ქოლესტეროლის მართვის კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინები (2018)
ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგია, ამერიკის გულის ასოციაცია და სხვა სამედიცინო საზოგადოებები
განხილული და შეჯამებულია Medscape-ს რედაქტორების მიერ
05 დეკემბერი, 2018 წ.
2018 წლის ნოემბერში, ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის, ამერიკის გულის ასოციაციისა და მრავალი სხვა სამედიცინო საზოგადოების მიერ, გამოქვეყნდა რეკომენდაციები სისხლში ქოლესტეროლის დონის მართვის შესახებ.
გაიდლაინების 10 ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია შეჯამებულია ქვემოთ, რაც მოიცავს სისხლში ქოლესტეროლის დონის მართვის შედეგად ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების (ASCVD) რისკის შემცირებას.
1. ყველა ინდივიდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება მთელი სიცოცხლის მანძილზე.
2. კლინიკურად გამოვლენილი ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაცენტებთან, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ-ქოლესტეროლის (LDL-C) დონის შემცირება უნდა მოხდეს მაღალი ინტენსივობის სტატინებით თერაპიით ან სტატინების მაქსიმლურად ატანადი დოზებით.
3. ASCVD ძალიან მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, LDL-C-ის 70 მგ/დლ-ზე მაღალი მაჩვენებლის დროს განხილული უნდა იყოს სტატინებთან ერთად სხვა არა-სტატინების ჯგუფის მედიკამენტის დამატება.
4. მძიმე პირველადი ჰიპერქოლესტეროლემიის მქონე პაციენტებში LDL-C დონე ≥190 მგ / დლ [≥4.9 მმოლ/ლ]), ASCVD 10-წლიანი რისკის გამოთვლის გარეშე უნდა დაიწყოს მაღალი ინტენსივობით სტატინებით თერაპია.
5. პაციენტებში 40 დან 75 წლამდე შაქრიანი დიაბეტით და LDL-C დონე ≥70 მგ /დლ: უნდა დაიწყოს საშუალო ინტენსივობით სტატინებით თერაპია ASCVD 10 წლიანი რისკის გამოთვლის გარეშე.
6. 40-დან 75 წლამდე ასაკის პაციენტებში პირველადი ASCVD პრევენციისთვის: სტატინებით თერაპიის დაწყებამდე ექიმმა და პაციენტმა ერთად უნდა განიხილონ რისკები.
7. 40-დან 75 წლამდე ასაკის პაციენტები, რომელთაც არ აქვთ შაქრიანი დიაბეტი და აღენიშნებათ შემდეგი მახასიათებლები:
LDL-C დონე ≥70 მგ/დლ (≥1.8 მმოლ/ლ), ASCVD 10 წლიანი რისკი ≥7.5% -ზე: უნდა დაიწყოს საშუალო ინტენსივობით სტატინებით თერაპია, თუ პაციენტისა და ექიმის მიერ მკურნალობის ვარიანტების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება სტატინებით თერაპიას.
8. ASCVD 10 წლიანი რისკი 7.5-19.9% (საშუალო რისკი): რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს სტატინებით თერაპიის ინიცირებას.
9. LDL-C დონე ≥70-189 მგ/დლ (≥1.8-4.9 მმოლ/ლ), ASCVD 10 წლიანი რისკი ≥7.5-19.9%: თუ სტატინებით თერაპიის შესახებ გადაწყვეტილება გაურკვეველია, უნდა მოხდეს კორონარული არტერიების კალციუმის (CAC) გამოთვლა.
10. სტატინებით თერაპიის დაწყებისას ან დოზის ცვლილების შემდეგ, პაციენტის დამყოლობის, LDL-C დონის დამაქვეითებელი მედიკამენტის შედეგისა და ცხოვრების წესის შეცვლის შესაფასებლად, ლიპიდური სპექტრი უნდა გაკონტროლდეს 4-12 კვირის შემდეგ. განმეორებით დინამიკაში კონტროლი რეკომენდებულია ყოველ 3-12 თვეში ერთხელ საჭიროებისამებრ.
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნინო თედორაძემ
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
წყარო: Cholesterol Management Clinical Practice Guidelines (2018) – Medscape – Dec 05, 2018.