• საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
  • info@gaem.ge
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
    • September

      3

      2019
    • 953
    • 0
    ხანდაზმულები: დიაბეტის სამედიცინო მოვლის სტანდარტები – ADA 2019

    ხანდაზმულები: დიაბეტის სამედიცინო მოვლის სტანდარტები – ADA 2019

    ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) „დიაბეტის სამედიცინო მოვლის სტანდარტები“ მოიცავს ADA-ის მიმდინარე კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებს და ემსახურება დიაბეტის მოვლის, ზოგადი მკურნალობის მიზნებისა და გაიდლაინების, და მოვლის ხარისხის შესაფასებელი საშუალებების კომპონენტების მოწოდებას. ADA-ის პროფესიული პრაქტიკის კომისიის წევრები, ექსპერტთა მულტიდისციპლინური კომისია პასუხისმგებელია განაახლოს მოვლის სტანდარტები ყოველწლიურად, ან უფრო ხშირად. ADA-ის სტანდარტების, განცხადებებისა და ანგარიშების დეტალური, ასევე, ADA-ის კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციების მტკიცებულების შეფასების სისტემის აღწერისთვის (იხ. დამატებითი ცხრილი). მკითხველს შეუძლია გააკეთოს შენიშვნა მოვლის სტანდარტებთან დაკავშირებით ვებ-გვერდზე professional.diabetes.org/SOC.

    • January

      22

      2019
    • 18149
    • 0
    D ვიტამინის გაიდლაინების მიმოხილვა

    D ვიტამინის გაიდლაინების მიმოხილვა

    იანვარი, 2018 წ.  გახსენი PDF მოკლე შინაარსი: ბოლო ორ ათწლეულში ჩატარებულმა კვლევებმა გააფართოვა ცოდნა D ვიტამინის მოქმედების მექანიზმის შესახებ კალციუმისა და ფოსფორის აბსორბციისა და ძვლის მეტაბოლიზმზე გავლენიდან დაწყებული სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე მრავალი პლეიოტროპული მოქმედებით დამთავრებული. უმეტესობა ობსერვაციული და ეკოლოგიური კვლევების მიხედვით ნანახია გაუმჯობესებული გამოსავალი სისხლში 25-ჰიდროქსივიტამინ D3–ის (25(OH)D3) მაღალ დონესა და გარკვეულ ქრონიკულ, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებს შორის.

    • December

      20

      2018
    • 1943
    • 0
    2018 წ. გრეივსის ჰიპერთირეოზის მართვის გაიდლაინის შეჯამება

    2018 წ. გრეივსის ჰიპერთირეოზის მართვის გაიდლაინის შეჯამება

    გახსენი PDF ჰიპერთირეოზით მიმდინარე გრეივსის დაავადება ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია თირეოტროპინის (TSH)  რეცეპტორების მასტიმულირებელი ანტისხეულებით (TRAb). ჯერ კიდევ 1940-იან წლებში, ჰიპერთირეოზის  თანამედროვე მკურნალობის სამივე კომპონენტი ხელმისაწვდომი იყო: ანტითირეოიდული მედიკამენტები და რადიოაქტიური იოდით თერაპია, როგორც უკანასკნელი ინოვაციები, და თირეოიდექტომია, რომელიც საუკუნის დასაწყისიდანვე გამოიყენებოდა. მრავალი წლის განმავლობაში კლინიკური კვლევები ცდილობდა, გადაეჭრა დილემა, თუ მკურნალობის რომელი

Latest Posts
Most Viewed
© Copyright 2018 - gaem.ge