მეთფორმინი COVID-19-ით სიკვდილობის რისკს ამცირებს?!
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტმა გვანცა მენოგნიშვილმა
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: სალომე აფრიდონიძე, ნათია ვაშაყმაძე
დაგროვებული დაკვირვების მონაცემები მიგვანიშნებს, რომ მეთფორმინის გამოყენებამ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში შესაძლოა შეამციროს COVID-19-ით სიკვდილობის რისკი, თუმცა ექსპერტთა აზრით, ამის დასადასტურებლად საჭირო რანდომიზებული კვლევები, სავარაუდოდ, არ ჩატარდება.
უახლესი შედეგები გამოქვეყნდა ონლაინ 31 ივლისს. კვლევა ჩაატარა ენდიურ ბ. კრუსმა, PhD ჰიუ კაულ-ის ზუსტი მედიცინის ინსტიტუტის მედიცინის დოქტორმა, ბირმინგემის ალაბამას უნივერსიტეტმა და კოლეგებმა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კოვიდ ინფიცირებულ, შაქრიანი დიაბეტის მქონე 600-ზე მეტ პაციენტს შორის მეთფორმინის გამოყენება ასოცირდებოდა სიკვდილობის დაახლოებით 70%-ით შემცირებასთან, მრავალი ფაქტორის (confounders) კორექტირების შემდეგ.
ოთხი წინა კვლევის მონაცემები, რომელიც ასევე აჩვენებს სიკვდილობის შემცირებას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეთფორმინს, შეჯამებული იყო AndréJ. Scheen-ის (PhD) მიერ 1 აგვისტოს „დიაბეტი და მეტაბოლიზმში“ გამოქვეყნებულ „მოკლე მიმოხილვაში“.
Scheen-ი, რომელიც წარმოადგენს დიაბეტის, ნუტრიციოლოგიის და მეტაბოლური დარღვევების კლინიკური ფარმაკოლოგიის განყოფილებას ლიეგეს უნივერსიტეტში, ბელგიაში, განიხილავს ამ დაკვირვების უკან არსებულ შესაძლო მექანიზმებს.
„ვინაიდან მეთფორმინი გლუკოზის დონის შემცირების გარდა ავლენს სხვა ეფექტებსაც, რომელთა შორისაცაა ანთების საწინააღმდეგო ეფექტები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბიგუანიდს შესაძლოა ჰქონდეს პოზიტიური გავლენა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე კოვიდ ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე,“ ამბობს ის.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ობზერვაციულ კვლევებში ჩვეულებრივ გვხვდება ხელისშემშლელი ფაქტორები (confounders), საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, სანამ გავაკეთებთ მტკიცე დასკვნებს რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების არარსებობის პირობებში“, წერს Scheen-ი.
Medscape Medical News -თან საუბარში,Yale-ის მედიცინის სკოლის (New Haven, Connecticut) ენდოკრინოლოგმა კასია ლიფსკა-მ, მედიცინის დოქტორმა, განაცხადა :“მეთფორმინის მომხმარებლები ბევრ განსახვავებულ გარემოში გამოირჩევიან უკეთესი შედეგებით. ჩემთვის ჯერაც გაუგებარია, მეთფორმინი მართლაც ასეთი საოცარი წამალია თუ უბრალოდ ის გამოიყენება ისეთ პაციენტებში, რომლებიც არიან უფრო ჯანმრთელები და არ აქვთ მისი გამოყენების უკუჩვენებები.’’
აქვე მან დაამატა: „ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები ამ ეტაპზე იმისთვის, რომ შევთავაზოთ მეთფორმინის გამოყენება COVID-19-ის მიმდინარეობის შესამსუბუქებლად.“
ალაბამას ავტორები კვლევაზე გავლენის მომხდენ ფაქტორებს (confounders) აფასებენ, როგორც ნაკლებ სავარაუდოს.
კრუს-მა და კოლეგებმა მათი ინსტიტუტის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების რეტროსპექტული ანალიზით განიხილეს 604 პაციენტის მონაცემი, რომლებიც იყვნენ ინფორმირებული, რომ ისინი იყვნენ კოვიდ ინფიცირებულები 25 თებერვლიდან 22 ივნისის პერიოდში, 2020წ. მათ შორის 40%-ს ჰქონდა დიაბეტი.
სიკვდილობა იყო 11%-ში (n=67); სიკვდილობის კოეფიციენტების თანაფარდობა შაქრიანი დიაბეტის მქონე და არმქონე პაციენტებში იყო 3.62 (P <.0001)
შაქრიანი დიაბეტის მქონე გარდაცვლილების რიცხვი შეადგენდა სრული შემთხვევების 60%-ზე მეტს. მრავალჯერადი მათემატიკური რეგრესიით, 50-დან 70 წლამდე ასაკი 50 წელზე ნაკლებ ასაკთან შედარებით, მამრობითი სქესი და დიაბეტი იქცა სიკვდილობის დამოუკიდებელ პრედიქტორად.
42 დიაბეტის მქონე გარდაცვლილ პაციენტს შორის,რომელთაგან 34 (81%) იღებდა მეთფორმინს და 8 (19%) არ იღებდა, იყო მნიშვნელოვანი განსხვავება (ალბათობის კოეფიციენტი 0.38; p= .0221). მეორეს მხრივ, ინსულინის გამოყენებას არ ჰქონდა გავლენა სიკვდილობაზე . (P= .5728)
სინამდვილეში, მეთფორმინის მომხმარებელთა 11 %-იანი სიკვდილიანობა შედარებადი იყო ზოგადად COVID-19-დადებით პოპულაციასთან და 11%-იანი სიკვდილობა საგრძნობლად დაბალია იმ ზოგად 23%-იან სიკვდილობასთან შედარებით, რომელიც გვხვდება დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ მეთფორმინს“ ამბობს ავტორი.
მეთფორმინით მკურნალობასთან დაფიქსირებული გადარჩენის სარგებელი შენარჩუნდა იმ პაციენტების გამორიცხვით, რომელთაც ჰქონდათ მეთფორმინის გამოყენების კლასიკური უკუჩვენებები, როგორიცაა თირკმლის ქრონიკული დაავადება და გულის უკმარისობა (ალბათობის კოეფიციენტი, 0.17; P=.0231).
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქმე გვქონდეს პოტენციურ კვლევაზე გავლენის მომხდენ (confounders) ფაქტორებთან მეთფორმინის მომხმარებელთა ჯანმრთელი პირებისგან განცალკევების თვალსაზრისით“ ამტკიცებენ კრუსი და კოლეგები.
შემდგომი ანალიზის შემდეგ, რომელიც აკონტროლებდა სხვა ფაქტორებს (ასაკი, სქესი, სიმსუქნის ხარისხი და ჰიპერტენზია), ასაკი, სქესი და მეთფორმინი რჩებოდა სიკვდილობის დამოუკიდებელ პროგნოზულ ფაქტორად.
მეთფორმინის შემთხვევაში, ალბათობის კოეფიციენტი იყო 0.33 (P= .0210)
თუ მეთფორმინი ამცირებს COVID-19-ით სიკვდილობის რისკს, სავარაუდოა, რომ ჩართულია მოქმედების მრავალი მექანიზმი
თავის სტატიაში Scheen აღნიშნავს, რომ COVID-19-ის შედეგებზე მეთფორმინის შესაძლო სასარგებლო ეფექტი მრავალი მექანიზმით შეიძლება აიხსნას, მათ შორის გლუკოზის კონტროლის, წონის და ინსულინ-რეზისტენტობის პირდაპირი გაუმჯობესება; ანთების შემცირება, ვირუსის შეღწევის დათრგუნვა ACE2-ის ფოსფორილირების გზით; იმუნური ჰიპერაქტივაციის გზის დათრგუნვა და ნეიტროფილების შემცირება. ეს ყველაფერი თეორიად რჩება, ხაზგასმით აღნიშნავს ის.
იგი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ავტორი გამოთქვამს ეჭვს მეთფორმინის გამოყენების შესაძლო ზიანის შესახებ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან COVID-19-ის გამო, განსაკუთრებით მრავალი ორგანოს უკმარისობის დროს ლაქტაქ აციდოზის პოტენციური რისკის გამო.
ჯამში, 4 კვლევის მიხედვით მეთფორმინის გამოყენებით სავარაუდოა სიკვდილობის 25%-იანი შემცირება.
ოთხმა ობზერვაციულმა კვლევამ, რომელიც Scheen -მა მიმოიხილა, აჩვენა, რომ მეთფორმინს აქვს დადებითი ეფექტი სიკვდილობის 25%-იანი შემცირებით ( P < .00001), თუმცა აღსანიშნავი იყო შედარებით მაღალი ჰეტეროგენურობა (I² = 61%).
მათ შორის ყველაზე დიდი კვლევა, აშშ-დან, მოიცავდა 6256 პაციენტს,რომლებიც ჰოსპიტალიზდნენ COVID-19-ით. მეთფორმინის გამოყენებისას სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა ქალებში, მაგრამ არა მამაკაცებში (ალბათობის კოეფიციენტი 0.759).
საფრანგეთის Coronavirus-SARS-CoV-2 და დიაბეტის შედეგების (CORONADO) კვლევამ დიაბეტით დაავადებულ და COVID-19-ით ინფიცირებულ 1317 პაციენტზე, რომლებიც მოხვდნენ საფრანგეთში 53 საავადმყოფოში, ასევე აჩვენა მეტფორმინისთვის მნიშვნელოვანი გადარჩენის სარგებელი, თუმცა ეს კვლევა არ იყო შექმნილი ამ საკითხის გამოსარკვევად.
ორმა უფრო მცირე ობზერვაციულმა კვლევამ გამოავლინა მეთფორმინის გადარჩენის სარგებლიანობის მსგავსი ტენდენციები. ამის მიუხედავად, Scheen-ი გვაფრთხილებს: მეთფორმინის თერაპიის გავლენის შესახებ მტკიცე დასკვნების გაკეთება შეგვიძლია მხოლოდ ორმაგად ბრმა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების შედეგად (RCTs), და ასეთი კვლევები თითქმის შეუძლებელია COVID-19-ის პირობებში.
ის ამბობს :“ ვინაიდან მეთფორმინს არ აქვს პატენტი და ძალიან იაფია, არც ერთი ფარმაცევტული კომპანია არ იქნება დაინტერესებული კვლევის დაგეგმვაში, რომელიც აჩვენებს მეტფორმინის სარგებელს COVID-19-თან დაკავშირებულ კლინიკურ შედეგებზე“.
ლიფსკა ეთანხმება: „RCTs სავარაუდოდ არ ჩატარდება ამ საკითხების გამოსარკვევად; მათი არარსებობის შემთვევაში მეთფორმინის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობის პროფილს“.
Scheen ასკვნის, თუმცაღა „არ არსებობს უსაფრთხოების უარყოფითი მითითებები, ამიტომ არ არსებობს მიზეზი, რომ შევწყვიტოთ მეთფორმინით თერაპია COVID-19 ინფექციის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი აქვს გასტროინტესტინურ სიმპტომებს, ჰიპოქსიას და/ან ორგანოთა უკმარისობას.“
ლიფსკა-მ მიიღო გრანტები ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისგან და მუშაობსხელშეკრულებით Medicare & Medicaid Services-ის ცენტრებისთვის, რათა შეიმუშავოს საჯაროდ შეტყობინებული ხარისხის ზომები. Scheen არ აქვს ფინანსური ურთიერთობები.
medRxiv. ინტერნეტში გამოქვეყნდა 31 ივლისს, 2020
Diabetes Metab. ინტერნეტში გამოქვეყნდა 1 აგვისტოს, 2020