დღეგამოშვებითი შიმშილის მეტაბოლური სარგებელი და უსაფრთხოება ხანმოკლე პერიოდში
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: ნათია ბაჩილავამ;
რედაქტირებული GAEM-სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია, ნათია ვაშაყმაძე
მკვლევარების მიერ, 27 აგვისტოს Cell Metabolism-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეგამოშვებითი შიმშილი (ADF) დადებითად აისახება სხეულის წონაზე, გულსისხლძარღვთა მაჩვენებლებსა და დაბერების მოლეკულურ მარკერებზე; რანდომიზებული კვლევა ჯანმრთელ, დიაბეტის და სიმსუქნის არმქონე ზრდასრულებზე ჩატარდა.
დღეგამოშვებითი შიმშილი წარმოადგენს წონის კონტროლისადმი სრულიად ახალ მიდგომას, კალორიების შეზღუდვისა (CR) და ხანგამოშვებითი (ინტერვალური) შიმშილისგან (IF) განსხვავებით, რომელიც დღიურ კვებას ზღუდავს 8-12 საათიანი შუალედებით. ADF-ის პოპულარულობის მატების მიუხედავად, ამ თემაზე რამდომიზებული კლვევები აქამდე არ ჩატარებულა.
სლავენ სტეკოვიჩმა, ავსტრიის გრაცის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიომეცნიერების ინსტიტუტის განათლების მეცნიერების დოქტორმა, და მისმა კოლეგებმა, დღეგამოშვებითი შიმშილის მეტაბოლური შედეგების შესამოწმებლად ჩაატარეს კოჰორტული პროსპექტული, რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა. თავდაპირველად შედგენილ ჯგუფში შერჩეული 30 მონაწილე, რომლებიც კვლევის დაწყებამდე, სულ მცირე, 6 თვის მანძილძე იმყოფებოდნენ დღეგამოშვებით შიმშილზე, შეადარეს 60 ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფის მონაწილეს. მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, საკონტროლო ჯგუფიდან შემთხვევითად შერჩეული 30 წევრი გადაიყვანეს ADF-ზე, ხოლო დანარჩენი 30 მონაწილე საკვებს იღებდა მისთვის სასურველ დროს, სახეობის შეზღუდვის გარეშე.
კერძოდ, ერთმანეთს შედარდა 30 მონაწილე, რომელიც იცავდა ADF-ს 6 ან მეტი თვის განმავლობაში, და შემთხვევითად შერჩეული 30 პირი, რომელიც მონაცვლეობით – შიმშილობდა 36 საათის მანძილზე და იღებდა სასურველი რაოდენობით საკვებს მომდევნო 12 საათის განვამლობაში. ეს ორი ჯგუფი, საწყის ეტაპზე, არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან სქესობრივი გადანაწილების, ასაკის, სხეულის მასის ინდექსისა (BMI) თეძო-წელის გარშემოწერილობის შეფარდების მიხედვით.
აღნიშნულ ჩარევამდე და მას შემდეგ, მონაწილეებს ჩაუტარდათ მთელი რიგი ანთროპომეტრული, ფიზიოლოგიური, ჰორმონალური, მეტაბოლური და ბიოქიმიური კვლევები, რაც ასახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობას და დღეგამოშვებითი შიმშლის შესაძლო ეფექტებს. აღნიშნული გამოკვლევები მოიცავდა სხეულის შემადგენლობის, გულსისხლძარღვთა ფუნქციისა და კალორიების დანახარჯის განსაზღვრას, კვების ხარისხისა და ფიზიკური აქტივობის სიხშირის მიხედვით, ასევე ძვლის სიმკვრივის გამოთვლას ხერხემლის წელის ნაწილში.
ADF-ზე მყოფ მონაწილეებში არასასურველი შედეგები არ გამოვლინდა. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სადაც კალორიების მიღება, საწყის ეტაპთან შედარებით, 8.2%-ით შემცირდა (95% CI, – 32.2%-დან 24.4%-მდე), საკვლევ ჯგუფში იგივე მაჩვენებელი 37.4%-ით დაქვეითდა (95% CI, – 48,3%-დან 24.4 %-მდე).
4 კვირის განმავლობაში მოშიმშილე ჯგუფის წევრების BMI შემცირდა 1,2კგ/მ2-ით (95% CI, -1.515-დან 0,875-მდე; P<.0001), ხოლო მუცლის ცხიმი – საშუალოდ 14,5%±6,4%-ით (P<.0001).
სხეულის მასისა და აგებულების ცვლილების გარდა, მკვლევარებმა შენიშნეს მეტაბოლური ტენდენციები, რის გამოც, ზოგად ჟურნალს არჩიეს ინფორმაციის Cell Metabolism-ში გამოქვეყნება. „Cell Metabolism-ი ღიაა კვლევებში მიღებული მონაცემების კლინიკურ პრაქტიკაში თარგმნისა და მსგავსი ტრანსლაციური დასკვების მიმართ და, სავარაუდოდ, არ არსებობს სხვა რომელიმე ინტერვენცია, რომელიც ისე ღრმა მეტაბოლურ ცვლილებებს გამოიწვევდა ორგანიზმში, როგორც ამას აკეთებს შიმშილი.“ – აღნიშნა Medscape Medical News-თან ფრანკ მადეომ, კვლევის თანაავტორმა, განათლების მეცნიერებათა დოქტორმა, ავსტრიის გრაცის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორმა.
მეტაბოლური დასკვნების შეჯამება მოახდინა ჰარალდ სოურიჯმა, კვლევის თანაავტორმა, მედიცინის დოქტორმა და გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა: „საბოლოოდ, შეინიშნება ცვლილებების მთელი წყება, რომელიც დაკავშირებულია კარდიოვასკულარული რისკისა და დაბერების პროცესის დაქვეითებასთან, რაც მოიცავს ანთებითი მარკერების (როგორიცაა, sICAM-1) შემცირებას, სისხლის სისტოლური წნევის, LDL ქოლესტეროლის, მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავებისა და ტრიიოდთირონინის დონეების დაქვეითებას; პოლიუჯერი ცხომოვანი მჟავების კონცენტრაციის მატებას; ასევე, პოტენციურად, დაბერების ხელშემწყობი ამინომჟავების, როგორიცაა, მაგ.: მეთიონინი, down-რეგულაციას“.
მეტაბოლური შედეგები გვიჩვენებს, რომ ADF შესაძლოა იყოს მეტად უსაფრთხო, ვიდრე პრაქტიკაში შედარებით ფართოდ გამოყენებადი დაბალკალორიული დიეტები.
„წინათ კალორიების შეზღუდვა ასოცირებული იყო ძვლის მეტაბოლიზმისა და იმუნური უჯრედების ფუნქციონირების დარღვევასთან. არც მოკლევადიან რანდომიზებულ, კონტროლირებულ კვლევაში, არც 6 თვიან ADF კოჰორტაში გვერდითი ეფექტები ძვლის ქსოვილსა და სისხლის თეთრი უჯრედების სართო რაოდენობაზე, ან იმუნური სისტემის ქვეტიპების გავრცელებაზე, წითელი სისხლის უჯრედებისა თუ რკინის მეტაბოლიზმზე არ დაფიქსირებულა“, განუცხადა სოურიჯმა Medscape Medical News-ს.
ის გვაფრთხილებს, რომ საჭიროა მეტად ხანგრძლივი პროსპექტული კვლევების ჩატარება, რათა მოხდეს აღნიშნული პარამეტრების მონიტორირება წლების განმავლობაში, რომ გამოირიცხოს მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები ან საკვები ელემენტების დეფიციტის განვითარება.
კვლევები არ ახდენს დღეგამოშვებითი და ხანგამოშვებითი (ინტერვალური) შიმშილის შედარებას. „4 კვირის განმავლობაში 3 კილოგრამით კლება, როგორც ეს ჩვენს კვლევაშია, წარმოადგენს წონის მკვეთრ კლებას, რაც, სავარაუდოდ, ვერ მიიღწევა უფრო მოკლევადიანი შიმშილის პერიოდებში. ADF ახდენს ღრმა დადებით გავლენას სხეულის წონაზე, გულსისხლძარღვთა პარამეტრებსა და დაბერების მოლეკულურ მარკერებზე“, შეაჯამა მადეომ.
ADF-ის შესამჩნევი უსაფრთხოება შესაძლოა მომდინარეობდეს ჩვენი მონადირე და შემგროვებელი წინაპრების კვების მოდელის მიბაძვისაგან, ხსნის მადეო. „ჩვენი ფიზიოლოგიისთვის ნაცნობია შიმშილის პერიოდები, რომელსაც მოსდევს ჭარბად საკვების მიღება“, ამბობს ის. მაგალიათად, შიმშილს მოქმედებაში მოჰყავს აუტოფაგიური პროცესი, რომლის დროსაც, უჯრედების მიერ, ხდება დაზიანებული ნაწილების, როგორიცაა, სიბერესთან დაკავშირებული ცილები და ორგანელები, დაშლა და გადამუშავება. „აუტოფაგია აუმჯობესებს უჯრედების მეტაბოლურ ფუნქციებს და მისი ჩართვა ხდება 36 საათიანი შიმშილის შემდეგ“, აცხადებს მადეო.
აუტოფაგიამ შესაძლოა ახსნას დაბალკალორიული დიეტის არაასრულფასოვნების მიზეზი. „დაბალკალორიული მოხმარება ხელს უშლის ასაკის დამცავი აუტოფაგიის პროგრამის გააქტიურებას, რომელიც ირთვება შიმშილის პერიოდების დროს,“ აგრძელებს მადეო.
თუმცა მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ 6 თვიანი ADF-ის უარყოფითი შედეგები, თუ ისინი არსებობს, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია. მეცნიერები გვთავაზობენ „სხვადასხვა კოჰორტებს შორის განსხვავებული შიმშილის რეჟიმების“ დაწვრილებით შედარებას. ამას გარდა, ისინი გვაფრთხილებენ, რომ საკვების გამოსახულებებით მანიპულირებამ და მისმა ადვილმა ხელმისაწვდომობამ, შესაძლოა ზოგ ადამიანში დღეგამოშვებით შიმშლობისას წინააღმდეგობა გამოიწვიოს და მივიღოთ ეფემერული შედეგები, შიმშილისა და საკვების მიღების წესების დარღვევის გამო.
მკვლევარები ხაზს უსვამენ იმ პაციენტების იდენტიფიცირების მნიშვნელოვნებას, რომლებსაც არ შეუძლიათ ADF რეჟიმის დაცვა. „ექიმის მიერ პაციენტის კლინიკური მხარდაჭერა და, ზოგადად, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, განხილული უნდა იყოს ADF-ის დაწყებამდე“, წერენ ისინი.
აღნიშნული გაფრთხილება შეესაბამება ჯონ ტრეპანოვსკის, ილინოისის (ჩიკაგო) უნივერსიტეტის კვებისა და კინეზიოლოგიის დეპარტამენტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, და მისი კოლეგების მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევას, სადაც შედარებულ იქნა დღეგამოშვებითი შიმშილი, დაბალკალორიული დიეტა და არავითარი ჩარევა სიმსუქნის მქონე 100 ჯანმრთელ ზრდასრულში. მკვლევარებმა, წონის კლების, წონის შენარჩუნების ან კარდიოვასკულარული უსაფრთხოების მხრივ, ADF-ის უპირატესობა CR-ზე ვერ დაადგინეს.
იონი ფრეედჰოფი, ექიმი, ოტავას (კანადა, ონტარიო) უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის ასოცირებული პროფესორი გამოთქვამს გამაფრთხილებელ კომენტარებს.
„დღეგამოშვებითი შიმშილი წარმოადგენს კლინიკურად შესაფერის ჩარევას, თუ მისი გამოყენება ადამიანს აძლევს წონაში კლებისა და ამ პროცესზე დამოკიდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას, თუმცა ხანგრძლივ შესაწვლას მოითხოვს იმის გარკვევა, აქვს თუ არა მას წონის კლებასთან ასოცირებული გრძევადიანი რისკები ან სარგებელი. ნებისმიერ ქრონიკულ პროცესში ხანმოკლე ჩარევის მსგავსად, თუ არ მოხდება ADF-ის, როგორც ცხოვრების წესის, დანერგვა და პაციენტი დაუბრუნდება ძველი კვების რეჟიმს (რედ. შენიშვნა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, აღნიშნული გაუმჯობესება იქნება მხოლოდ დროებითი“.
კვლევის შეზღუდვას წარმოადგენდა აღნიშნული საკვლევი ჯგუფის სიმცირე, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ უკვე დღეგამოშვებით შიმშილზე მყოფი, ან დაინტერესებული, მოტივირებული პირები.
სოურიჯი იტყობინება AstraZeneca, MSD-ისა და Sanofi-Aventis-ისგან შეუზღუდავი გრანტის მიღებას. დანარჩენი ავტორები და კომენტატორები არ ადასტურებენ მნიშვნელოვან ფინანსულ მხარდაჭრას.
Cell Metab. გამოქვეყნებულია 2019 წლის 27 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში.
წყარო: Alternate-Day Fasting in Short Term Safe, Has Metabolic Benefits – Medscape – Aug 27, 2019.