნოზი. საერთო ჯამში, 20% (n = 2289) გარდაიცვალა ჰოსპიტალიზაციის დროს.

ყველა მიზეზით სიკვდილობამ 41,1% შეადგინა, მათ შორის, ვის სისხლშიც გლუკოზის დონე საავადმყოფოში შემოსვლისას აღემატებოდა 180 მგ/დლ-ზე, სიკვდილობა 33,0% იყო გლუკოზის 140-180 მგ/დლ დონის მქონე პაციენტებში და 15,7% კი როდესაც სისხლში გლუკოზა ნაკლები იყო 140 მგ/დლ-ზე. ყველა განსხვავება მნიშვნელოვანი იყო (P <.0001), მაგრამ არ იყო ნანახი განსხვავება სიკვდილობის სიხშირეს შორის გლუკოზის თითოეულ კატეგორიაში დიაბეტის მქონე და (წარსულში) დიაბეტის არ მქონე პაციენტებს შორის.   

ამ ფაქტორების კორექტირების შემდეგ, სისხლში გლუკოზის მომატებული დონე სიკვდილობის მნიშვნელოვან პრედიქტორად დარჩა. <140 მგ/დლ-თან შედარებით, 140-180 მგ/დლ და > 180 მგ/დლ-თან შედარებით; hazard ratio (საფრთხის ფარდობა) იყო შესაბამისად 1,48 და 1,50 (ორივე P <.001). (ცვლადები მოიცავს ასაკი, სქესი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ლიმფოპენია, ანემია (ჰემოგლობინი <10 გ / დლ), შრატის კრეატინინი, C რეაქტიული ცილა> 60 მგ / ლ, ლაქტატდეჰიდროგენაზა> 400 U / L და D -დიმერი> 1000 ნგ / მლ.)

მათთვის, ვისაც სისხლში გლუკოზის დონე ჰქონდა> 180 მგ/დლ, 140-180 მგ/დლ ფარგლებში და <140 მგ/დლ, (P = 0,011) , საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობა იყო 12, 11,5 და 11,1 დღე შესაბამისად.

მექანიკური ვენტილაციის საჭიროება და ასევე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრის ალბათობა იზრდებოდა  ჰოსპიტალიზაციისას გლუკოზის დონის მატების პარალელურად. სიკვდილობის, მექანიკური ვენტილაციისა და/ან რეანიმაციაში მოხვედრის შანსთა ფარდობა 140-180 მგ/დლ და >180 მგ/დლ დროს <140 მგ/დლ-თან შედარებით იყო 1.7 და 2.02, შესაბამისად. (ორივე შემთხვევაში P <0.001)

წყარო: Blood Glucose on Admission Predicts COVID-19 Severity in All – Medscape – Nov 30, 2020.