ჰიპოთირეოზსა და COVID-19-ის ცუდ გამოსავალს შორის ასოციაცია ნანახი არ იქნა

ჰიპოთირეოზსა და COVID-19-ის ცუდ გამოსავალს შორის ასოციაცია ნანახი არ იქნა

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტმა: ქეთევან ძაგანია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო საბჭოს მიერ: ქეთევან ძაგანია, ნათია ვაშაყმაძე

ქალაქ ნიუ-იორკში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, 3.000 COVID-19-დადებითი ზრდასრულის მონაცემის ანალიზით, კავშირი ანამნეზში ჰიპოთირეოზის არსებობასა და COVID-19-ით გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციას, მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობასა თუ სიკვდილობას შორის არ გამოვინდა.

აღნიშნული კვლევა შეისწავლიდა ამძიმებს თუ არა გამოსავალს უკვე არსებული ჰიპითირეოზი COVID-19-ის მქონე პაციენტებში. „კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპოთირეოზი COVID-19-ით ინციფირებისას არ ზრდის არასასურველი გამოსავლის რისკს“, – განუცხადეს Healio-ს მაიკე ვან გერვენმა (Maaike van Gerwen), მედიცინისა (MD) და  ფილოსოფიის დოქტორმა (PhD), სინას მთის Icahn-ის მედიცინის სკოლის ოტორინოლარინგოლოგიისა და თავის და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა; და კეტრინ ფ. სინკლერმა (Catherine F. Sinclair), MD, ავსტრალაზიის ქირურგიის სამეფო კოლეჯის სტიპენდიანტმა (FRACS), ამერიკის ქირურგიის კოლეჯის სტიპენდიანტმა (FACS), სინას მთის Icahn-ის მედიცინის სკოლის ოტორინოლარინგოლოგიისა და თავის და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა და ნიუ-იორკში სინას მთის დასავლეთ ჰოსპიტალის თავისა და კისრის ქირურგიის განყოფილების დირექტორმა. „აღმოჩენის კლინიკურ შედეგს წარმოადგენს ფაქტი, რომ ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტები არ უნდა შეშინდნენ, რომ, COVID-19-ით ინფიცირებისას, ჰიპოთირეოზი მათთვის გაზრდის არასასურველი გამოსავლის რისკს.“

გერვენის, სინკლერისა და მათი კოლეგების აღმოჩენები გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Endocrinology. მკვლევარებმა ჩაატარეს ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დიდ სისტემაში პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე პერიოდში COVID-19-ით დაავადებული 3.703 ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების რეტროსპექტული მიმოხილვა. ინდივიდები იდენტიფიცირდებოდნენ ჰიპოთირეოზის მქონედ, თუ აღნიშნული ტერმინი იყო ნახსენები მათ სამედიცინო ისტორიაში, ან ნაპოვნი იქნა კლინიკურ ჩანაწერებში ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლებით თერაპიასთან კომბინაციაში COVID-19-ით ავადობის დიაგნოსტირებამდე. ჰოსპიტალიზაციაზე, ინვაზიური მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობასა და ნებისმიერ მიზეზთან ასოცირებულ სიკვდილობაზე მონაცემების შეგროვება მოხდა 13 მაისამდე. შესწავლილი სრული პოპულაციის 6.8%-ში დადგენელი იყო ჰიპოთირეოზი და ჰიპოთირეოზის მქონეთა 8.8%-ში დიაგნოსტრებული იყო ჰაშიმოტოს თირეოიდიტი. ჰიპოთირეოზის მქონე COVID-19-ით დაავადებულთა 68.1% საჭიროებდა ჰოსპიტალიზაცია.

ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, სხეულის მასის ინდექსის (BMI), მწეველობის სტატუსისა და თანმხლები დაავადებების რაოდენობის მხრივ გათანაბრების შემდგომ, ჰიპოთირეოზსა და ჰოსპიტალიცაზიის რისკს, ინვაზიური მექანიკური ვენტილაცის საჭიროებასა თუ სიკვდილობას შორის კავშირი არ დადასტურდა. ალბათობის ქულების (propensity score) შესაბამისობით ინდივიდებში ჰიპოთირეოზით და მის გარეშე, ამ ორ ჯგუფში მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება ჰოსპიტალიზაციისა თუ სიკვდილობის რისკს შორის არ გამოვლინდა. კეტრინ ფ. სინკლერი „ამ კვლევამ მოგვაწოდა კლინიკური მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ამერიკის ფარისებრი ჯირკვლის ასოციაციის (AHA) მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, რომ კარგად მართული ჰიპოთირეოზი არ არის ასოცირებული ინფიცირების გაზრილ რისკთან,“ აღნიშნეს ვენ გერვენმა და სინკლერმა. „თუმცა, აღნიშნულ კვლევაში არ იყვნენ გამოკვლეული პაციენტები არასწორად მართული ჰიპოთირეოზით და არსებობს გარკვეული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტების ამ ქვეკლასში ინფექციისადმი მიმღებლობა შესაძლოა გაიზარდოს.“

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ინდივიდებმა უნდა განაგრძონ მედიკამენტების მიღება, რათა დააქვეითონ ფარისებრი ჯირკვლის დისრეგულაციის რისკი, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს COVID-19-ით ავადობის შედარებით მძიმე გამოსავალთან.

წყარო: https://www.healio.com/news/endocrinology/20201130/no-association-between-hypothyroidism-poor-covid19-outcomes?fbclid=IwAR20KGp4G8XRpgEybntRpD29OHgz_HwZixDjMFf8lr9eCxiGnBQfEJ5dVxw