შაქრიანი დიაბეტი გულის უკმარისობის დამოუკიდებელი რისკის ფაქტორია

შაქრიანი დიაბეტი გულის უკმარისობის დამოუკიდებელი რისკის ფაქტორია

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: ნინო მაჩიტიძე
რედაქტირებული GAEM-სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია, ნათია ვაშაყმაძე

უახლესი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შაქრიანი დიაბეტი შესაძლოა წარმოადგენდეს გულის უკმარისობის დამოუკიდებელ რისკის ფაქტორს.

10 წლიანი კლევის ფარგლებში, მეცნიერები აკვირდებოდნენ  შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 116 ზრდასრულს და 232 საკონტროლო სუბიექტს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სხვა მიზეზებისგან დამოუკიდებლად (როგორიცაა, მაგ.: დიასტოლური დისფუნქცია), შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში გულის უკმარისობა განვითარდა პაციენტთა საერთო რაოდენობის მეხუთედში, ხოლო შაქრიანი დიაბეტის არმქონე პირების მხოლოდ 10%-ში.

,,მიმდინარე კვლევა აჩვენებს, რომ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში მნიშნველოვნად მაღალია გულის უკმარისობის განვითარების რისკი დიაბეტის არმქონე   პაციენტებთან შედარებით.“ – განუცხადა theheart.org/Medscape Cardiology-ის კვლევის ავტორმა, მაიკლ კლაჯდამ, მედიცინის დოქტორმა, მეიოს კლინიკის რეზიდენტმა შინაგან სნეულებებში (როჩესტერი, მინნესოტა).

,,დამატებით, კვლევის შედეგები აფართოებს ჩვენს ცოდნას იმ მიმართულებით, რომ გულის სტრუქტურული დაზიანების (დიასტოლური დისფუნქცია) არმქონე დიაბეტით დაავადებული პაციენტები მაინც არიან გულის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ.“ თქვა მან.

ავტორები მოხსენებაში ასკვნიან, რომ კვლევის შედეგები „მხარს უჭერს დიაბეტური კარდიომიოპათიის კონცეფციას“ (DCM). ,,სამომავლო კვლევა უნდა ფოკუსირდეს იმაზე, შეამცირებს თუ არა გულის უკმარისობის განვითარებას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ისეთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორების მართვა, როგორიცაა წონა (სხეულის მასის ინდექსი), გლუკოზა და ქოლესტეროლის დონეები”.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ონლაინ 2 იანვარს  Mayo Clinic Proceedings-ში.

უცნობი ასოციაცია:

წინა კვლევამ აჩვენა, რომ  შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზაციის 33% მოდის შაქრიანი დიაბეტით დაავადეულ პაციენტებზე, რომლებსაც გულის უკმარისობის განივითარების მაღალი რისკი აქვთ; უფრო მეტიც, შაქრიანი დიაბეტის მქონე ხანდაზმული პაციენტების 22%-ში დიაგნოსტირებულია გულის უკმარისობა – ამბობენ ავტორები.

,,შაქრიანი დიაბეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს  და აქვს მყარად დასაბუთებული კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან; თუმცა შაქრიანი დიაბეტის გულის უკმარისობასთან კავშირის განსაზღვრა რთული იყო.“ – აღნიშნა კლაჯდამ.

,,ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ხშირად თანდართულია გულის უკმარისობის განვითარების სხვა მიზეზები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა და/ან გულის კორონარული დაავადება.“ – განაგრძო მან.

ავტორების თქმით, მიმდინარე კვლევა მიმართულია გამოავლინოს „შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი ზემოქმედების როლი გულის უკმარისობის განვითარებაზე პაციენტებში, როგორც ნორმალური, ისე დაქვეითებული განდევნის ფრაქციით (EF), და ასევე სიკვდილობაზე ზოგად პოპულაციაში, ჰიპერტენზიის (HTN), კორონარული არტერიების დაავადებისა (CAD) და დიასტოლური დისფუნქციის კონტროლით.

აღნიშნულ საკითხში გასარკვევად მკვლევარებმა გამოიყენეს როჩესტერის ეპიდემიოლოგიური პროექტის (REP) მონაცემები, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას, 45 წლის და უფროსი ასაკის, მინესოტას შტატის მცხოვრებლების შესახებ. საბოლოოდ შერჩეული ჯგუფი შედგებოდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 116 პაციენტისგან, რომელთა თანაფარდობა ასაკის, წნევის , სქესის, კორონარული არტერიების დაავადებისა და დიასტოლური დისფუქნციის მიხედვით წარმოადგენდა 1:2-ზე, და შაქრიანი დიაბეტის არმქონე 232 პაციენტისგან.

საწყის ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ფიზიკალური კვლევები, მთელი რიგი სისხლის ანალიზები, სხეულის მასის ინდექსის (BMI) განსაზღვრა და ექოკარდიოგრაფია. კვლევის განმავლობაში ხდებოდა პაციენტების პერიოდული კონტროლი, ხომ არ დაფიქსირდა სიკვდილობა, როგორც გულის უკმარისობის შემდგომი მდგომარეობა, მიოკარდიუმის ინფარქტი (MI) ან ინსულტი.

შემდგომი რემოდელირება

კვლევის დასაწყისში, შაქრიანი დიაბეტის არმქონე პაციენტებთან შედარებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნებოდა უფრო მაღალი BMI, ასევე, მეტი პროცენტულობით ფიქსირდებოდა  წინაგულოვანი ფიბრილაცია, გულის უკმარისობა და მეტაბოლური სინდრომი; ამას გარდა, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოვლინდა ბაზალური ტრიგლიცერიდების შედარებით მომატებული დონე, ინსულინისა და შრატის გლუკოზის საშუალო დონე.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების 21% (24116-დან) განისაზღვრა, როგორც ინსულინდამოკიდებული ფორმა, შესაბამისად, მათი მკურნალობა ტარდებოდა მხოლოდ ინსულინის პრეპარატით; მათ სამართავად არ გამოიყენებოდა ახალი ანტიდიაბეტური მედიკამენტები, როგორიცაა ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ-2-ის (SGLT-2) ან დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები.

კვლევის საწყის ეტაპზე, E/e´თანაფარდობა (ფარდობა მარცხენა პარკუჭში ნაკადის სიჩქარის პასიურ გადაცემასა (E) და მედიალური მიტრალური ხვრელის დოპლერის ქსოვილზე გამოსახულების სიჩქარეს (e´)  შორის) მეტი იყო  შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში, ვიდრე დიაბეტის არმქონე პაციენტებში (9,7  შესაბამისად 8,5; P <0,001). თუმცა EF, მარცხენა წინაგულის ზომა და დიასტოლური დისფუნქცია აღნიშნულ საკვლევ ჯგუფებში სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა.

არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება მიმდინარეობდა 10,8 წელი (კვარტალთშორისი დიაპაზონი [IQR], 7.8-11.7), რომლის განმავლობაშიც გულის უკმარისობის განვითარების საერთო მაჩვენებელი  დიაბეტით დაავადებულთა ჯგუფში მკვეთრად აღემატებოდა დიაბეტის არ მქონე ჯგუფის იმავე მაჩვენებელს (საფრთხის კოეფიციენტი [HR], 2.1; 95% Cl, 1.2-3.6; P=.01).

მონაცემთა საწყისი შეკრებიდან 1 წლის თავზე გამოვინდა, რომ გულის უკმარისობა განვითარდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 45 პაციენტში, ხოლო 5 წლის განმავლობაში – შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 14%-ში.

კვლევის დაწყებიდან 10 წლის თავზე კი გულის უკმარისობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 21%-ში განვითარდა, ხოლო დიაბეტის არმქონე პაციენთა მხოლოდ 12%-ში გამოვლინდა.

აღნიშნულ ორ ჯგუფს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოხატულა ისეთი გართულებების მხრივ, როგორიცაა: კარდიოვასკულარული სიკვდილობა, მიოკარდიუმის იშემია, ინსულტი და ყველა სხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა.

მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს დიასტოლური დისფუნქციის არმქონე და მისი შესაბამისი ქვეჯგუფები, რის საფუძვეზე აღმოჩნდა, რომ, 10 წლიანი დაკვირვების განმავლობაში, კვლევის საწყის ეტაპზე დიასტოლური დისფუქნციის არ მქონე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გულის უკმარისობის განვითარების რისკი მაინც შედარებით მაღალი იყო (HR, 2ю5ж 95% Cl,1.0-6.3; P=.04), დიაბეტის არ მქონე პაციენტებთან შედარებით.

10 წლის შემდეგ დიაბეტით დაავადებულთა 13%-ში განვითარდა გულის უკმარისობა, მაშინ, როდესაც  დიაბეტის არ მქონე ჯგუფში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7%-ს შეადგენდა; თუმცა, კარდიოვასკულური სიკვდილობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ყველა სხვა მიზეზით სიკვდილობა, ორივე საკვლევ ჯგუფში ერთნაირი სიხშირით განვითარდა.

ავტორთა მტკიცებით, „კოჰორტის ქვეჯგუფში, რომელიც მოიცავდა მარცხენა პარკუჭის ავსების ნორმალური წნევის მქონე პაციენტებს, შაქრიანი დიაბეტის არსებობა ამ კოჰორტაშიც კი დაკავშირებული იყო გულის უკმარისობის გავითარების მომატებულ რისკთან.“

,,მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ კიდევ აქტიურ პროცესშია, მიმდინარე გონივრულ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: დიაბეტური გულის უკმარისობის დროს, პათფიზიოლოგიური ცვლილებების დიდი წილი დაკავშირებულია, საკუთრივ, დიაბეტის უარყოფით გავლენასთან და იმ უჯრედულ დონეზე მიმდინარე რემოდელირებად პროცესებთან, რაც ვითარდება გულის კუნთის ქსოვილოვან დონეზე.“– აღნიშნა კლაჯდამ.

დაინახე ცვლილება

ჯორჯ პლასტკიმ – მედიცინის დოქტორმა, ბოსტონის Brigham and Women’s Hospital-ის პრევენციული კარდიოლოგიის ხელმძღვანელმა – theehart.org/Medscape Cardiology-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კვლევის  ძირითადი დასკვნა არის შემდეგი, „როდესაც მეცნიერებმა მეიოს კლინიკაში შეისწავლეს კვლევაში მონაწილეთა მდგომარეობა, აღმოჩნდა, რომ, პათოლოგიის საწყის ეტაპზე არქონის ფონზე, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს მეტად ჰქონდათ გულის უკმარისობისა და დიაბეტური კარდიომიოპათიის ნიშნები, ასევე გულის უკმარისობის განვითარების შედარებით მაღალი სიხშირე.“

„თავსატეხსა და დიდი ხნის წინ ცნობილ პარადოქსს წარმოადგენს ფაქტი, რომ შაქრიანი დიაბეტი ზრდის კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკს, თუმცა დიაბეტის მკურნალობა არ არ ამცირებს კარდიოვასკულარულ რისკს“ – განაგრძო ამერიკის გულის ასოციაციის დიაბეტის კომიტეტის ხელმძღვანელმა,  პლატსკიმ, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა.

„რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მრავალრიცხოვანი მცდელობების მიუხედავად, ტალღის ცვლილება, ბოლო წლების განმავლობაში, გამოიწვია ფაქტმა, რომ მედიკამენტების ორმა ჯგუფმა აჩვენა შედეგები კარდიოვასკულარული რისკის შემცირების თვალსაზრისით  ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და გულის უკმარისობა.“ – აღნიშნა მან.

,,SGLT-2-ის ინჰიბიტორების მონაწილეობით მიმდინარე ახალი კვლევები იყო დრამატული და გამაოგნებელი, ვინაიდან გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რიცხვი,  ისევე როგორც ჰოსპიტალიზაცია  გულის უკმარისობის გამო, დიაბეტით დაავადებულ და გულის უკმარიობის მქონე პაციენტებში შემცირდა იმ მაჩვენებლამდე, როგორიც არის ანამნეზში გულის უკმარისობის არმქონე ავადმყოფებში – რაც ემთხვევა ამ გამოკვლევის დასკვნებს“.

პლატსკიმ აღნიშნა, რომ გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი–1-ის (GLP-1) აგონისტებს, რომელსაც ახასიათებს წონის კლება, შეიძლება ახასიათებდეს არაპირდაპირი გავლენა გულის უკმარისობისა და ქოშნის შემცირებაზე, თუმცა ,,მონაცემები მათი გავლენის შესახებ გული უკმარისობაზე არის ნაკლებად აშკარა, ვიდრე SGLT-1–ის შემთხვევაში“.

მან დაამატა, რომ კვლევის მნიშვნელოვანი დასკვნა მდგომარეობს შემდეგში: ,,თუ შენ ხარ დიაბეტის მქონე პაციენტის მკურნალი ექიმი, უნდა დაფიქრდე, აქვს თუ არა შენს ავადმყოფს გულის უკმარისობა“.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ქოშინი, „შესაძლოა, ამ ორი ახალი ჯგუფის პრეპარატის დანიშვნის კანდიდატს წარმოადგენდეს“ – დასძინა პლატსკიმ.

კლაჯდამ დაამატა: ,,ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მედიცინის მუშაკები, გაიაზრებენ რა კავშირს ამ ორ პათოლოგიურ პროცესს შორის, შეძლებენ უკეთ მართონ პაციენტები, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობის ნიშნები.“

ამ კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა როჩესტერის ეპიდემიოლოგიური პროექტის წყალობით. კვლევის დიზაინი, მიმდინარეობა, ჩართვა,  შედეგების ანალიზი და მართვა გრანტებით უზრუნველყო ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა. კლაჯდას მოხსენებაში არ იყო ინფორმაცია ფინანსური ურთიერთობის შესახებ. სხვა ავტორების შეფასებები მოყვანილია დასკვნით ორიგინალში. პრატსკი გვატყობინებს, რომ ის არის შემდეგი ფარმაცევტული ფირმების კონსულტანტი – Boehringer Ingelheim, Eli Lilly/Janssen, Sanofi, and Novo Nordisk. ასევე უზრონველყოფილია Boehringer Ingelheim–ის გრანტით.Mayo Clin Proc. 2020;95:124-133.

წყარო: Diabetes Independently Linked to Increased Heart Failure – Medscape – Jan 09, 2020.