ერთ ქილა ენერგეტიკულ სასმელს შეუძლია სისხლძარღვების ენდოთელური ფუნქციის დაქვეითება
,,ჩვენმა კვლევამ მოგვაწოდა მტკიცებულებები ენერგეტიკული სასმელების პოტენციური საფრთხის შესახებ’’- განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ჯონ ჰიგინსმა – მედიცინის დოქტორმა მაკგავერნის სამედიცინო სკოლა UTHealth-ში ჰიუსტონში, ტექსასში. ,, კვლევის დროს შევამჩნიეთ არტერიების დილატაციური ფუნქციის 50%-ით დაქვეითება’’ ამბობს ჰიგინსი ,, ჩვენი კვლევის ობიექტები არ იყვნენ დაკავებული რაიმე ფიზიკური აქტივობით, თუმცა ბევრი ადამიანი მოიხმარს ენერგეტიკულ სასმელებს ვარჯიშის დაწყებამდე და ვარჯიშის განმავლობაში და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მოხდეს არტერიების ადეკვატური გაფართოება, რათა დაკმაყოფილდეს ტვინის, გულისა და კუნთების გაზრდილი მოთხოვნილება ჟანგბადზე’’. CHICAGO- ახალი კვლევის მიხედვით, მხოლოდ ერთი ქილა ენერგეტიკული სასმლის მიღებაც კი ასოცირებული იყო ახალგაზრდა, ჯანმრთელ ზრდასრულებში ენდოთელური ფუნქციის მნიშვნელოვან, მწვავე დაქვეითებასთან. ჰიგინსმა აღნიშნული კვლევა წარადგინა ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) 2018 წლის სამეცნიერო სესიაზე. კვლევა მოიცავდა 44 ჯანმრთელ, არამწეველ ახალგაზრდა მედიცინის სტუდენტს (საშუალო ასაკი – 24,7 წელი; საშუალო სმი – 23,4 კგ/მ2). გადაკონტროლდა მონაწილეების სისხლის წნევა, პულსი და ელექტროკარდიოგრამა. შემდეგ მათ გაიარეს ენდოთელური ფუნქციის შესამოწმებელი საბაზისო ტესტი, ენდოთელიუმ-დამოკიდებული, ნაკადით გაშუალებული (მედიირებული) დილატაციის შეფასება მოხდა მაღალი რეზოლუციის ულტრაბგერის მეშვეობით. ამის შემდეგ მონაწილეებს დაალევინეს ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი (24-უნცია = 700 მლ Monster Energy Drink), და იგივე მონაცემები გადაამოწმეს 90 წუთის შემდეგ. შედეგად აღმოჩნდა, რომ ენერგეტიკული სასმელის მიღებამ გამოიწვია პიკური ნაკადით გაშუალებული დილატაციის საგრძნობი დაქვეითება. დილატაციური პასუხი დაქვეითდა საწყისი 5,1%-დან 2,8%-მდე – ენერგეტიკული სასმელის მიღებიდან 90 წუთში. ასევე, მომატებული იყო გულისცემის სიხშირე და სისხლის წნევა. პულსი გაიზარდა საშუალოდ 12 დარტყმით წუთში და სისხლის წნევა გაიზარდა – 12-14 mmhg-ით 5 წუთის შემდეგ. 90 წუთისათვის, ეს მონაცემები ნორმალურ მაჩვენებლებს დაუბრუნდა, თუმცა ენდოთელური ფუნქცია მაინც საკმაოდ დაქვეითებული რჩებოდა.
,, ეს გვიჩნევებს, რომ ენერგეტიკულ სასმელებს აქვს პირდაპირი ეფექტი ენდოთელიუმზე’’, თქვა ჰიგინსმა.
,, ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა გვერდითი მოვლენები სისხლის წნევაზე, პულსის სიხშირეზე და ენდოთელურ ფუნქციაზე, და არსებობს მრავალი ,,ანეკდოტური’’ მონაცემი, ენერგეტიკული სასმელის კავშირზე სერიოზულ კარდიოვასკულურ და ნევროლოგიურ მოვლენებთან, როგორიცაა მაგალითად გულის უეცარი გაჩერება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას ეწევიან’’- აღნიშნა ჰიგინსმა. ,, ჩვენ გამოვიყენეთ ნაკადით გაშუალებული დილატაცია, რომელიც ვასკულარული ფუნქციის ძლიერ სენსიტიური, ‘ოქროს სტანდარტი’კვლევაა. ასევე ჩვენი კვლევის ობიექტი იყო უფრო ახალგაზრდა პოპულაცია, ვიდრე ეს სხვა კვლევებშია, და აღმოვაჩინეთ, რომ ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელის მიღების შემდეგ, ენდოთელური ფუნქცია ძლიერ მცირდება ამ ახალგაზრდა, ჯანმრთელ პირებშიც კი.’’
,,AHA შეხვედრაზე წარმოდგენილმა სხვა კვლევებმაც აჩვენა, რომ ენერგეტიკული სასმელები ასოცირებულია თრომბოციტების გაძლიერებულ აგრეგაციასთან და აქვს უარყოფითი ეფექტები ნერვულ სისტემაზე’’ – ამბობს ჰიგინსი.
პროფესორმა ჰიგინსმა ახსნა, რომ ენერგეტიკული სასმელები ზოგადად შეიცავს სამ ძირითად ინგრედიენტს – კოფეინი, შაქარი და სტანდარტულ ენერგეტიკულ ნარევს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ამინო მჟავა ტაურინს, გლუკოზის პრეკურსორებს და ვიტამინებს, და ეს ყველაფერი, როგორც წესი, მაღალი დოზითაა წარმოდგენილი.
,,ჩვენ გვჯერა, რომ ამ ინგრედიენტების კომბინაცია შესაძლოა საზიანო იყოს. ჩვენ ზუსტად ისიც არ ვიცით რა შედის ამ ენერგეტიკულ ნარევებში და ეს უნდა შეიცვალოს. საჭიროა მეტი გამჭირვალობა,’’თქვა ჰიგინსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რადგანაც ენერგეტიკული სასმელები ძირითადად მცენარეულ პროდუქტად ითვლება, მათზე რეგულაცია მინიმალურია. ,,ეს სასმელები იყიდება FDA უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე. მათზე რეგულაციები, ჩვეულებრივ სასმელებზე არსებულ რეგულაციებზე ნაკლებია,’’ თქვა მან. ,,უცნაურია, რომკოკა-კოლას ქილაზე მეტი რეგულაციაა დაწესებული, ვიდრე ენერგეტიკულ სასმელებზე. ამ უკანასკნელის რეგულაცია ისევე უნდა ხდებოდეს, როგორც წამლების და უნდა გადიოდეს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებს.’’ ჰიგინსმა თქვა, რომ შეიძლება გარკვეული კატეგორია, ენერგეტიკული სასმელების გვერდითი მოვლენების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იყოს. ,,ამ კატეგორიაში შედიან ბავშვები, კოფეინისადმი მაღალი მგრძნობელობის მქონე პირები, ორსულები, და პაციენტები სხვადასხვა სამედიცინო პრობლემით, რომლებიც იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, როგორიცაა სტიმულატორები – მაგალითად ბავშვები, რომლებიც იღებენ რიტალინს (მეთილფენიდატის ჰიდროქლორიდი). ,,ეს სასმელები დღითიდღე მეტ პოპულარობას იძენს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სასმელის რა ოდენობაა უსაფრთხო და როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს ეს ოდენობა სხვადასხვა ჯგუფებში,’’ თქვა ჰიგინსმა. მან ასევე დასძინა, რომ ახალგაზრდებისათვის ამ სასმელების რეკლამირება უნდა შეწყდეს. უნდა გავრცელდეს ინფორმაცი იმის შესახებ, რომ ეს სასმელები შეიძლება განსაკუთრებით სახიფათო იყოს დატვირთული ფიზიკური ვარჯიშის წინ. ,,ბავშვებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა უნდა აიკრძალოს და შეფუთვაზე გარკვევით უნდა იყოს დატანილი შესაძლო გვერდითი ეფექტები და მაღალი რისკის მქონე ჯგუფები.’’
ჰიგინსს ჯერა, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ენერგეტიკული სასმელების შერევა ალკოჰოლთან, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ახალგაზრდა პოპულაციაში. ,,სტიმულატორებისა და დეპრესანტების შერევა ძალზე სახიფათოა. ადამიანებს ეუფლებათ ცრუ განგაშის შეგრძნება და ცდილობენ ექსტრემალური ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ, მაგალითად გადახტნენ სიმაღლიდან, თუმცა ალკოჰოლი აქვეითებს ორგანიზმის ადეკვატური რეაგირების უნარს,’’ აღნიშნა მან.
საშინ შაჰმა, PharmD,David Grant Medical Center on Travis Air ForceBase and University of the Pacific in Stockton, California, რომელსაც ჩატარებული აქვს გარკვეული შრომები ამ სფეროში, კომენტარი გააკეთა ამ კვლევასთან დაკავშირებით Medscape Medical News-ისთვის. ,,ჰიგინსისა და სხვების მიერ ჩატარებული ეს კვლევა ეყრდნობა მათ და სხა მეცნიერების მიერ ადრეულ შრომებს,’’აღნიშნა შაჰმა. ნაკადით გაშუალებული დილატაცია მნიშვნელოვანი საბოლოო წერტილია, რადგან ის წარმოდგენას გვაძლევს სისხლძარღვების ზოგად ჯანმრთელობაზე – თქვა მან. ,,მათი შრომა გვიდასტურებს, რომ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული სასმელების მოხმარებისა და ენდოთელური დისფუნქციის ურთიერთკავშირის შემდგომი შესწავლა, ‘’ აღნიშნა საშინ შაჰმა.
ამერიკის გულის ასოციაცია (AHA), სამეცნიერო სესია 2018. Abstract Mo1189, წარდგენილი 12 ნოემბერს, 2018
სტატია ქართულ ენაზე მოამზადე ენდოკრინოლოგიის რეზიდენტმა – ნუკა ჭელიძემ
წყარო: Just One Energy Drink ReducesEndothelial Function – Medscape – Nov 15, 2018 – https://www.medscape.com/viewarticle/904972